Category: არქივი

  • შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

    ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გაავრცელეს, რომელსაც უკვე უწოდეს სახელი “მონსტრი. კადრები  8-ტელესკოპიანი ქსელით გადაიღეს.

    როგორც ცნობილია,  შავი ხვრელი 3 მილიონჯერ აღემატება დედამიწის ზომას. მეცნიერები მას „მონსტრს“ უწოდებენ.

    შავი ხვრელი 500 მლნ ტრილიონი კილომეტრით არის დაშორებული ჩვენი პლანეტიდან.

    ჰოლანდიელი პროფესორი ჰაინო ფალკე BBC-სთან ამბობს, რომ შავი ხვრელი გალაქტიკა M87-ში აღმოაჩინეს.

    „რასაც ვხედავთ მთელი ჩვენი მზის სისტემის სიდიდეს აღემატება“.

    შავი ხვრელის მასა 6,5 მილიარდჯერ აღემატება  მზის მასას. „ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შავი ხვრელია, რაც კი არსებობს, ჩვენი აზრით ის  ყველაზე მძიმეწონიანი შავი ხვდრელია მთელ სამყაროში“. 

  • ჩვენ უნდა აგვერჩია არა სალომე, არამედ ავლიპ ზურაბიშვილი

    “ზურაბიშვილს არ ესმის რა ფუნქცია აკისრია” – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

    ექსპერტი გია ხუხაშვილი გუშინ, 9 აპრილს, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სკანდალებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა აბსურდში და კომედიურ დასკვნით ფაზაში იმყოფება.

    „სალომე ზურაბიშვილი არ უნდა აგვერჩია, უნდა აგვერჩია ავლიპ ზურაბიშვილი. პრეზიდენტი საკუთარ კომფორტშია და ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა. არ ესმის, რა ფუნქცია აკისრია, რას ნიშნავს თანაგრძნობა, განცდა. ფინალს ვუყურებთ უკვე, რასაც ვუყურებთ“ – აცხადებს გია ხუხაშვილი

  • ბახტაძემ ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტი უარყო-მწვავე კითხვები ევროსაბჭოში

    “600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას არანაირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან”, -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში დასმულ მწვავე შეკითხვებს უპასუხა.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის შეკითხვა  არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვას ეხებოდა, რომელიც ამომრჩევლის  შესაძლო  მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.

    მამუკა ბახტაძემ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი უარყო და მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

    „არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

  • თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

    თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

    განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

    ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

    „Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდების და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ასევე წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას. „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.

    ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:

    „Payme“-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოვების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილინამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. „Payme“-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და „Payme“-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, „Payme“-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.“

    როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩი, Payme-ის მმართველი დამფუძნებელი:

    „მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება გააჩნია უზბეკეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს და მომსახურებებს.“

    ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.

  • ბახტაძეს ევროსაბჭოში 17 მაისის აქციაზე ჰკითხეს

    სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას,  მამუკა ბახტაძეს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა სექსუალური უმცირესობის უფლებებს ეხებოდა.

    კითხვის ავტორმა შეახსენა პრემიერს 2018 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქცია, რომლის ჩაშლის მიზეზი  მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფებისგან მუქარა გახდა.პოლიციამ კი  ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეების   უსაფრთხოება. ბახტაძეს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ლგბტქ თემმა  წელს თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი  უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ.

    “როგორც მოგეხსენებათ, 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომელიც თქვენ ახსენეთ – ეს არის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყენაში არსებობენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითაა დაცული.

    ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ჩვენ ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავაძლიერებთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ჩემს უმთავრეს არგუმენტს – კანონმდებლობას. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით და თუ კიდევ არსებობს მიმართულებები, სადაც ჩვენი კანონმდებლობა უნდა გაძლიერდეს – ჩვენ, ცხადია, ამის პოლიტიკური ნება გვექნება. ჩვენი კანონმდებლობის უკანასკნელი ცვლილებები მყარი გარანტიაა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული,” – უპასუხა ბახტაძემ.

  • “გაბოროტებულია, თავდაყირა ლოგიკას ავითარებს“-გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

    „საკმაოდ უხარისხო მცდელობა, ისტორია საკუთარ ინტერესებზე მოირგო“ – ასე აფასებეს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. ექსპერტის განმარტებით, ივანიშვილი წინააღმდეგობრივ ლოგიკას ავითარებს, როცა ამბობს, რომ სააკაშვილი იყო დიდი საშინელება, მაგრამ თვითონ იცავს სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ სისტემას. „პარადოქსული ლოგიკაა, ურთიერთგამომრიცხავი. თურმე, სააკაშვილს ჰყავდა აი ამ ტკბილი და მურაბა ხალხში ჩანერგილი შალვა შავგულიძე. თავდაყირა ლოგიკას ავითარებს და თვითონ მოდის წინააღმდეგიბაში. თანაგრძნობის განცხდას იწვევს ჩემში, რანაირად შეიძლება ასეთ ადამიანზე გაბრაზდე“- ამბობს გია ხუხაშვილი. მისივე განცხადებით, პოლიტიკურად მოხუცებული რომ  ღრმა ბვაშვობაში ვარდება, ამ მდგომარეობაშია ივანიშვილი. „ვფიქრობ, მისი ინტერვიუები მომავლაში უნდა გავუშვათ კომენტარების გარეშე, ვიღაცა გაიცინებს, ვიღაცა იტირებს“- აცხადებს ექსპერტი. მისივე აზრით, დღეს ივანიშვილისთვის ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, რადგან სწორედ ძალაუფლება გახდა მისთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ეს აგდებს დეპრესიაში და დეპრესიას მოსდევს მერე საკუთარი სამყაროს ფორმირება, ცდლობს ამ სამყაროში შეიტყუოს საზოგადოება“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.
  • “ივანიშვილი გაბრაზებულია, იმიტომ რომ ვერ გაგვაჩუმა”-ეკა ბესელია

    “ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა” – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას  გააკეთა.

    „გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმა და ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმიტომ, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო და უკაცრავად, მაგრამ როცა საქმე ამ ქვეყნის მომავალს ეხება, იდეალებს ეხება, სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი და ვერავის გამო ვერ გავჩუმდები,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

  • “ივანიშვილმა მოძალადე ჯალათზე გააკეთა არჩევანი“ – ელენე ხოშტარია

    „ბიძინა ივანიშვილს ეშინია პრინციპული ადამიანის და პრინციპული გაერთიანების“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა „ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ საერთო კანდიდატი მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძე გააკრიტიკა და ბრალდებები წაუყენა. ელენე ხოშტარიას თქმით, ივანიშვილს აშინებს ერთიანი ბრძოლა მისი რეჟიმის წინააღმდეგ. „რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა, შავზე- თეთრიაო, შალვა შავგულიძე არის სამართლიანი ბრძოლის განსახიერება და მურუსიძე არის მოძალადე ჯალათი, ივანიშვილმა არჩევანი მოძალადე ჯალათზე გააკეთა“- აცხადებს ელენე ხოშტარია. მისივე თქმით, როგორც მურუსიძე დაამარცხა შავგულიძემ სტრასბურგში გირგვლიანის საქმეზე, ასევ დაამარცხებს ივანიშვილს მთაწმინდაზე.
  • საკალათბურთო სამყარო ორ ლეგენდას დაემშვიდობა – უეიდმა და ნოვიცკიმ კარიერა დაასრულეს

    გუშინდელი სათამაშო დღე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ძალიან საინტერესო და ემოციური გამოდგა. მაიამიში ადგილობრივი ”ჰიტი” ფილადელფიას მასპინძლობდა ხოლო დალასში დირკ ნოვიცკის ”მავერიქსი” ფენიქსს ხვდებოდა.

    მაიამის სუპერვარსკვლავის კარიერის ბოლო მატჩის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან მან რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო იქნებოდა. მას მატჩის დაწყებამდე კლუბმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის. ვიდეოში ნაჩვენები იყო მისი ყველა გამორჩეული მომენტი და მისი ურთიერთობა თანაგუნდელებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან.
    {{VIDEO}}

    უეიდმა ბოლო მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა: 34 წუთი, 30 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. მაიამიმ აღნიშნული მატჩი 23 ქულის სხვაობით 122-99 მოიგო.

    წარმოგიდგენთ მატჩის საუკეთესო მომენტებს:
    {{VIDEO}}

    რაც შეეხება დირკ ნოვიცკის, იგი ხუმრობით ხშირად ამბობდა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი არ იქნებოდა და კიდევ ერთი სეზონის ჩატარებას გეგმავდა. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, თამაშის დასრულების შემდეგ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა.
    {{VIDEO}}
    როგორც უეიდს, მასაც მიუძღვნა საკუთარმა გუნდმა ვიდეო, სადაც მისი კარიერის საუკეთესო მომენტები იყო ნაჩვენები და მადლობა გადაუხადეს ყელაფრისათვის. უეიდის მსგავსად კარგი მატჩი ქონდა გერმანელსაც, ნოვიცკის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. 

    დირკ ნოვიცკის უკანასკნელ მატჩს დაესწრნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ლარი ბერდი, შონ კემპი, ჩარლზ ბარკლი და სკოტი პიპენი. 

    ამ მატჩში ასევე გამოირჩა ფენიქსის ვეტერანი ჯამალ კროუფორდი, რომელიც ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო და ამ შედეგით მან ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. მატჩი დალასის გამარჯვებით დასრულდა 120-109. 

    წარმოგიდგენთ მატჩის საუკეთესო მომენტებს:
    {{VIDEO}}

  • “ჩემი ცოლის დაქალების ბაქარ ორჯონიკიძეში თავისი თავი ამოიცნო“-გუბაზ სანიკიძე ივანიშვილზე

    ჩემი ცოლის დაქალების ბაქარ ორჯონიკიძეში თავისი თავი თვითონ ამოიცნო, ჩვენ ხომ არ გვითვამს – ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრი, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
    „რამდენი ქართული სერიალი გადის დღეს. გადის ერთი – “ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც არის პერსონაჟი ბაქარ ორჯონოკიძე და როგორც ჩანს, თავის თავი ამოიცნო, ჩვენ ხომ არ დაგვიბრალებია ეს. ამითი არის უკმაყოფილო და მან ალტერნატივად გამოგვიცხადა, რომ ისტორიულ სერიალებს გადაიღებს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი და ვურჩევ ბატონ ბიძინას. მან უნდა გადაიღოს ისტორიული სერიალი სახელით – 301 ანუ სამასი არაგველი კი არა, არამედ სამას ერთი არაგველი იყო, უბრალოდ, ერთი მძიმედ დაიჭრა იქ და გადარჩა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. მეორე, ეს არის როგორც ჩანს, მარტვილის ციხე-კოშკში დავით აღმაშენებლის აღზრდაში გიორგი ჭყონდიდელი კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი გიორგი ჭყონდიდელის ფსევდონიმით,“ – განაცხადა სანიკიძემ.
    სანიკიძე ასევე პასუხობს ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც „ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილი თანაგუნდელები დ გააკრიტიკა.
    ივანიშვილმა რამდენიმე გვარი ჩამოთვალა, მათ შორის, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და გუბაზ სანიკიძე, რომლებიც მისი შეფასებით, ენმ-ის მხარს უჭერენ. ეს კი ივანიშვილის თქმით, აჩენს ეჭვს, რეალურად იყვნენ თუ არა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში.
    „შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?!“ – ამბობს ივანიშვილი.
    სანიკიძე ამბობს, რომ პირიქით, თავად ივანიშვილი უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ წავიდა ოპოზიციაში.
    გუბაზ სანიკიძის აზრით ივანიშვილი ხელისუფლების არჩევნების გზით დათმობას არ გეგმავს, რის გამოც ქუჩაში გამოსვლებს არ გამორიცხავს.
    “მინდა შევახსენო, რომ ის გადმოვიდა ჩვენკენ, ოპპოზიციაში, თორემ მანამდე სააკაშვილთან ერთად იყო და მისი ერთ-ერთი მთვარი დამფინანსებელი იყო. ჩვენ საქმე გვაქვს, ძალიან სამწუხაროდ, ფსიქიურ აშლილობასთან და მან სპეციალისტებს უნდა მიმართოს იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის სახიფათოა… ეს კაცი თავისი ხელისულფების შენარჩუნებისთვის ქვეყნის დამაქცევარი შეიძლება გახდეს. ამიტომ, პრობლემა უკვე არ არის ბიძინა ივანიშვილში, პრობლემა არის ჩვენში, ჩვენ რას ვაპირებთ, ყველანი დანარჩენი… საქმე გვაქვს ჩვენ ფსიქიურად აშლილ, გაბოროტებულ ადამიანთან, რომელმაც ომი გაუცხადა მთელ სამყაროს, მარტო ქართველ ხალხს არა. გუშინ მან დააფიქსირა, რომ ქართველი ხალხი თურმე უმადური არის, ანუ ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ნებისმიერ ფსიქიატრს ჰკითხეთ, ეს არის პარანოიის პირველი ნიშანი,” – ამბობს გუბაზ სანიკიძე.