Category: არქივი

  • “მახსოვს გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა”-დავით ჭიჭინაძე

    “მახსოვს გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა”-პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომას და ღილაკების არევის თემას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, არავის გაუფრთხილებია სესიის დღეს დანიშვნის შესახებ.

    პარლამენტის სხდომა სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვისთვის უნდა მოესმინათ, 16 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სხდომა დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში გაიმართებოდა.

    ტექნიკურ ხარვეზზე საუბრისას ჭიჭინაძე, ღილაკების არევის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ საერთო “ჩატში” დეპუტატებს ღილაკების დანიშნულების გასარჩევად, მწვანე და წითელ ვაშლებს უგზავნიდნენ.

    “თავიდან მე მახსოვს რომ გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა. ახლა ეტყობა გადავიდნენ დაღეჭვით ახსნაზე. ჩვენთვის მაგალითად ყოველთვის უცნობია, როდის რას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენთან დამოუკიდებელ დეპუტატებთან კომუნიკაცია არ აქვთ. 

    ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ​სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით. 
    მწვანე და წითელი ღილაკების პრობლემა დიდი ხნის პრობლემაა,”-აცხადებს ჭიჭინაძე.

    დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის გარდა, კენჭი უნდა უყარონ მთავრობის ინიციატივას, რომელიც გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება. აღნიშნული ინიციატივა წინა სხდომაზე არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდა. მმართველმა გუნდმა მთავრობის ინიციატივის ჩაგდების მიზეზად, ტექნიკური ხარვეზი დაასახელეს. საკითხი კენჭისყრაზე დღეს კიდევ ერთხელ გადის.

  • პოლონეთში მასწავლებლები გაიფიცნენ

    პოლონეთში მასწავლებლები გაიფიცნენ. პედაგოგები ხელფასების 30 პროცენტით გაზრდას ითხოვენ, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე კი დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლა არ იმუშავებს. 

    პოლონეთში დაახლოებით  400 ათასი მასწავლებელია და მათი  ხელფასი 929 ევროა, რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასზე ნაკლებად ითვლება.

    უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი. 4 მილიონზე მეტი მოსწავლე სკოლებში არ დადის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სკოლის გამოცდების ჩაბარების საკითხიც.

  • მგზავრების ევაკუაცია მეტროსადგურ დელისზე

    მეტროსადგურ დელისზე მგზავრების ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ შესახებ  სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს.

    „სასწრაფოდ: საბურთალოს ხაზზე, მ/ს “დელისზე” მატარებელი გამოვიდა მწყობრიდან. დენის და დამწვრობის სუნია საშინელი. მოხდა მგზავრთა ევაკუაცია. მემანქანემ ისეთი ხმით თქვა “გთხოვთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ დატოვოთ მატარებელი”, რომ… მატარებელს საშინელი ბოლი აუვიდა, აშკარად ცეცხლი წაეკიდა“, – წერია ერთ-ერთი მგზავრის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევა დილას 10 საათზე მოხდა, როცა მეტროში  მგზავრების დიდი ნაწილი იმყოფებოდა.

    მგზავრების განცხადებით, მატარებელის ვაგონებში დამწვრის მძაფრი სუნი იდგა, ევაკუაციის შემდეგ მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს.

  • გორში “ალტაოქეის” მაღაზია გაქურდეს

    გორში “აალტაოქეის” მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები.

    ქურდობის ფაქტი სავარაუდოდ,  დილის 9 საათზე მოხდა, რასაც მოწმობს განგაშის სიგნალის ამოქმედება. დამნაშავეები, მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, არასრულწლოვნები არიან. 

    წინასწარი ინფორმაციით, მათ მაღაზიის ვიტრინა ქვით გატეხეს და  შიგნით ასე  შევიდნენ.

    გორში, ამავე ქსელის მაღაზიის გაქურდვის, შემთხვევა უკვე მეორე დაფიქსირდა, პირველად მაღაზიიდან 13 მობილური ტელეფონი წაიღეს. ამჯერად მიყენებული ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის.

  • ზელენსკისა და პოროშენკოს შორის დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილს გაიმართება

    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კანდიდატების ვლადიმერ  ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის  დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილს  გაიმართება.

    ინფორმაცია მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ დაადასტურა.

    კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატების ჩატარების გამოწვევა პოროშენკომ ზელენსკისგან მიიღო.

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა, თუმცა ხმათა 50 პროცენტის  მოგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს შედგება.

  • ნიკა გვარამია ტვ იმედს “აღშფოთებული ინტელიგენციის“ წერილის ხელმომწერთა დასახელებას თხოვს

    კვირას საღამოს ტვ იმედის ეთერში ვრცელი რეპორტაჟი მიეძღვნა ტელეკომპანია რუსთავი2–ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანიამ აღშფოთებული საზოგადო მოღვაწეების წერილი მიიღო, რომელშიც ისინი ნიკა გვარამიას უცენზურო ლექსიკას გმობდნენ.

    “ერის მაგინებელი“ – ასე ქვია იმედში გასულ სიუჟეტს, რომლის წარდგენისას წამყვანმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას “უცენზურო გამონათქვამებმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეურაცხყო. “

    სიუჟეტში მოყვანილი იყო ფრაგმენტები ნიკა გვარამიას ფეისბუქ ლაივებიდან და საეთერო გადაცემებიდან არანორმატული ლექსიკით.იმედმა გვარამიას გამონათქვამების შესაფასებლად ექსპერტები ჩაწერა, სიუჟეტის ბოლოს კი ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ამ თემაზე სასაუბროდ გასულ კვირას მეცნიერები, მწერლები და კულტურის მოღვაწეები შეიკრიბნენ და მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ნათქვამია, რომ“ ქართულ მედიაში სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა ცილისმწამებლური ინფორმაციის, ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებების ტირაჟირება და ამ მხრივ ყოველგვარ ზღვარს გასცდა რუსთავი2.“ ტელეკომპანია იმედს წერილზე ხელმომწერი არცერთი ადამიანი არ დაუსახელებია, თუმცა ჟურნალისტის ინფორმაციით წერილს ხელს აწერს დაახლოებით 60 ადამიანი.

    იმედის სიუჟეტს გუშინვე საკუთარ გადაცემაში – “კვირის აქცენტები“ უპასუხა ნიკა გვარამიამ, რომელიც თვლის, რომ იმედის სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მომზადდა. “პირდაპირ სტალინური ამბავია“ – განაცხადა გვარამიამ. გადაცემის წამყვანები თვლიან, რომ გვარამიას გამონათქვამებით შეურაცხყოფილმა ივანიშვილმა მის მიერ დაფინანსებულ ინტელიგენციას მიმართა მხარდასაჭერად.

    დღეს კი გვარამიამ ტელეკომპანია იმედს ფეისბუქით მიმართა და იმ ადამიანების დასახელება მოთხოვა, ვინც “აღშფოთების წერილს“ მოაწერა ხელი.

    “მივმართავ ტელეკომპანია იმედს:

    გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა.“ – წერს ნიკა გვარამია.

  • საქართველოს საგარეო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას მალტაში საქართველოს მოქალაქის დაჭრაზე

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას, მალტაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მალტაში სამართალდამცველებს ჯერ არ მოუხდენიათ დაჭრილი პირების იდენტიფიცირება.

    შეგახსენებთ, რომ მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი  საქართველოს მოქალაქეა.

    ადგილობრივი გამოცემა  Malta Today-ის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

    როგორც ირკვევა, უცნობმა პირმა  სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი. უცნობია მომხდარის მოტივი.

  • მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

    მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. რჩეულიშვილი  დღეს უნდა  დაკითხულიყო.  რჩეულიშვილთან ერთად „ცენტრ პოინტის” საქმეზე, „მიონის” ეპიზოდზე  ბრალდებულია ასევე ქეთევან ჟორდანია.

    როგორც პროცესის დაწყებამდე რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაია რჩეულიშვილი კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი და დღევანდელ სხდომას არ დაესწრებოდა. ჯანმრთელობის თუ რა პრობლემა ჰქონდა მაია რჩეულიშვილს, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს. ის ვერც მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანის თარიღს ასახელებს.

    მისი თქმით, მაია რჩეულიშვილმა სასამართლოს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც ის აღიშნავდა, რომ პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.  მიზეზი მას განცხადებაში არ განუმარტავს.

    ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს 2 წლიანი განხილვის ვადა 10 აპრილს ეწურება. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი ამ ვადაში უნდა გამოიტანოს.

    მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.