Category: არქივი
-
“საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისის“ საქმის დეტალებზე”-კობა გვენეტაძე
“საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მსურს საზოგადოება და ამ დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი დავარწმუნო, რომ „თიბისი ბანკი“, ისევე როგორც ქვეყნის მთლიანი საფინანსო სისტემა, ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სტაბილურია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედაც ეროვნული ბანკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების და ჩარჩოს გატარებასაც მიუძღვის. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც მუდმივად ვითარდება და რომელიც მუდივად ზრუნავს ხარისხისა და სტანდარტის შენარჩუნებაზე.
ჩვენ დიდი სიფრთხილით ვწონით თითოეულ სიტყვას ჩვენს განცხადებებში, როდესაც ისინი კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდება. შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს პირველ განმარტებებს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა დეტალებზე. ასეც იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის მიმართ წამოსული თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისთვის,“ – განაცხადა გვენეტაძემ თავის დასკვნით სიტყვაში.
-
სანამ თქვენ გაღატაკდებით პოლიტიკურად, ხალხს აღატაკებთ, დაფიქრდით – ოპოზიციის მწვავე განცხადებები
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე და საბანკო რეგულაციებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდა.
-
“მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ”-უგულავა ივანიშვილზე
“მთავარი ეშმაკის ფეხი თვითონ არის” -, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი შეაფასა.
ივანიშვილის წერილი 9 აპრილთან დაკავშირებით დღეს დილას გავრცელდა, ივანიშვილმა ხელისუფლების ოპონენტები გააკრიტიკა.
გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფარისეველია, რადგან მისი თქმით, „ოცნების“ ლიდერი წლების წინ თავად აფინანსებდა 9 აპრილის ერთერთ მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს.
„ვეთანხმები მას, რომ „ეშმაკი ჰყოფს“, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი არის თვითონ იმიტომ, რომ 7 წლის განმავლობაში ღვარძლის, შურისძიების და ბოღმის ნთხევის მეტი მას და მის „ოცნებას“ არაფერი უკეთებია და ის ნაპრალები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში, რომლის გამთლიანებას კიდევ შეიძლება წლები და ათწლეულები დასჭირდეს. ამიტომ, სრული ფარისევლობაა აქ მისგან საუბარი, სრული ფარისევლობაა და ამაზრზენია, როდესაც ის 9 აპრილზე საუბრობს და ადარებს პირველ ოქტომბერს იმიტომ, რომ 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვება და პირველი ოქტომბერი იყო ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიაზე გამარჯვება. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, იმ 9 აპრილზე, რომელიც ლებედმა და როდიონოვმა დაარბიეს და რომლის რასკრუჩინიაში იღებდა და მონაწილეობდა და რომლის კამპანიაში მონაწილეობდა. რომელ 9 აპრილზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის მერეც არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქედ დარჩა და ვიგავორი რომ კარგი ყოფილიყო, ამას თვითონ ამბობს, ბორის ივანიშვილი დაიწერა პასპორტში ბიძინას ნაცვლად. ეს არის ადამიანი, რომელიც 9 აპრილზე უნდა გველაპარაკებოდეს, ამ ადამიანისთვის საერთოდ არ არსებობს ღირებულება საქართველოს დამოუკიდებლობა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
-
ტურისტივით რომ მოგზაურობს კობახიძე, ამდენი თანხა რო დახარჯა, სამაგისოდ რა გააკეთა? – ჭიჭინაძე
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა, სადაც დეპუტატებმა მოულოდნელად გაარკვიეს, რომ კვლავ ეროვნული ბანკის პრეზდენტს კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურით დაიწყო. დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ხშირი მივლინებების გამო გააკრიტიკა.
დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის არავის უცნობებია და ამის თაობაზე მათ შემთხვევით გაიგეს.
“დამოუკიდებელ დეპუტატებს სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ დღევანდელი სხდომის შესახებ გაგვეგო? – რეგლამენტში წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, დეპუტატებს დაუყონებლივ უნდა გვეცნობოს. დღეს მე კომიტეტის სხდომაზე მოვედი და შემთხვევით გაირკვა, რომ არის პარლამენტის პლენარული სხდომა“, – განაცხადა დავით -
ცხვრებივით შეგვკრიბეთ დღეს აქ – დეპუტატების პრეტენზიები რიგგარეშე სხდომაზე
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო ხმაურით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და დამოუკიდევბელ დეპუტატებს პრეტენზიები სხდომის წამყვან ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ჰქონდათ. დეპუტატების განმარტებით, მათ კომიტეტზე მისულებმა გაიგეს, რომ რიგგარეშე სხდომა ტარდებოდა. რიგგარეშე სხდომაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი იმაზე, რომ სხდომა არაუფლებამოსილად გამოცხადებულიყო, რადგან პრეტენზიების მქონე დეპუტატების განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შეახებ, მათ ინფორმაცია არ მიუღიათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა კი პარლამენტის თავმჯდომარემ წინა კვირაში 16 აპრილს დააანონსა.
{{VIDEO}}
-
30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან : საბჭოთა ტანკები რუსთაველზე
ზუსტად 30 წლის წინ ამ დღეს, საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. დაღუპულთა შორის უმეტესად ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
9 აპრილის ტრაგედიას წინ უძღვის კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის. 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. საპასუხოდ კი ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნები მოაწყვეს.

1989 წლის 5 აპრილს,საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს და სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დაკარგა.
”გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!” – ასე მიმართა მერაბ კოსტავამ იქ მდგომ შეკრებილ საზოგადოებას.
დარბევა
6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი.
7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა სადაც გაიცა ბრძანება რომ თბილისსში ჯარი უნდა შეეყვანათ.
კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დარბევის ზოგადი გეგმა.
7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა განაცხადეს, რომ ოპერაცია სისხლის ღვრის გარეშე ჩაივლიდა. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

- დილის 04:00-საათზე საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების ჯარის ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა შემოარტყა. ასეულობით ჯარისკაცი მთავრობის სასახლის წინ იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს დაერია. რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა ტანკებით,მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და სასანგრე ბარებით დაარბია.
- 9 აპრილს, დილის 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობამ ტელევიზიით მხოლოდ 22:15 საათზე გაიგო.
- 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს მოკლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობთ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
დაღუპულთა სია
აზა ადამია, 22 წლისნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისეკა ბეჟანიშვილი, 16 წლისნატო გიორგაძე, 23 წლისთამუნა დოლიძე, 28 წლისთინა ენუქიძე, 70 წლისნინო თოიძე, 25 წლისზაირა კიკვიძე, 61 წლისმანანა ლოლაძე, 33 წლისთამარ მამულიშვილი, 50 წლისვენერა მეტრეველიმამუკა ნოზაძე, 22 წლისნანა სამარგულიანი, 41 წლისშალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლისმარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლისელისო ჭიპაშვილი, 25 წლისთამარ ჭოველიძე, 16 წლისნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლისმზია ჯინჭარაძე, 43 წლისმანანა მელქაძე, 23 წლისგია ქარსელაძე, 25 წლის -
“გირჩი” აუდიტის სამსახურისგან საპატრიარქოს შემოწმებას ითხოვს
“გირჩი” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთავაზობს, საპატრიარქოს შეამოწმოს.პოლიტიკურ ორგანიზაცია “გირჩში” ამბობენ, რომ თუ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტი ჩაუტარდება და უწყება ამ საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს, “გირჩი” აუდიტს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს.
“გირჩის” ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიისგან ითხოვს:
საარჩევნოდ უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი;
3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურს უნდა გაუგზავნონ ფინანსური ანგარიშები;
საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარადგინონ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;
“ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს – თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ, რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს,” – აღნიშნული გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ “გირჩი” აუდიტის სამსახურისთვის დეკლარაციის გადაგზავნას არ აპირებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “გირჩის” განცხადებაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად კი, აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2 000 ლარით.
-
პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ხელახალი კენჭისყრის შედეგად, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით დამტკიცდა. რვა დეპუტატმა ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა.
ინიციატივა 5 აპრილის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. მიზეზად დეპუტატებმა დარბაზში ხმაური და ღილაკების არევა დაასახელეს.
პროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ უგამოცდოდ გაცემას გულისხმობს.
-
“დავით ბაგრატიონმა ანას დაურეკა, სთხოვდა, შვილისთვის კარგად ეპატრონა”-ანა ბაგრატიონის ადვოკატი
“გაქცევამდე, დავით ბაგრატიონმა ანას დაურეკა, სთხოვდა, შვილისთვის კარგად ეპატრონა”- ეს ინფორმაცია ანა ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“როცა გამოძიება დაიწყო, დავით ბაგრატიონს მაშინ გაუჩნდა მზრუნველი შვილის იმიჯის მორგების სურვილი და წავიდა დედის სანახავად. ეს არის გამოგონილი საბაბი, რომ საზოგადოებას აუხსნან ეს გაქცევა. გარდა ამისა, მისი ადვოკატისგან, ბატონი ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, რომ ეს ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და შუაღამესვე წავიდა დავითი ესპენეთში მაშინ, როდესაც შუადღეს დავითი დაუკავშირდა ანას მობილურ ტელეფონზე.
ეს ჩემთვის ცნობილი გახდა არა უშუალოდ ანას მოყოლის შედეგად, არამედ პირადად ვიყავი შემსწრე, რომ დავითმა ანას დაურეკა მობილურით. ეს იყო უცნაური, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ უკვე საკმაო პერიოდია. პირადად მოვისმინე ეს საუბარი. საუბარი იყო ძალიან უცნაური. იგი იყო ძალიან აღელვებული, ცრემლებამდე აღელვებული ისტერიულად მოითხოვდა ანასგან, რომ მათი შვილისთვის, გიორგისთვის კარგად მოევლო, კარგად ეპატრონა, რაც უცნაური იყო მისი მხრიდან.
ფხიზელ მდგომარეობაში მყოფს ნამდვილად არ ჰგავდა. არ პასუხობდა ანას შეკითხვებს. არაფერი უხსნებია საკუთარი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საუბრის ბოლოს გამოემშვიდობა ანას, ეს არ იყო ჩვეულებრივი დამშვიდობება, ეს იყო გამომშვიდობება, თითქოს, მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან მინიშნება მოგვცა, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ შუადღეზე განზრახული ჰქონდა საქართველოს დატოვება. ჩვენი ინფორმაციით, მის მიერ ავიაბილეთების შეძენა დროში მნიშვნელოვნად უსწრებს დედამისის ცუდად გახდომის პერიოდს ”- განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ადვოკატის განმარტებით, ამის მიზეზი დავითის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას.
“დავით ბაგრატიონი არ დაუშვებს, ამდაგვარი სცენა იხილოს საქართველომ, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ადის ქალაქის სამმართველოს კიბეებზე და აძლევს პოლიციას ჩვენებას, ეს არის შეურაცხმყოფელი, ეს არის დამამცირებელი მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის”-განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.