Category: არქივი

  • “მოგვეცით საშუალება რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე”-სულხან სალაძე

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტის  განხილვის გადადება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე მოითხოვა.

    “ნუ გვესაუბრებით, რომ დღეს არის ეს კრიტიკული სიტუაცია შექმნილი, სასამართლო სისტემაში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა. კარგად მოიკითხეთ სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მოსამართლეებს მათ სამუშაო ოთახებში. თქვენ მოახერხეთ რომ ერთადერთი თქვენი მხარდამჭერი არის ის კლანი რომელიც არის სასამართლოში”. ვისთვის არის ეს სასამართლო ეს სამსართლო არის ხალხისთვის თუ ეს არის სასამართლო რომელიც ჭირდება კონკრეტულ ჯგუფს? ჩვენ აქ იმისთვის არ მოვსულვართ რომ აქ ყოფნა გვიხარია ან აქ ჯდომისთვის ვინმე ხელფასს გვიხდის.აქ მოვდივართ იმისთვის რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, მოგვეცით საშუალება რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე”

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის ქართული ოცნების კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი კომიტეტზე სპეციალური მაიუსურებით,გამოცხადდნენ, რომელსაც წარწერა აქვს: “კლანი უნდა წავიდეს”.

  • “რატომ არ გვაძლევთ საშუალებას მოგიწონოთ კანონპროექტი”-თინა ბოკუჩავა უმრავლესობას

    “რატომ არ გვაძლევთ საშუალებას მოგიწონოთ კანონპროექტი, იქნება არსებობს ამის თეორიული შესაძლებლობა ხო?”- თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული მოსამართლეთა  კანონპროექტის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.

    “იმედია, დააყენებთ კენჭისყრაზე მაინც ამ საკითხს რომ დღეს არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. ვითხოვთ, რომ მოგვეცეს საშუალება დეპუტატებს, გავიაზროთ ვენეციის კომისიის დასკვნა და ამის გათვალისიწნებით მივიღოტ ამ განხილვაში მონაწილეობა. და მეორე არასამთავრობო სექტორიც გაეცნოს ვენეციის კომისისს რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე მოახდინონ თავიანთი პოზიციების ფორმირება რომელიც შეიძლება შეიცვალოს. “

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის ქართული ოცნების კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

    საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტის მხიედვით,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

    კანდიდატები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. საბოლოოდ, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მის წარსულ საქმიანობასაც შეისწავლიან.

  • კლანი უნდა წავიდეს — არასამთავრობოების წევრები პარლამენტში წარწერიანი მაისურებით მივიდნენ

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის ქართული ოცნების კანონპროექტის  განხილვა  მიმდინარეობს. განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ისინი კომიტეტზე სპეციალური მაიუსურებით,გამოცხადდნენ, რომელსაც  წარწერა აქვს: “კლანი უნდა წავიდეს”.

    არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს კლანური მმართველობა გაამყაროს და საზოგადოება შეცდომაში სეიყვანეს როცა განაცხადეს, რომ კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავდნენ.

    უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება და ისინი შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

    საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კანდიდატები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. საბოლოოდ, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მის წარსულ საქმიანობასაც შეისწავლიან.

    ფოტო: on.ge

  • ტაილანდის ტურისტული ვიზის აღება უკვე საზღვარზეა შესაძლებელი

    საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდის ტურისტული ვიზის აღება, 15 დღიანი პერიოდით, უკვე  ტაილანდის საზღვარზე შეუძლიათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ორმხრივი 
    შეთანხმება  გასულ წელს მოხდა. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ტაილანდის სამეფოში 15 დღეზე მეტი პერიოდით,   შესაბამისი კატეგორიის ვიზა ესაჭიროება (ტურისტული, საქმიანი და ა.შ). ვიზა გაიცემა  ანკარაში, თურქეთში, ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

  • აზარტულ ონლაინ თამაშებში 14-დან 18 წლამდე მოზარდების თითქმის ნახევარია ჩართული

    აზარტულ ონლაინ თამაშებში 14-დან 18 წლამდე მოზარდების თითქმის ნახევარია ჩართული- ეს შედეგი “აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრმა” ჩატარებული კვლევის  შემდეგ განაცხადა. კვლევის ფარგლებში, თბილისში, 500 მოსწავლე გამოიკითხა.

    კვლევის თანახმად, გოგონები და ბიჭები  აზარტულ ონლაინ თამაშებში ერთნაირად არიან ჩართული.

    არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები ამბობენ, რომ არსებული კანონის და რეგულაციების აღსრულება არ ხდება.

    „ფიზიკურად ვერ ახერხებენ მოზარდები უშუალოდ სამორინეში სიარულს იქედან გამომდინარე, რომ კანონით აკრძალულია 21 წლამდე მოზარდების სამორინეში მისვლა, თუმცა კანონი იმასაც კრძალავს, რომ 18 წლამდე მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ შეხება ონლაინ სამორინეებთან, თუმცა არ ხდება კანონის აღსრულება. პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას მოზარდებში, უნდა გაგრძელდეს ცალსახად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტენდენცია არის ზრდადი,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”აზარტული თამაშების კვლევის პრევენციის ცენტრის” წარმომადგენელი გუგა ბესელია.

  • ბავშვთა ანსამბლი “გორდა” ისრაელში არ შეუშვეს

    ისრაელში, ბავშვთა ანსამბლი “გორდა” საზღვარზე არ შეუშვეს. 15 ადამიანი სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი, მათ შორის 4 ბავშვი.

    ახლობლების ინფორმაციით, ისინი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ანსამბლი გორდა ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. როგორც ცნობილია, მათ მოწვევა და შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ. უცნობია, რა მიზეზით უთხრეს უარი მესაზღვრეებმა ანსამბლის წევრებს და როდის მოხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.

  • მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონა გარდაიცვალა

    მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონა, კლინიკა ,,რუსთავში” გარდაიცვალა.

    შემთხვევა გუშინ ღამე,  რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

    დაშავებეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანა.  შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების  გაწევის  მიუხედავად,
    მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს:
    “გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე ხშირად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ვითარების გაკონტროლებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.“–ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
  • “ხინკლის სახლში“ ხანძარი ლიკვიდირებულია


    თბილისში, რუსთაველის გამზირზე რესტორან “ხინკლის სახლის” სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დამწვარია 20 მ² ფართობი.
    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
    ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
  • აქცია ბათუმში: გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

    ბათუმში დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრების გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბაგრატიონის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე შეხვდა. მან აქციის მონაწილეების პრეტენზიები და კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
    საპროტესტო აქციაში მონაწილეთა ოჯახის წევრები ბოლო ორი წლის მანძილზე გარდაიცვალნენ. ისინი მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
    აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების კითხვები ლეგიტიმურია და ყველა შემთხვევას რეგულირების სააგენტო განიხილავს. თუმცა ზაალ მიქელაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ „კონკრეტული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება.რაც შეეხება აქციის მონაწილეების კითხვას, არსებობს თუ არა, სისტემაში პრობლემები, ზაალ მიქელაძემ უპასუხა, რომ ამისთვის გამოძიება არსებობს და მას კონკრეტულ შემთხვევებზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან რეგულირების სააგენტოში შესულ საკითხებს სააგენტო განიხილავს.
    საპროტესტო აქციის მონაწილეები შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პასუხები არ აკმაყოფილებთ.