Category: არქივი

  • გვენეტაძის გამოსვლა პარლამენტში მწვავე დებატებით დაიწყო

    ამ წუთებში, პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს. პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  სიტყვით გამოსვლამდე, სესია კამათით გაიხსნა. ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება პროცედურულმა საკითხებმა გამოიწვია.

    “ევროპულმა საქართველოს” წევრებმა კობა გვენეტაძეს შეახსენეს, რომ ის  კომიტეტის სხდომაზე უნდა მისულიყო.

    ხათუნა გოგორიშვილმა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, რომ კომიტეტში მისვლა  კანონის მიხედვით მოუწევს.

    ოპოზიციის მოთხოვნას მალე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის შეკითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩება.

    „ვერ გავიგე, კომიტეტს გავიგე, რომ აინტერესებს ამის მოსმენა, მაგრამ ყველას გვაინტერესებს მეგობრებო. ცალ-ცალკე კომიტეტებზე უნდა მოვიყვანოთ თუ პლენარულზე უნდა მოვიდეს? ცოტა პოლიტიკურად შეხედეთ, კითხვები თუ გაქვთ დასვით, არ გაქვთ ეტყობა კითხვები,“- მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

    ირმა ნადირაშვილმა კი კობა გვენეტაძეს უთხრა, რომ ძალაში რჩება მისი კომიტეტზე მოსვლის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან.

    „აპირებთ მოხვიდეთ კომიტეტზე, თუ აპირებთ, რომ რეგლამენტი თავზე გადაიხიოთ, როგორც ბატონმა არჩილმა მოგვიწოდა?”-ამ შეკითხვით  ნადირაშვილმა კობა გვენეტაძეს მიმართა.

  • დეპუტატებმა ვერ გაიგეს კენჭს რას უყრიდნენ და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი ჩააგდეს

    პარლამენტმა  სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა  მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

    კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

    კენჭისყრის შემდეგ დეპუტატები ამბობდნენ, რომ ეს  ხმაურის გამო მოხდა, რადგან დეპუტატებმა ვერ გაიგეს  თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და სურვილი გამოთქვეს, თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო.  თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ხმაური არგუმენტად ვერ გამოდგებოდა. 

    შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი  დაჩქარებული წესით იხილავდა.

  • რიგის მერი თანამდებობიდან კორუფციის ბრალდებით გადააყენეს

    ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი ნილს უშაკოვსი თანამდებობიდან გადააყენეს.

    რიგის მერი თანამდებობიდან  მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში სავარაუდო კორუფციის გამო დაითხოვეს. უშაკოვსს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესყიდვებზე არასათანადო ზედამხედველობაში ადანაშაულებენ. რიგის ყოფილი მერი აპირებსმთავრობის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

    ლატვიაში, რიგის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს.

  • სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მგზავრი კი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანე. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, პაციენტები მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან და კვლევები უტარდებათ.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

  • თურქეთში 1 139 ცალი არადეკლარირებული მაჯის საათის გადატანას ცდილობდნენ

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდა საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

  • შსს-მ უაქციზო სიგარეტის ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე   საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა- ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

    სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები – 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებიტ დადგინდა , რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

    გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პარლამენტში დღეს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ

    დღეს დაგეგმილ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

    გვენეტაძე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს. მოსმენის შემდეგ დაგეგმილია კითხვა – პასუხის და დებატების ფორმატი.

    ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ახსნა-განმარტების მისაცემად  დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია.

  • ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი –  დეკანოზი ელიზბარ

    ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი – დეკანოზი ელიზბარ

    “წერია, ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი” – აცხადებს დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ტვ “მთავართან” საუბრისას. მისი  თქმით, ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, ეკლესია მაშინ იტყვის  ყველაფერს, როცა ამის დრო დადგება.
    “მე 40 წელია ვაზიარებ ამას, მე გამოვიარე ბევრი ვირუსები საწამლავიც რომ შემოუგდიათ ეკლესიაში. კოვზით ზიარება სასჯელია, ვინც არასწორად მიიღებს, იქ წერია თვითონ ლოცვაში, რომ ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა, რა შუაშია კოვზი”, –  თქვა დეკანოზმა ელიზბარმა.
    პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.
    კორონავირუსის დროს ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის საპატრიარქო სასულიერო პირებს დღეს, 3 აპრილს სმს-ით სამ რეკომენდაციას გაუგზავნის.
  • აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს

    აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსში, რომლითაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეტანა–გატანისა და გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – სამუდამო პატიმრობა და განსაკუთრებული ზომის სახთი სიკვდილით დასჯა დააკანონეს.
    კანონპროექტის ინიციატორი ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი დრაბია.
    ე.წ. კანონმდებლებმა კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2018 წლის მაისში სოხუმის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს – კემალ ოსმანოვს, დიმიტრი ნესტერნეს და ელდარ მამედოვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. აქედან ერთს 15 წელი, მეორეს 18, მესამეს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ადვოკატებმა კოდექსის ჩანაწერები გამოიყენეს და საკასაციო კოლეგიამ მათ მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქა.
    ე.წ. დეპუტატმა, ვალერი აგრბამ აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ შეუძლებელი იქნება გასაღების მიზნით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის დანაშაულის შემსუბუქება.
    აფხაზეთში სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ზომა დღემდე არსებობს, თუმცა 2007 წლიდან აფხაზეთში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი მოქმედებს.
    კანონპროექტი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი ნორმები კი ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.