Category: არქივი

  • თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა

    Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა. გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.

    კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, თიბისი Tbilisi Hills Golf & Residences-ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის Tbilisi Hills Golf & Residences-ის ვილებზე და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ბინის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

    „მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. თიბისი ბანკი თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi Hills Golf & Residences-ს. დღეიდან კი, თიბისის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში,“ – განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე „AS Skinest Group”-ის და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

    Tbilisi Hills Golf & Residences საცხოვრებელი და ინფრასრუქტურული კომლექსია, რომელიც 331 ჰექტარზე თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ობიექტებს და ყველაზე დიდ გოლფის მოედანს საქართველოში. იგი მოიცავს 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტს და ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

    თბილისი ჰილსი უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზე, არამედ ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180 გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ეს არის, როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.

    Tbilisi Hills Golf & Residences „AS Skinest Group“ – ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს. იგი მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ბიზნეს-მიმართულება, ჰიდროელექტრო სადგურები ა.შ. „AS Skinest Group“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქალაქის მახლობლად ცხოვრების ახალ სტილს ამკვიდრებს, სადაც იქნება სივრცე საცხოვრებლად, რელაქსაციისა და გართობისათვის.

    თიბისი „AS Skinest Group“-ს მხარს უჭერს საქართველოში შემოსვლის დღიდანვე. თიბისისთვის უძრავი ქონების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახლახანს ბანკმა გამოუშვა ამ სფეროს პირველი კომპლექსური ანალიზი და დეველოპერებს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილა და მომავლის ტენდენციები გააცნო.

  • თიბისი ბანკიდან ბანკომატი მოიპარეს

    სენაკის ცენტრში “თიბისი ბანკის”  აპარატი მოიპარეს – შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

    მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული აპარატიდან დაახლოებით 50 ათასი ლარია წაღებული.

    ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს მიმართავს

    “ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან”-
    ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

    “2019 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები.

    მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

    ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

    გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს ძალა.

    აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება. მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას.

    იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას პოლიციის უახლოეს განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

    ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს”, – წერია განცხადებაში.

  • სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბრალდებულმა, წინასწარ მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

  • ქართველი “კანონიერი ქურდი” თურქეთის ციხეში შიმშილობს

    ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ,იგივე მინდია გორაძემ თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო.

    ადვოკატის ინფორმაციით, მინდია გორაძე უკვე 2 დღეა მშრალად შიმშილობს.  ადვოკატები აცხადებენ, რომ  წინასაექსტრადიციო პატიმრობაში  მყოფი გორაძე უსამართლოდ იდევნება და პატიმრის ოჯახის წევრებსაც პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.

    მინდია გორაძე გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს. მინდია გორაძე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში თურქეთის ციხეში იმყოფება,ამ დრომდე არაა გადაწყვეტილი როდის მოხდება “კანონიერი ქურდის” ექსტრადირება. როგორც ცნობილია, ლავასოღლის  საქართველოს უნდა გადმოსცენ.

    ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 აპრილს ქართულმა  სასამართლომ მინდია გორაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება

    ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე   120 000 ამერიკულ დოლარად იყიდება.

    აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული.

    ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და ნახატი  1949 წელს არის შექმნილი. როგორც მფლობელს აქვს მითითებული, ნახატი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ იდეალურ მდგომარეობაშია.

    ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.მას სახალხო მხატვრის ჯილდო აქვს მიღებული.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის საზღვარზე  ანსამბლ „გორდას“ 17 კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ განცხადებას  აკეთებს.

    სამინისტროში  აცხადებენ, რომ მესაზღვრეებისთვის საეჭვო ის გარემოება გახდა, რომ ანსამბლი ისრაელში  საბავშვო ფესტივალზე მიემგზავრებოდა,ხოლო  ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ ხუთი იყო ბავშვი, დანარჩენი კი- 25 წლის ზემოთ პირები.

    „14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდას“ 17 კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ.

    მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ ხუთი იყო ბავშვი დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.

    ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე. თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია „მაი ვეი“ (myway), რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 სთ-ზე.

    საქართველოს კონსული გაემგზავრა აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად. ასევე კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და თხოვა განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით.აღსანიშნავია, რომ ხუთი ბავშვიდან სამს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

    პოლიციამ თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ვ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ. ჩ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ბრალდებულები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა.

    გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

  • “3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება”-კობახიძე “დაიცავი საქართველოს” შესახებ

    “3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება”-  –  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანება “დაიცავი საქართველოს” შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას, თუმცა ასეთი სახეებით, ბუნებრივია, ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემების განვითარებაში. ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული. ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით. ამის ნაკლებობა იქ არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ეკა ბესელიამ იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

    ეკა ბესელიამ  იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად  დატოვა. ბესელიამ  სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ინტერესების გატარებას ემსახურება.

    “სამწუხაროდ იურდიული კომიტეტი უკვე არის იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარი და ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. არანაირი მნიშნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწევევს საზოგადოებაში. კომიტეტზე შეუძლებელია შინაარსობრივი საუბარი. მე პირადად დღეს პროტეტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ დავტოვე სხდომა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მწვავე დისკუსიას ამ საკითხზე პლენარული სხდომაზე, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურდიული კომიტეტი ასე დემონსტარაციულად არღვევს პროცედურებს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნებოდა, არ მოხდებოდა განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ფასად ხდება კობახიძის იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილია, რეალურად ეს დაწერიალია იმ ჯგუფის, ვინც ათკაციანი სია შეადგინა და ლობირებდა”, -განაცხადა ბესელიამ.