Category: არქივი

  • სალომე ზურაბიშვილი არის მოგზაური- ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს

    პრეზიდენტი, რომელიც ხალხს გაურბის და აცდენილია რეალობას, არ იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას – ასე აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ქმედებებს.
    სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა. პოლიტიკოსთა ნაწილი არაადეკვატურად და სამარცხვინოდ მიიჩნევს სასახლეში მის გამოსვლას, ზურაბიშვილს 9 აპრილს მოკლული თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი ვერ ამოიკითხა.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ხალხს გაურბის. ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამარცხვინო იყო პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული მიღებაც.“ეს ადამიანი მართლაც სამ თვეში ერთხელ ჩნდება კამერის წინ და ჯობია მაშინაც არ გამოჩნდეს,“ -ამბობს  უდუმაშვილი.„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე კი ფიქრობს, რომ  სალომე ზურაბიშვილს ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს და ის ვერც თავის სტატუსსა და თანამდებობას ეკიდება პასუხისმგებლობით.

    „სალომე ზურაბიშვილი არც ეკიდება რანგს პასუხისმგებლობით და ვერც მოეკიდება, მას არ აქვს ამის შესაფერის არც კომპეტენცია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მანდატი,“- ამბობს კახიძე.

    დავით ჭიჭინაძე, ქვეყნის მთავარსარდალს მოგზაურს უწოდებს, რომელიც შეფასებას საერთოდ არ იმსახურებს. „მისი საქმიანობა მოღვაწეობასაც ვერ დავარქმევ შეფასებას არ იმსახურებს. შეფასება რაღაც ნიშანს ქვემოთაა. ეს ადამიანი ალბათ, უფრო მოგზაურის როლშია. ეს ადამიანი არაადეკვატურია, ჩვენ არ ვიცით რაც არის?“ -ამბობს ჭიჭინაძე.

  • თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა

    თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოპედის და ჯიპის ტიპის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა.

    არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ცნობით,დაშავებულს გამოკვლევები ჩაუტარდა, მას  დაზიანებები   თავის არეშიაქვს მიღებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • მამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

    დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

    პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება.

    ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია სხვა შეხვედრები.

    „მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.

    ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

    საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან“, – აღნიშნულია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის აღქმა“ –ივანიშვილი საზოგადოების “გამოთაყვანებისგან“ დაცვას აპირებს

    ქართული ოცნების ლიდერმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან და დაპირებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. რა იგულისხმებოდა, როცა ივანიშვილმა ქვეყნის მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად ერთი წელი ითხოვა, ოცნების ლიდერი პასუხობს:

    “მე მხედველობაში მქონდა ის რომ გუნდი გაუმართავი იყო, ვერტიკალი იყო სუსტი ძალიან. ნახეთ რომ ბევრი დრო დავხარჯე. განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლეობასთან. ვფიქრობ რომ პრინციპულად სიტუაცია შეიცვალა. მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავრობა სწორი შერჩეულია, კარგი შერჩეულია. ეფექტურია.
    საზოგადოება მქონდა ყველაზე მეტად მხედველობაში როცა ამას ვაცხადებდი, რომ ჩვენ მათთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა. ამას აქვს ობიექტური მიზეზები.
    ეს გახლავთ ის, რომ უკვე მეშვიდე წელი მიდის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის. გაჭირვებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეღავათი ნახეს, რა თქმა უნდა სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილებიც მეტი გაჩნდა და ასე შემდგომ, მაგრამ პრინციპული გარდატეხა და მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ევროპაში გადიან და რიგი დგას განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეობაზე, ამ ფონზე ჩვენი მცდელობის და მიღწევების შეფასება მათ უჭირსთ. ხედავენ, 5 პროცენტით გაიზარდა თუ 4 % –ით გაიზარდა, რომ რეგიონში ლიდერი ხარ, თუ არ ხარ ამას ვეღარ აფასებენ…
    თუმცა დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ბევრმა ფენამ. ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამებიდან, კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს.და მუდმივად უნდა იყოს უკეთესობა და ტენდენცია აქეთ არის, მაგრამ ამ ტენდენციის დანახვა იმ ფონზე, როდესაც გვყავს ისეთი ოპონენტი, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდამ, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. გუნდში რამდენჯერმე გვქონდა ამაზე საუბარი.
    ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ინგლისური კომპანიით და როგორ გითხრათ… ნიჰილიზმი. მე სასოწარკვეთილებას ვხმარობ ხშირად. აქვს ამას ობიექტური ნაწილი, ვთქვათ, ობიექტური აღქმა, სუბიექტური ის, რომ ოპონენტები რას შვრებიან და შედეგი ესაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება უნდა დავაბრუნოთ პირველ რიგში რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის აღქმა და განცდა მისი.
    მე შედარებას გავაკეთებდი, რომ ბედნიერების ინდექსი და რაღაც გამოიყოფა, ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში არის უკეთესი და ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოში, საფრანგეთში არის ჩვენზე უარესი.
    ამ ფონზე ძალიან ბევრს ვაკეთებთ.
    მთავარი არ არის ის, რაც იოლად მიღწევადია ვთქვათ 2020 წლის არჩევნებზე და მე ვფიქრობ რომ ეს არ არის გადამწყვეტი. მე ვფიქრობ, რომ ის როგორც დავიწყეთ, როგორც ვაკეთებთ და რაც გავიარეთ ხუთი თვე და რა მობილიზაციაც არის გუნდში, წლის ბოლომდე და 20 წლის არჩევნებისთვის, ქართულ ოცნებას ჩემი აზრით არანაირი ხიფათი არ აქვს არჩევნებში გამარჯვებაში.
    მაგრამ ეს არაა მთავარი, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს და მოიგოს არჩევნები. პრობლემა არის უფრო მძიმე და მაშტაბური. საზოგადოებას და საზოგადოება საიდანაც ღებულობს, ძირითადი წყარო აღქმულობის საიდანაც მოდის, ჩვენი მედია სივრცე, თუ იმას ანალიზს გავუკეთებთ, რამდენიმე ბოლო დღე ჩვენ ბჭობა გვქონდა ამაზე გუნდში, იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა უკვე ჩვეულებრივ პრაქტიკად გახდა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის ეს მდარე სერიალები, მდარე გადაცემები, ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე განგაში ავტეხოთ.
    რაც მოდის და მოედინება რუსთავი ორიდან ის ენით აღუწერელია.
    აქედან გამომდინარე ის პრობლემა რაც დგას, არის უფრო გლობალური ვიდრე ქარათული ოცნების არჩევნები და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. ეს არაა მთავარი.არის უფრო მთავარი ღირებულება, რომ საზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით.ის რაც ხდება და ანალიზი გავაკეთოთ დღეს, თუ ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდა,თუ ასე წავიდა შეიძლება სხვა საზოგადოება მივიღოთ, რაღაც გამოთაყვანებული ან რაღაც, ბოდიშის მოხდით.
    შესაბამისად, ჩვენ ჩვენის მხრივ რასაც ვცდილობთ და რასაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს. უნდა დაიწყოს ფილმების, სერიალების გადაღება.ამ მდარე სერიალწებით მივდივართ იქ, რომ ჩვენ საზოგადოება შეიძლება დავკარგოთ მთლიანად და არა არჩევნები.
    შესაბამისად, მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს. ქართუ ფონდიც მიიღებს მონაწილეობას დაფინანსებაში. ჩვენ უნდა ჩვენი ისტორია ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს.“– ამბობს ივანიშვილი.
    რაც შეეხება უმუშევრობას და ეკონომიკის მძიმე ვითარებას ივანიშვილი ქართული ოცნების ბრალეულობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ის და მისი გუნდი “რეალობიდან მაქსიმუმს აკეთებენ“, თუმცა ევროპული ეკონომიკისგან ძალიან შორს ვიყავით და ამ დისბალანსის და სიღარიბის მოკლე დროში დაძლევა შეუძლებელია. ივანიშვილი ამბობს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემო აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის.
    “ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ზოგს ხელები ექავება და უნდათ ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, არა მხოლოდ ნაცებმა. არ გამოვა ეს, სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა რომ ეკონომიკა განვითარდეს “ – ამბობს ქართული ოცნების ლიდერი.
  • “წასვლა უნდოდათ და საბაბს ეძებდნენ“– ივანიშვილი ოცნებიდან წასულებზე

    ტელეკომპანია იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა წასულ თანაგუნდელებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ გუნდში იყო დაბნეულობა და ემოციურობა, რომლის მართვასაც ბოლო თვეებია ცდილობს და რისთვისაც მრავალჯერადი და ხანგრძლივი შეხვედრები დასჭირდა, თუმცა შედეგი მიიღო.
    ივანიშვილი ამბობს, რომ ვინც გუნდიდან წავიდა, ისინი ცდილობდნენ მთელი გუნდი რაღაც ფასეულობებში დაერწმუნებინათ. ივანიშვილი ამბობს, რომ ასეთი სამი ადამიანი იყო და მეოთხე, ანუ ზვიად კვაჭანტირაძე  მათ მოგვიანებით დაემატა. ის არც პოლემიკებში მონაწილეობდა და ივანიშვილისთვის გაუგებარია რატომ შეუერთდა ამ გუნდს.
    “როცა ადამიანს არ აქვს კარგი საფუძველი და გამოკვეთილი მიზეზი, რომ გუნდი დატოვოს მას გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. მე გზას დავულოცავ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ვერ დაასაბუთეს წასვლის მიზეზი.
    დაასახელეს მოსამართლეების არჩევის წესი
    მე მახსოვს რომ პარლამენტში ერთ დღეს მომიწია ორ ჯგუფთან შეხვედრა. ემოციურობა ძალიან დიდი იყო. მოგვიწია პოლემიკა.
    სამეული ძალიან დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ორი თუ სამი დღის პოლემიკის შემდგომ მთელი გუნდი დარწმუნდა რომ ეს სია საჩქაროდ არ უნდა განხილულიყო. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და თქვა. მერე მოსამართლეებმა გაიწვიეს უკან თავისი სია. ეს სამეული დაჟინებით აცხადებდა ღია კარის მტვრევას. “– ამბობს ივანიშვილი.
    ივანიშვილი თვლის, რომ გუნდიდან წასულ ოთხეულს წასვლა უნდოდა და საბაბს ეძებდნენ. ივანიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მათი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის და “მათთან დაახლოებული“ არასამთავრობოების პოზიციებს ემთხვევა და მათთან “უნისონში მოქმედებენ“. ის თვლის, რომ გუნდიდან წასულები ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამენ წყალს და მათ თამაშს თამაშობენ. ივანიშვილი თვლის, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ და არასამთავრობოებმა ხმაური მას შემდეგ ატეხეს, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოზე გავლენა დაკარგა.
  • წყნეთში შვილმა მამა მოკლა

    წყნეთში შვილმა მამა მოკლა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

    მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • ოკუპირებულ ოტობაიაში გარდაცვლილი, ახლობლების ნაწილმა ისევ შორიდან დაიტირა

    ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცი,  ახლობლების ნაწილმა ზუგდიდის სოფელ ოტობაიადან დაიტირა, თუმცა ამჯერად სოფლების დამაკავშირებელ ხიდთან ცხედარი არ გააჩერეს- ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “ათინათი” ავრცელებს. 

    როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ხიდზე მიცვალებულის დასვენების უფლებას რუსი სამხედროები აღარ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღარ აძლევენ.

    „რუსები რაც დადგნენ ე.წ. საზღვართან, მას შემდეგ გაჭირდა ძალიან, აფხაზები რომ იყვნენ, გადავდიოდით კიდეც. შვიდი წელია არ ვყოფილვარ სახლში“, -აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი, რომლის სახლიც გამოღმა ნაპირიდან ჩანს.  ახლობლები სახლიდან მიცვალებულის გამოსვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

  • “არავის არ ვაგინებ”-გურამ პეტრიაშვილი პრეზიდენტის ტრიბუნასთან აიჭრა

    ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი გურამ პეტრიაშვილი, მოულოდნელად ტრიბუნასთან აღმოჩნდა და მოითხოვა, სალომე ზურაბიშვილი მისულიყო.

    „არავის არ ვაგინებ, უფლება მაქვს, ქალბატონ სალომეს მოვთხოვო, მომისმინოს, დაუძახეთ, სად არის ის ქალბატონი. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და სხვებმა გვითხრან, რა ხელფასები აქვთ და ეს ხელფასები შეადარონ პენსიონერების პენსიას“ – განაცხადა გურამ პეტრიაშვილმა. 

  • “ტექსტის კითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა“– ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტის შეცდომას განმარტავს

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია  დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

    ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ჭოველიძის გვარი გამორჩა.

    „მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურად იყო გამორჩენილი არა სიაში, არამედ როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს ეს არის თამარ ჭოველიძე”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

    1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მისი შვილის გვარი 9 აპრილს  დაღუპულ გმირებში არ დაასახელა.

  • სალომე ზურაბიშვილისთვის იმის თქმა მსურდა, რაც მინდა მთელ ხელისუფლებას ვუთხრა – მაჩალიკაშვილი

    “მთელ ხელისუფლებას ეშინია ჩემი, ჩემი რცხვენიათ, ისე გაიქცა სალომე ზურაბიშვილი, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, პირდაპირ მანქანაში შევარდა” – ეს განცხადება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 9 რუსთაველის გამზირზე, აპრილის მემორიალთან მყოფ მთავრობის წევრებთან და პრეზიდენტთან გასაუბრება სცადა.