1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
Category: არქივი
-
9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა
9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას და ცხრა აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძის გვარი არ უხსენებია.როგორც თამარ ჭოველიძის მამა ამბობს, შეხვედრა სწორედ იმის გამო დატოვა, რომ პრეზიდენტმა მისი შვილის არც გახსენებია.„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დაგვიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენეს, რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა,“ – უთხრა ჭოველიძის მამამ რუსთავი2–ის ჟურნალისტს ავლაბრის სასახლის დატოვებისას.16 წლის თამარ ჭოველიძე 2009 წლის 9 აპრილის ღამეს დაიღუპა.თავად პრეზიდენტმა მიღება ისე დატოვა, რომ ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. -
ტარიელ ონიანი ციხიდან გამოსვლისთანავე ისევ დააკავეს
რუსეთის ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლოდან დღეს გათავისუფლებული კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გამოსვლისთანავე დააკავეს. ამის შესახებ მედიას სოლ-ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ლინიზეც შევჩიკმა განუცხადა.
ტარიელ ონიანს ამჯერად 40 დღე მოუწევს ციხეში ყოფნა.
“ის პირდაპირ კოლონიის კართან აიყვანეს. რაიონული პროკურორის შუამდგომლობით, სასამართლომ მას 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეში 19 მაისამდე დარჩება” – განაცხადა შევჩიკმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ონიანი, გათავისუფლების შემდეგ, რუსეთიდან უნდა დაედეპორტებინათ. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ის არის პიროვნება მოქალაქეობის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში მისი ყოფნა არასასურველად ცნო. დეპორტაციის ერთ–ერთი სავარაუდო მიმართულება ესპანეთია. იქ ტარიელ ონიანს უკვე ელოდებიან რათა ბრალი წაუყენონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და თანხების უკანონო ლეგალიზაციაში. მეორე ვარიანტი რუსული მედიის მიხედვით ცალმხრივი ბილეთია საქართველოსკენ. თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წლიდან კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერთა წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და შესაძლოა კრიმიანლური ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დააპატიმრონ, თუ სასამართლოში დანაშაულებრივ იერარქიაში მის მაღალ სტატუსს დამტკიცდება.
-
შსს-მ ნატოში მეკავშირე ოფიცრად ნიკოლოზ ქავთარაძე მიავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოს შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. დღეს, ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატომ ოფიციალურად დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატოს შტაბ-ბინასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა.
-
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა 9 აპრილთან დაკავშირებით
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით საზოგადოებას სახელმწიფო ცერემონიების სასახლიდან მიმართა. მიღება 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის ყოფილ ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულმა პრეზიდენტმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
-
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
საქართველოს ნაკრების ძალოსანმა, თათია ლორთქიფანიძემ მისი საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვის მიზეზებზე პირად მწვრთნელთან და მამასთან ერთად კვირას პრესსკლუბში ისაუბრა.
სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც ამტკიცებენ, რომ ის არაერთხელ გახდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი.
თათია ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ მას ფეხმძიმობა დააბრალა.
„იყო ტრენერის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ. ორსულობის თემა დამაბრალა, რაც ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო. გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი და ამისათვის ხერხს მივმართე, რომ მშობელი ჩამერია. რა თქმა უნდა, ტრენერისთვისაც უნდა მეთქვა და ამავდროულად ბატონმა კახი კახიაშვილმა ხელწერილი დააწერინა გელას, რომ ვალდებული იყო, თვითონ ჩარეულიყო ამ საქმეში,“ – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
ძალოსნის მამისა და უფლებადამცველის დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ამ საქმის შესწავლა დაიწყო.
“შეურაცხყოფის ფაქტებს, რომელსაც უხვად ჰქონდა ადგილი თემურ ჯანჯღავას მხრიდან თათია ლორთქიფანიძის მისამართით, იქნებოდა ეს აგრესიის გამოვლინება მის მიმართ, ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც, ალბათ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის და რასთან დაკავშირებითაც ფორმალურადაც კი, კახი კახიაშვილს არ გაუტარებია არანაირი ზომები,“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
„როდესაც არჩევნები ჩატარდა, გია ასანიძის და მაჭავარიანს შორის, მე მივეცი მაჭავარიანს ხმა, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ეს და იმის მერე არის ეს დაძაბულობა. მე დოპინგი არასდროს არ მიმიცია თათიასთვის. მე მოვითხოვ, ხვალ გასინჯონ, ვითომ შეჯიბრზე გამოვიდა და დავამტკიცებ, რომ თათია სუფთაა,“ – განაცხადა ლორთქიფანიძის პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა.
-
ქუთაისში რკინიგზის სადგურთან ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით,სავარაუდოდ, ცხედარი დიდი ხნის არის.
“ცხედარი რამდენიმე თვის გარდაცვლილი მაინც იქნება, რადგან ძვლებია დარჩენილი,”– აცხადებს თვითმხილველი.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომლის მიხედვითაც დადგინდება გარდაცვლილის ვინაობა და გარდაცვალების მიზეზები.
-
“მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს”-დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანას ორი საპრეზიდენტო სასახლე აქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს. ბაქრაძე ფიქრობს, რომ აქედან ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია.
„ეს არის თავმოუბმელობისა და მავნებლობის ტიპური მაგალითი „ქართული ოცნებიდან“. წლების განმავლობაში იყო საუბარი, თურმე პრეზიდენტის რეზიდენცია არის დიდი და მისი კომუნალური ხარჯები მაღალია. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია. თურმე, ამხელა შენობა და რეზიდენცია მხოლოდ იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ წელიწადში ერთხელ მიღება მოეწყოს.
ეს არის მაგალითი, როგორ მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“, სადაც გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის პირადი სურვილების მიხედვით მიიღება და შემდეგ ხდება თითქოსდა რაციონალური ფორმისა და ახსნა-განმარტების მოძებნა ამ გადაწყვეტილებების უკან. თუ არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ პრეზიდენტის სასახლე, თავი დაენებებინათ ფართის დათვლისთვის, კომუნალურების დაანგარიშებისთვის, რადგან დღეს იგივე თანხას, ოღონდ გაორმაგებულად იხდის სახელმწიფო.
პრეზიდენტი ყოფილიყო თავის რეზიდენციაში, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო სიმბოლო. ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად სახელმწიფო სიმბოლოც დააზიანა და მეორე მხრივ, დატოვა სასახლე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული რეზიდენციაა საქართველოში“, – განაცხადა ბაქრაძემ.
-
დაბა ლაითურში 20 ჰექტარი ტერიტორია იწვის
ოზურგეთში, დაბა ლაითურში შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ცეცხლი მიუდგომელ ფერდობებს უკიდია და ტერიტორია მისადგომად ძნელია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. -
რუსთაველის გამზირზე ხაბეიშვილს პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება არ მისცეს
9 აპრილის მემორიალთან მყოფ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვლთან ვერც პოლიტიკოსებმა შეძლეს მიახლოება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს შეკითხვა ჰქონდა, თუმცა მას პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა.