„ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ საერთო კანდიდატი შუალედურ არჩევნებეში შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილი ერთდროულად უსუსური და ცინიკური იყო.
შავგულიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ საზოგადოების ურთიერთდაპირისპირება, ადამიანების ურთიერთმტრობა, სიძულვილის და ამ მტრული ატმოსფგეროს მართვაა, რასაც საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
Category: არქივი
-
უსუსური და ცინიკური – შალვა შავგულიძე ივანიშვილის წერილზე
-
რა SMS მიწერა პროტოკოლის სამსახურმა პრეზიდენტის დაცვას
9 აპრილის მემორიალთან მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ “რუსთავი2”-ს ფოტო მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორ უგზავნის მოკლეტექტურ შეტყობინებას, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური, დაცვის სამსახურს. მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მიზანი სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირიდან იმ მომენტში პრეზიდენტის გაყვანის გეგმა იყო, რაც ზურაბიშვილს არასასურველ შეხვედრას აარიდებდა.
“მაჩალიკაშვილი დგას ჩვენს მანქანასთან, სხვა მხრიდან ხომ არ გავიყვანოთ”-ვკითხულობთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
სწორედ ამ მოკლეტექსტური შეტყობინების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც ჟურნალისტებისთვის გააკეთა კომენტარი და არც იმ ადამიანებს გასაუბრებია,რომლებიც მასთან კომუნიკაციას ითხოვდნენ.
პრეზიდენტთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.პრეზიდენტთან მიახლოებას ცდილობდა, ქალბატონი, რომელიც შვილის ავადმყოფობის გამო დახმარებას ითხოვდა, ასევე მასთან კომუნიკაცია სცადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ
მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტმა თვალი მოარიდა.“მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს”-განაცხადა “რუსთავი-2″თან მაჩალიკაშვილმა.

-
“9 აპრილს გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა“–აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა.
“9 აპრილს ჩემთვის დიდი პატივია მოვინახულო თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც წარმოჩენილია ქვეყანაში მომხდარი ისტორიული მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც დიდი ტანჯვა გამოიარეს და ქვეყნისათვის თავი გაწირეს. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის იმ ნაწილმა, რომელიც ეძღვნება 1989 წლის აპრილის მოვლენებს, რაც მე კარგად მახსოვს, რადგან იმ პერიოდში მოსკოვში, ამერიკის საელჩოში ვმსახურობდი. ის, რაც ამ მუზეუმშია წარმოდგენილი, ასახავს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რა დროსაც გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა, ტრაგედიასთან გამკლავებისა და ჩაგვრიდან თავის დაღწევის უნარი – რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შექმნის პირველი დღეებიდან, ადრეული1920-იანი წლებიდან გამეფდა.
რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება რუსეთთან სირთულეები სხვადასხვა ფორმით: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ზეწოლა მთავრობასა და პოლიტიკურ სისტემაზე, დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა და სხვა პრობლემები. ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებისათვის.
მე ვურჩევ ყველა ქართველს, მოინახულოს ეს მუზეუმი, რათა უფრო მეტი შეიტყოს საკუთარი ისტორიის შესახებ. ასევე ვურჩევ ამერიკელებსაც, მოინახულონ მუზეუმი, რათა გაიგონ, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა და რატომ არის მისთვის ამერიკული ღირებულებები ესოდენ მნიშვნელოვანი. “- აცხადებს როს უილსონი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში.
-
“ჩვენთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი”-ლიეტუვის საელჩო
საქართველოში ლიეტუვის საელჩო 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით,სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ქვეყნისთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი.
“30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი – სამწუხაროდ ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა – 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე. ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვენლოვანია ერთი რამ – მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას ” -ნათქვამია ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.საელჩოს წარმომადგენლები დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. გუნდმა “ვილნიუსმა” 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ძველი ლიეტუვური საომარი სიმღერის შესრულებით მიაგო პატივი.
-
დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდება
დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ხელის მტევნებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. მამაკაცმა სხეულის დაზიანება დიღმის მასივში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს მიიღო.
-
ტარიელ ონიანი რუსული ციხიდან გათავისუფლდა. შესაძლოა საქართველოში მისი დეპორტაცია მოხდეს
რუსული მედიის ცნობით კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ტარიელ მულუხოვმა (ონიანმა) მეტსახელად ტარო საგანგებო რეჟიმის კოლონია დატოვა, სადაც ბიზნესმენის მოტაცების ბრალდებით 10 წელი გაატარა. ტარო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან კანონიერ ქურდად ითვლება.
გამოძიების ვერსიით ტარიელ ონიანმა და მისმა თანამზრახველებმა ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ჯონი მინაძე დაიჭირეს, მოსკოვში სმოლენსკის მოედანზე ერთ–ერთ რესტორანში მიიყვანეს და ბეისბოლის ჯოხით სასტიკად სცემეს. ეს 2009 წლის მარტში მოხდა.
გამოძიების ვერსიით ტარიელ ონიანი მსხვერპლის ნათესავებს 500 000 დოლარს სთხოვდა. გამოსასყიდის მოლოდინში კი მინაძე ბინაში ჰყავდათ გამოკეტილი. თანხის ნახევრის გადახდის შემდეგ გატაცებული გაათავისუფლეს. მან პოლიციას მიმართა, ონიანი და მისი თანამზრახველები კი დაიჭირეს.2010 წელს ტარიელ ონიანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელის ვადის 2 თვით შემცირებას მიაღწია. თავიდან სასჯელს ელეცკის კოლონიაში იხდიდა, შემდეგ კი “შავი დელფინის“ კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეა და სადაც სასჯელს ძირითადად სამუდამო პატიმრობა მისჯილები იხდიან. კოლონიაში ონიანი რეჟიმს მუდმივად არღვევდა. მის ანგარიშზეა 253 დარღვევა–დანაშაული, რის გამოც არაერთხელ გადაიყვანეს ე.წ. შიზოში და კარცერში.
ქართველი “ნათლიმამა“
ტარიელ ონიანი 1952 წელს ტყიბულში დაიბადა. მამამისი შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაიღუპა, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. პირველი პატიმრობა 17 წლის ასაკში მიუსაჯეს შეიარაღებული ძარცვისთვის, შემდეგ იყო ნასამართლეობები ქურდობის, დარბევისა და გამოძალვისთვის. ამასობაში კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტი მოიპოვა და გავლენიანი ქუთაისური დაჯგუფების ლიდერი გახდა.1980–იანი წლებიდან ტარიელ ონიანი მოსკოვში დაფძნდა. ექსპერტების განცხადებით ის მკაცრად აკონტროლებდა დაჯგუფების წევრებს და სრულ მორჩილებას ითხოვდა. 1990–იანებში საფრანგეთში გადავიდა, შემდეგ ესპანეთში და ქუთაისურ დაჯგუფებას დისტანციურად აკონტროლებდა. ევროპაში ადგილობრივი ძალოვანების აზრით დანაშაულებრივი ფულის გათეთრების ბიზნესის ორგანიზება მოახერხა.
2005 წლის ივნისში ესპანურმა სპეცსამსახურებმა მაშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭირეს ე.წ. რუსული მაფიიდან. ზოგიერთი მოგვიანებით გაუშვეს, დანარჩენებს კი ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნაში. მაშინ მედია აცხადებდა, რომ სპეცოპერაციის მთავარი მიზანი სწრედ ტარიელ ონიანი იყო. თუმცა მან მოახერხა ესპანურ სასამართლოს დასხლტომოდა და რუსეთში დაბრუნდა.
კრიმინალური ომები2006 წელს ონიანი ერთდროულად ორ დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს დაუპირისპირდა: ვიაჩესლავ ივანკოვს, მეტსახელად იაპონჩიკს და ასლან უსოიანს, მეტსახელად ძედ ჰასანს. შედეგად ორივე მოკლეს: იაპონჩიკი 2009 წელს, ძედ ჰასანი კი 2013 წელს. ონიანი დანაშაულის ერთ–ერთ შესაძლო შემკვეთად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალური ბრალდებები მისთვის არ წაუყენებიათ. თავად ტარო კატეგორიულად უარყოფდა ამ მკვლელობებთან მის კავშირს.
2008 წლის ივლისში ძალოვანებმა ერთ–ერთი ყველაზე მაშტაბური ქურდული შეკრება ჩაშალეს. კანონიერი ქურდები ერთ–ერთ ხომალდზე იკრიბებოდნენ, როცა ბორტზე სპეცრაზმი და პოლიცია მივიდა. სულ ადგილზე 37 კანონიერი ქურდი იყო. მათ შორის ტარიელ ონიანი.რუსეთის შსს–ს ოფიციალური ვერსიით შეკრების მიზანი დაძაბული საქმის გარჩევა და კონფლიქტის მოგვარება იყო ძედ ჰასანსა და შაქრო მალადოის შორის. შაქროს დაკავების შემდეგ მისი აქტივების მართვა ძედ ჰასანის სანდო პირმა, ლაშა შუშანაშვილმა დაიწყო, რაც ტარიელ ონიანს არ მოეწონა და კლანებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო. კონფლიქტი 2009 წელს ტარიელ ონიანის დაკავების შემდეგ დასრულდა.ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ტარიელ ონიანს დეპორტაცია ემუქრება. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ის არის პიროვნება მოქალაქეობის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში მისი ყოფნა არასასურველად ცნო. დეპორტაციის ერთ–ერთი სავარაუდო მიმართულება ესპანეთია. იქ ტარიელ ონიანს უკვე ელოდებიან რათა ბრალი წაუყენონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და თანხების უკანონო ლეგალიზაციაში. მეორე ვარიანტი რუსული მედიის მიხედვით ცალმხრივი ბილეთია საქართველოსკენ. თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წლიდან კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერთა წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და შესაძლოა კრიმიანლური ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დააპატიმრონ, თუ სასამართლოში დანაშაულებრივ იერარქიაში მის მაღალ სტატუსს დამტკიცდება. -
სანდრა რულოვსმა ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
სანდრა რულოვსი ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„არა მარტო გლოვის და ხსენების დღეა, ასევე არის გამარჯვების დღე და თავისუფლების დღე, სიმტკიცის დღე და ჩენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება,“ – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.
მემორიალთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათი თქმით, დღეს საფრთხის ქვეშაა სწორედ ის იდეალები, რასაც 30 წლის წინ 21 ადამიანი შეეწირა.
„ერთდროულად ეს იყო ჩვენთვის დიდი ტკივილის დღე, რომელიც მოგვაყენა იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ჯერ კიდევ მაშინ დაშლილი არ იყო იმ მსხვერპლით, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო, მაგრამ ამავდროულად ჩვენ პრაქტიკულად მყისიერად ვიგრძენით, რომ ქართველი ერი გაიზარდა, თავისუფლებამდე მივიდა სამწუხაროდ აი ამ მსხვერპლით,“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე.
-
ირაკლი კობახიძე კატარის ემირს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დოჰაში ვიზიტით კატარის ემირს, შეიხ თემიმ იბნ ჰამედ ალ თანის შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.
ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.
-
დამატებით 23 ათასი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს
მაისის თვიდან დამატებით 23 000 ვეტერანი 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ისარგებლებს-ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გასულ თვეში მიიღო.
ცვლილებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომლის განცხადებითაც მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება 22-ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით. სუბსიდია ვეტერანთა გარკვეული ჯგუფისთვის შეჩერებული იყო, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით.
“2015 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აღწერდა კონკრეტულ პრობლემას და გასცემდა რეკომენდაციას შესულიყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებაში, რათა გათანაბრებულიყო საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლებოდა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს, როგორც ეს იყო განსაზღვრული ამავე დადგენილებით, 2012 წლის 1 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით.
„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე 2018 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შეტანილი იქნა აღნიშნული რეკომენდაცია, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება დროულად აისახება შესაბამის ნორმატიულ აქტში და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას ყველა ვეტერანი შეძლებს დისკრიმინაციის გარეშე.”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
-
9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა
9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მივიდა. ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე დაიჭრა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.