Category: არქივი
-
ბრიტანელ მასწავლებლებს მოსწავლეების თავდასხმის და დისკრიმინაციის გამო 20 მილიონი გადაუხადეს
გასულ წელს ბრიტანელმა მასწავლებლებმა თითქმის 15 მილიონი ფუნტი, ანუ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი მიიღეს კომპენსაციის სახით სკოლების უმოქმედების გამო იმ შემთხვევებში, როცა მასწავლებლები მოსწავლეთა მხრიდან თავდასხმებზე, სამსახურში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე და სადაო სიტუაციებზე ჩიოდნენ.პედაგოგებმა შეძლეს კომპენსაცია მიეღოთ თავდასხმების, სხეულის დაზიანების, რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების, ასევე სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო.პროფკავშირების ტიპის ორგანიზაციის– “სკოლის მასწავლებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით ერთ შემთხვევაში 57 წლის მასწავლებელ ქალს 9.6 ათასი ფუნტი გადაუხადეს მოსწავლის თავდასხმის გამო, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიული ქცევით.გამოცემა Telegraph –ის ინფორმაციით ბიჭი მასწავლებელს კლასში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და კედელს მიანარცხა, რამაც ზურგის ტრავმა და ნეკნების ჩამტვრევა გამოიწვია. მოგვიანებით მასწავლებელს პოსტტრავმული აშლილობა, თავბრუსხვევა და ხელების მუდმივი კანკალი დაეწყო. ფული მასწავლებელს სამთავრობო სააგენტომ გადაუხადა, რომელიც ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლებს მიყენებული ტრავმებისთვის კომპენსაციას უხდის.კიდევ ერთი შემთხვევა 33 წლის მასწავლებელ ქალს შეემთხვა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში მოსწავლეთა მხრიდან რასისტული გამოხტომების მსხვერპლი იყო. სკოლაში, სადაც ის მუშაობდა ამ პრობლემას სერიოზულად არ მოეკიდნენ და არაფერი იღონეს. მასწავლებელი იძულებული გახდა სამახურიდან წასულიყო. მან კომპენსაციის სახით 10 ათასი ფუნტი მიიღო.54 წლის მასწავლებელი მამაკაცი კი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების გამო ეტლს, ინტერაქტიულ დაფას, უსადენო კლავიატურას და პატარა სკამებს ითხოვდა, ასევე დაკმაყოფილდა კომპენსაციით. ასოციაციის ცნობით მას ართრიტი, ჰიპერტონია, პადაგრა და დიაბეტი აწუხებდა და დამსაქმებელმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა ამ გარემოებას არად აგდებდა. მამაკაცმა კომპენსაციის სახით 45 ათასი ფუნტი მიიღო.მასწავლებელთა ასოციაციის ინფორმაციით ეს ციფრები მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან მასწავლებელთა უმრავლესობა მეტისმეტად დაშინებული ან გადატვირთულია საიმისოდ, რომ იჩივლოს და მის მიმართ უკეთესო მოპყრობა მოითხოვოს.უმეტეს შემთხვვაში ფული ვერ აკომპენსირებს იმ ფაქტს, რომ მასწავლებლებმა არასათანადო მოპყრობით მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღეს და მათ ამ სპეციალობით მუშაობა ვეღარ შეძლეს. მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრის კიტსი ამბობს, რომ სკოლები ასეთ ინციდენტებს აჩუმათებენ და არანაირ ზომებს არ იღებენ მასწავლებლის დასაცავად.ბრიტანეთის განათლების სამინისტროს განცხადებით კი სკოლების უმრავლესობა მასწავლებლებისთვის უსაფრთხო გარემოს და შრომის ღირსეულ პირობებს უზრუნველყოფს, თუმცა ყველა მასწავლებელი დაცული უნდა იყოს და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას და სასტიკ მოპყრობას ერთი მასწავლებელიც კი არ უნდა ექვემდებარებოდეს. -
“ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის”-ვატო შაქარაშვილი
“ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის და მის ადგილზე ამ ველზე არ შევიდოდი”განაცხადა ვატო შაქარიშვილმა კობახიძის განცხადების საპასუხოდ.
„ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები ჩვენ უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს. ვურჩევდი, რომ ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, მოატყუა, მეც იქ ვიყავი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში. ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, ლოგიკურად არ იხსნება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი? – ცოტა ტვინი დაატანონ, რასაც ლაპარაკობენ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შაქარაშვილის პასუხი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც „დაიცავი საქართველოს” გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
-
ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა საბოლოოდ მოუგო
სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.პირველი არხის ყოფილმა წამყვანმა ეკა მიშველაძემ მაუწყებელს 3-წლიანი დავა საბოლოოდ მოუგო.
უზენაესმა სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.საზოგადოებრივ მაუწყებელს მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლო პროცესებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
” სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა ,,პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.
სასამართლო გადაწყვეტილებით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა”-წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტაბიძის ხიდთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, ტაბიძის ხიდთან სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ამავე ავტომობილის მძღოლს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სატვირთოს მძღოლმა ავტომანქანა ხიდთან გააჩერა, გადმოვიდა, ამის შემდეგ მანქანა დაგორდა და მამაკაცს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
-
14 წლიანი პაუზის შემდეგ – ტაიგერ ვუდსი მასტერსის გამარჯვებულია
ამერიკის ქალაქ ოგასტაში მიმდინარე გოლფის მასტერსის გამარჯვებული ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი გახდა. 14 წლიანი პაუზის შემდეგ ტაიგერმა კვლავ მოახერხა გოლფის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, მასტერსის მოგება.
ეს უდიდესი სენსაციაა და ხალხი მის გამარჯვებას სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქამბექად მიიჩნევს. 2005 წლის შემდეგ ტაიგერ ვუდსის კარიერა უკან უკან წავიდა. ჯერ იყო ოჯახური პრობლემები, შემდეგ ტრავმები, ოპერაციები ისევ სკანდალები და საბოლოოდ იგი რეიტინგში ტოპ 1000-შიც კი აღარ იყო.
თუმცა წელზე გადატანილი 3 მძიმე ტრავმის მიუხედავად ლეგენდარულმა ამერიკელმა მოახერხა ფორმის დაბრუნება და მასტერსზე გამარჯვების მოპოვება.
შეგახსენებთ, ეს მისთვის მეხუთე მოგებული მასტერსია (1997, 2001, 2002, 2005 და 2019).
-
“ქართული ენის შემსწავლელი ყველა პროგრამა გაჩერებულია”- ვაშაძე გარდაბანში
“ქართული ენის შემსწავლელი ყველა პროგრამა გაჩერებულია”-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძე გარდაბანში, სოფელ ქესალოს მცხოვრებლებთან შეხვედრაზე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა სოფელში უმუშევრობა და ფინანსური კრიზისია. სესხებს კი მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ იხდიან. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრაზე აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პრობლემაზე ისაუბრა.
-
ზესტაფონში მერობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინეს
ზესტაფონის მერობისთვის „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. ის კანდიდატად პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარადგინა.
წულაიამ ზესტაფონის მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა.
„ზესტაფონლებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი”, – განაცხადა წულაიამ.
-
ტაქსის მძღოლების აქცია 18 აპრილს გაიმართება
ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ისინი მასშტაბურ აქციას 18 აპრილს გამართავენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის გარკვეული კატეგორიის მძღოლებს მანქანის თეთრ ფერში გადაღებვას ავალდებულებს.
აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მოუწოდებენ, თბილისში, 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. დღეს, სადგურის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეხვდნენ.
„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ
-
„გაიფიცე გარემოსთვის“ -ახალგაზრდები ერთი დღით გაიფიცნენ
რუსთაველის მეტროსთან სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მწვანეები და საინიციატივო ჯგუფი “ვინმე”.
ახალგაზრდები ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებდენ და რომ ქაოსური მშენებლობებს თბილისსა და ბათუმში. მათი თქმით, ქვეყანაში მომავალი თაობა საფრთხის წინაშე დგას.
„დღეს ჩვენ უარი ვთქვით სასწავლებლებში მისვლაზე, რადგან უნივერსიტეტებისა და სკოლების კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან, ტყვიისაგან საკუთარ სისხლში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თუკი ამ ქალაქსა და ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მთელი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ აზრს, თითქოს ბუნება აპოლიტიკურია. ჩვენ არ გვჯერა, რომ არაფერი შეგიძლიათ ე.წ. ბუნებრივი კატასტროფების თავიდან ასარიდებლად. არ გვჯერა, რადგან არაფერია ბუნებრივი იმაში, რომ აშენებთ გიგანტურ ჰესებს, აბეტონებთ მწვანე ზოლებს, ჩეხავთ ხეებს, ცვლით ლანდშაფტს”-განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ შორის თბილისში ტრამვაის გაყვანა, ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება, მთაწმინდის ფერდობზე მშენებლობების შეწყვეტა, ცენტრალური პარკის მოწყობა და ჰესების მშენებლობის აღკვეთა.
“ამის გარეშე, ჩვენი მომავალი ბუნდოვანია. კლიმატის ცვლილება ხდება აქ და ახლა. კლიმატის ცვლილება და განადგურებული გარემო – ჩვენი რეალობა და ჩვენი ცხოვრების ნაწილია! თუმცა, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს – ჩვენ, ახალგაზრდები, ვერთიანდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გლობალური კლიმატის მოძრაობას. “-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
-
ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი წლების განმავლობაში ორ არასრულწლოვან გერთან ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.
სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.