Category: არქივი

  • კურიერმა ტარიელ ონიანი საქართველოს ამომრჩეველთა სიაში იპოვა

    კურიერმა გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი – ტარიელ ონიანი, ქართველ ამომრჩეველთა ერთიან სიაში იპოვა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით, ქუთაისელი ონიანი ახლა ბოლნისშია რეგისტრირებული – სოფელ რატევანში მე-15 ქუჩაზე ნომერ მე-3 სახლში.

    კურიერის მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, როდის აღიდგინა ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს მოქალაქეობა და, თუ არ აღიდგინა, როგორ მოხვდა მაშინ ის ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

    სერვისების განვითარების სააგენტოში კურიერს განუცხადეს, რომ ეს საკითხი პირად ინფორმაციას შეიცავდა და პასუხს ვერ გასცემდნენ.

    ტარიელ ონიანი რუსული ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს, რადგან რუსეთი მის ქვეყანაში დატოვებას არ აპირებს და დეპორტაციას გეგმავს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი დეპორტაცია. ერთ–ერთი ვერსიით მას ესპანეთში ან საქართველოში გაამგზავრებენ, თუმცა იმის გამო რომ ონიანი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, ეს უკანასკნელი ვერსია პრაქტიკულად გამოირიცხებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ონიანი ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული მას საქართველოს მოქალაქეობაც აღმოაჩნდეს. ესპანეთში ტარიელ ონიანს მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები და პატიმრობა ელის, რის გამოც მისთვის შესაძლოა საქართველოში დაბრუნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყოს.

    რუსული მედიის ინფორმაციით, 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ონიანის მიზანი გავლენის დაბრუნება და კრიმინალურ ტახტზე ასვლაა. რუსულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ტარიელ ონიანის თავისუფლება ბევრს შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. კრიმინალური სამყარო ხმაურიანი შეკრებებისა და გარჩევების მოლოდინშია. ყველამ იცის, რომ 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ონიანი ნომერ პირველი ქურდის ტიტულისთვის იბრძოლებს.

    ქუთაისური კლანის ლიდერის ციხიდან გამოსვლას ბევრი ხმაურიანი სტატია მიეძღვნა.

    სტატიებში დეტალურადაა განხილული, ვის და რისთვის მოსთხოვს ონიანი პასუხს. პირველი სამიზნეები ის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, ვინც მისი კრიმინალური სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა და 2010 წელს რუსეთის ციხეებში ონიანის სასიკვდილო განაჩენი დააგზავნა.

    ყველაზე მკაცრი ქურდული ვერდიქტი ონიანს მაშინ კრიმინალური სამყაროს ბოსის – ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე “იაპონჩიკის”, მკვლელობისთვის გამოუტანეს.

    ამ წერილს მაშინ 38 კანონიერი ქურდი აწერდა ხელს, რომელთა შორის წარმოშობით ქართველებიც იყვნენ.

    რუსული მედიის ინფორმაციით, ონიანი ხელმომწერებთან საქმის გარჩევას სათითაოდ არ დაიწყებს და ყველას ქურდულ შეკრებაზე ე.წ. “სხოდკაზე” მიიწვევს.

    ახალ მასშტაბურ კრიმინალურ ომს რუსი მიმომხილველები ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ელოდებიან, რადგან, მათი მტკიცებით, ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც რუსეთიდან აძევებენ, იქ ჩადის. მათ შორის არიან ტარიელ ონიანთან დაპირისპირებულებიც.

    ცოტა ხნის წინ მოსკოვში მასშტაბური სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში დააკავეს ქუთაისური კლანის წევრი – მერაბ გოგია, მეტსახელად “მელა”. კრიმინალურ სამყაროში ის დედ ხასანის მარჯვენა ხელად და მისი ქურდული საერთოს ე.წ. ობშიაკის მაყურებლად არის ცნობილი. გოგია ონიანთან დაპირისპირებულია და მის განაჩენზეც აქვს ხელი მოწერილი.

    სავარაუდოდ, სტამბოლში ჩავა კიდევ ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი – ასლან ქობულაძე. ბათუმის კლანის წარმომადგენელი რუსეთიდან 5 აპრილს გამოაძევეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ბილეთი დომოდედოვოს აეროპორტიდან ჯერ თბილისამდე, შემდეგ კი სტამბოლამდე ჰქონდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ქობულაძე ჰაერში გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

  • ლაშა ტალახაძის ახალი მსოფლიო რეკორდი და ტრიუმფი

    ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსანთა შორის. 109+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ტრიუმფით გაიმარჯვა. მან აკვრაში მეორე ცდაზე 260 კილოგრამი აწია, რაც 3 კილოგრამით მეტია წინა რეკორდზე. ორჭიდის ჯამში მან 478 კილორგამი აწია და ამით თავისივე მსოფლიოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

    ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ტრადიციულად ტურნირი მამაკაცთა შორის მძიმე წონის წარმომადგენლების გამოსვლით მთავრდება, სადაც გიორგი ასანიძეს ორი წარმომადგენელი ჰყავდა და მათ ექვსი მედლის აღება შეძლეს. ამასთან ერთად მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი გააუმჯობესა.

    ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (195, 201; 206) და ვერცხლის მედალი აიღო ირაკლი თურმანიძემ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა  ჯერ 227 კილოგრამი აკრა, შემდეგ 234 დაძლია, ბოლოს დამორჩილებული 241-ით კი ამ დისციპლინაში მესამე ორჭიდში  მეორე ადგილი დაიკავა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე დასრულებულ ევროპირველობაზე სულ 15 მედალი აქვს. მძიმეწონოსნებამდე ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. სამი მედალი კი ძმების ირაკლის და გოგა ჩხეიძეების ანგარიშზეა. პირველმა მათგანმა დღეს დილით 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცის ბრინჯაო აიღო, უფროს ძმას კი (67 კგ.) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ერგო

  • ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

    ეკა ბესელია  ახლო მომავალში  ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს ამის შესახებ მან “დაიცავი საქართველოს” შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 
    „საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე – იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. დაიცავი საქართველო დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • ოკუპირებულ ცხინვალშში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები სამხედრო წრთვნებს ატარებენ

    ოკუპირებულ ცხინვალშში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები სამხედრო წრთვნებს ატარებენ. ინფორმაციას  სააგენტო „რესი“ ავრცელებს. რუსი სამხედროები პოლიგონზე შეასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ჯავშანტექნიკის მართვა, სროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან. სწავლებაში ორი ათასზე მეტი სამხედრო, 500-მდე ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობს. სწავლებაზე კონტროლს 58-ე არმიის სარდალი გენერალ-მაიორი სერგეი რიჟკოვი ახორციელებს.

  • სანდრა რულოვსი ზუგდიდში უფასო სასადილოს ეწვია და მათ პრობლემებს გაეცნო

    სანდრა რულოვსი რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატია დღეს უფასო სასადილოს ეწვია და ბენეფიციარებს შეხვდა.   როგორც ისინი ამბობენ კვირა დღეს უფასო სასადილო არ მუშაოს , ასევე ვერ ხერხდება რომ უფასო კვებით გაჭირვებული ოჯახის ყველა წევრმა ისარგებლოს. სანდრა რულოვსის თქმით, აუცილებელია უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა 200 ათასამდე, ასევე ბენეფიციართა წრის გაფართოება. 

    „250 ბენეფიციარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. აქ შედის ვეტერანები, შედის დაუცველი ფენა – პენსიონერი ან მრავალშვილიანი ან სადაც ცხოვრობს შშმ პირი. თან კიდევ რა არის, ყველა ოჯახის წევრს კი არ აძლევენ პორციებს, მაგალითად, 5-სულიან ოჯახს აძლევენ 2 პორციას ან 3 პორციას. ეს უნდა გამოვასწორო აუცილებლად და ამიტომ ეს პროგრამა, რომელიც დღესდღეობით ივნისამდე 160 ათასი ლარით არის შემოფარგლული, უნდა გაზარდოს უდაოდ,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

  • მუქარა და ზეწოლა ტყიბულის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილზე

    ტყიბულის მერის მოადგილე ამბობს, რომ მას ემუქრებიან. სოფიო ბოჭორიშვილი განცხადებს სოციალურ ქსელში ავრეცელბს და წერს, რომ ემუქრებიან და პროვოკაციებს ელოდება. ბოჭორიშვილის დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს- ამიტომ დეტალები-თუ ვის მხრიდან და რატომ ხორციელდება მუქარა-მედიისთვის უცნობია.  “ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს, იყო რეალური მუქარა, გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ დაიჯერებთ“, – წერს ბოჭორიშვილი.

    სოფიო ბოჭორიშვილი 2014 წლიდან ტყიბულის გამგებლის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი მერის მოადგილეა.

  • ყველა ადამიანმა უნდა დატოვოს ხელისუფლება ვისაც მიაჩნია რომ დღეს ძალადობა დასაშვებია-ბესელია

    დაიცავი საქართველოს შეკრებაზე მისულმა ეკა ბესელიამ განაცხადა რომ  შეკრების მთავარი მიზანი არის ის რომ ყველა ადამიანმა დატოვოს ხელისუფლება ვისაც მიაჩნია რომ დღეს ძალადობა დასაშვებია. 

    „ამიტომ, პიროვნებები კი არ არის აქ ჩვენი სამიზნე, არამედ გვინდა ცვლილებები, ვებრძვით იმას, რომ არ მოხდეს წარსულის აღზევება და ამ ცვლილებების პროცესში გვინდა, რომ იყოს უკეთესი რეალობა, ეს არის მთავარი იდეა. ამიტომ უნდა შეიცვალოს ყველა, ვინც არის მართვის სადავეებთან და ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც წარსულში ხდებოდა ძალადობის სახით, დღეს შეიძლება, ეს იყოს დასაშვები,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

    შეკრებას ასევე ესწრებოდა საკრებულოს უმრავლესობიდან წასული დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი რომელიც თვლის რომ ივანიშვილის მმართველობაში არსებით პრობლემას ვერ ხედავს.„ივანიშვილი არის ერთი გვარი. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ, ბიძინა ივანიშვილს სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავს და ბიძინა ივანიშვილს გაზი არ გაუშვია,“ – ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

  • ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს- შაქარიშვილი

    “დაიცავი  საქართველოს” შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშო სიმპტომია, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხდება იმ ადამიანების დაცვა, ვინც წინა რეჟიმთან ასოცირდება.

    „რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ – ის ხალხი, რეალურად, ვისთანაც იყო დაკავშირებული უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები – სასამართლოში, პარლამენტში, ზოგადად, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა,“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

    რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს- შაქარიშვილი

  • ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს- ლევან გოგიჩაიშვილი

    დავით მაღრაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას “დაიცავი საქართველოს” შეკრებას  დეპუტატი ლევანი გოგიჩაიშვილიც  ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა რომ  მან და მისმა თანამოაზრეებმა შეკრება  ბიძინა ივანიშვილის გამო დატოვეს. 
    „რაც ვთქვი, რის გამოც მხარი დამიჭირა მე საბურთალოს მოსახლეობამ, ისევ იმ იდეალებზე ვდგავარ. ისინი დაშორდნენ მოსახლეობას, ისინი დაშორდნენ ხალხს, ამომრჩეველებს. მართლა გგონიათ, რომ კობახიძის გამო დავტოვეთ უმრავლესობა ან ხელის ბიჭების გამო? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამო. ბოლო დღემდე იმედს ვიტოვებდით, რომ დაფიქრდებოდა ეს ადამიანი, შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ მან ეს ყველაფერი იმედის პირდაპირ ეთერში გააფორმა. შესაბამისად, დღეს დგას ასეთი ამოცანა, ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

  • წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა- ირაკლი ღარიბაშვილი

    მარნეულში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის დროს  “დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება წარსულში არ დაბრუნდება.

    „მე მჯერა, რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და ჩვენ არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც ჩვენ 2012 წელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დავამარცხეთ. ნურავის ნუ ექნება იმედი, უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლის, განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში,“ – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მარნეულში ზაურ დარგალი იქნება.