Category: არქივი

  • საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში არსებულ  ხანძართან დაკავშირებით  საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

    „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა

    ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის  სამრეკლო ჩამოინგრა. ფრანგული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარიზის მერის მოადგილემ განაცხადა.

    ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.ხანძარი შესაძლო ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

    პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ თავი შეიკავონ.

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი საღამოს გაჩნდა.

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

    პარიზში ნოტრ დამის ტაძარი იწვის. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური პირების ცნობით ცეცხლში შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომლებშიც 850 წლის გოტიკური ტაძრიდან ამომავალი ცეცხლი და კვამლი ჩანს. ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო ძალებია მობილიზებული. პარიზის ცენტრში, ტაძრის გარშემო ტერიტორია ხალხისგან გაწმინდეს. ტაძარში ევაკუაცია პარიზის დროით, საღამოს  7-ის ნახევარზე გამოცხადდა.

  • საქალაქო სასამართლოში ულტრანაციონალისტების მიერ მოკლული ახალგაზრდის საქმის განხილვა იწყება

    16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება პირველი პროცესი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე.პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად.
    „ჩართულობის და განვითარების ცენტრი“, სადაც მოკლული ახალგაზრდა მუშაობდა, მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოება სასამართლოს ეზოში შეიკრიბონ და უთხრან არა და რასიზმს, ქსენოფობიასა და ძალადობას!
    ვიტალი საფაროვი, 25 წლის უფლებადამცველი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ბარ „ვარშავას“ (პუშკინის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოკლა, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ქართული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ჩართულობისა და განვითარების ცენტრის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ უფლებადამცველი სწორედ იმ დაჯგუფების წარმომადგენლების მსხვერპლი გახდა, რომლებიც საზოგადოებაში აღვივებენ რასიზმს და ქსენოფობიას.
    უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ამ უკანასკნელს, არ უარყოფენ თავად დაკავებულებიც. ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, სსსკ-ის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში, იგი ცემდა მსხვერპლს და ურტყამდა ,,კასტეტს“, რითაც გამოიხატება დანაშაულში მისი აქტიური მონაწილეობა.
    დაკავებულის მსგავსად მკვლელობაში ასევე მონაწილეობდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამ ეტაპამდე არ არის დაკავებული და საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს.
    ახალგაზრდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტული ბანაკების ორგანიზებაში, მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში და იყო ებრაული თემის აქტივისტი.
  • ჩაქვში ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა

    ჩაქვში 12 წლის ბიჭს  ავტომობილი დაეჯახა, მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

    ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

  • პოლონეთში პედაგოგების გაფიცვა გრძელდება

    პოლონეთში უკვე  მეორე კვირაა სასწავლო პროცესი ჩაშლილია.  პედაგოგები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცულები არიან და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

    გაფიცული პედაგოგები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ. პოლონეთში მასწავლებლის ხელფასი 929 ევროა, რაც პოლონეთის მოქალაქეებისთვის საშუალოზე  დაბალია.

    ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბიუჯეტში მასწავლების ხელფასების 30 პროცენტიანი ზრდა გათვალისწინებული არ არის და პედაგოგებს  შეუძლიათ მაქსიმუმ 15 პროცენტის მომატება შესთავაზონ.

    გაფიცვაში პედაგოგთა პროფესიული კავშირიც მონაწილეობს. 

  • ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკი და მომწამვლელი ნივთიერება- სკოლებიდან 900-მდე აკრძალული ნივთი ამოიღეს

    ცეცხლსასროლი იარაღი,ელექტროშოკი, ნარკოტიკები და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი ნივთები სკოლებიდან ამოიღეს.

    სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა და 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს.

    იმ ნივთებს შორის, რომელიც მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისგან ამოიღეს, არის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება. სკოლებში ასევე ამოღებულია 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთი, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე.

    „გაუმჯობესებისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმიტომ, რომ მანდატურის სამსახურისთვის, გამოწვევად რჩება, უსაფრთხო გარემოს შექმნა იმიტომ, რომ მეტი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ საერთოდ უსაფრთხოების კომპონენტი გაძლიერებული იყოს სკოლაში. ვატარებთ სხვადასხვა კამპანიას, ღონისძიებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს,“ – განაცხადა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა.

    „ჩვენ შევძელით 800-ზე მეტი აკრძალული ნივთის ამოღება. ეს არის 800-ზე მეტი კონფლიქტის და დანაშაულის პრევენციის შედეგი. მანდატურის სამსახური რეგიონალური სამსახურები ძლიერდება,“- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  მარიამ ჯაშმა.

    სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობა ყოფილმა დირექტორმა მარიამ რამინაშვილმა საგანგაშოდ შეაფასა.

    „სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი და გაუარესებული კრიმინოგენული მდგომარეობა, თავისებურ ანარეკლს აკეთებს სასწავლო პროცესზეც. სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის,“ – განაცხადა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მარიამ რამინაშვილმა.

  • “რობოტი ალიოშა” სინამდვილეში ადამიანი აღმოჩნდა

    რუსმა კომენტატორებმა, რობოტის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი “რობოტ ალიოშად” გაასაღეს. “რობოტმა ალიოშამ” საფეხბურთო მატჩი გახსნა სიმბოლურად ბურთს დაარტყა და უკან დაბრუნდა.  საფეხბურთო მატჩი ცსკასა და ორენბურგს შორის გაიმართა.  რუსულმა ტელევიზიამ “Матч Премьер”-მა მას “ხელოვნური ინტელექტი” უწოდა თუმცა მაყურებლისთვის არ უთქვამთ რომ სინამდვილეში “ხელოვნური ინტელექტი”  ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

    „ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რობოტი ალიოშა, ახლა ხელოვნური ინტელექტი განახორციელებს პირველ დარტყმას“ – ასე გამოაცხადეს რობოტის კოსტუმში გადაცმული ადამიანი არხის კომენტატორებმა.

    თუ რატომ გაასაღეს ადამიანი “რობოტ ალიოშად” ჟურნალისტების შეკითხვას  ერთ-ერთმა კომენტატორმა რომან ნაგუჩევმა ასე უპასუხა ” უბრალოდ სახალისოა, ესაა და ეს. რობოტივით გამოიყურებოდა” 

    აღსანიშნავია რომ რამდენიმე თვის წინ  რობოტისადმი მიძღვნილ ფორუმზე რუსეთმა “მაღალტექნოლოგიურ რობოტი” წარმოადგინა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა “მაღალტექნოლოგიური რობოტი” კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი იყო.

  • “როდის გაიგეთ, რომ ქუჩაში ვინმე დააყაჩაღეს?”-მერობის კანდიდატი მოსახლეობას

    “ხალხი სვავის კანდიდატს ზუგდიდში”- ამ სათაურით აქვეყნებს ესქპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეოს, სადაც ზუგდიდელები „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი შენგელიას მიხელ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახსენებენ და ახლანდელ, მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობენ.

    მოსახლეობამ გიორგი შენგელიას ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობა შეახსენა, რაზეც შენგელიამ ჰკითხა: “როდის გაიგე ბოლოს რომ ქუჩაში ვინმე დააყაჩაღეს?”

    ქუჩაში მშვიდად დადიან მოქალაქეები, არავის აყაჩაღებენ, პირიქით ის ბოროტებები რაც ხდება უმალვე ხდება გამოძიება”-განაცხადა მოსახლეობასთან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.