Category: არქივი

  • ინფექციურმა საავადმყოფომ მთავარ არხს ბოიკოტი გამოუცხადა

    ინფექციურმა საავადმყოფომ მთავარ არხს ბოიკოტი გამოუცხადა

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გააკეთა.

    როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ბოიკოტს უცხადებს ტელეკომპანია „მთავარ არხს” და იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხი” იქნება ბრიფინგზე, კომენტარი არ გაკეთდება.

    “მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გამო ბოიკოტს ვუცხადებთ “მთავარ არხს”, დატოვოს საბრიფინგო სივრცე”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

    მთავრ არხზე გასული სიუჟეტში საუბარია ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ მდგომარეობაზე. ამის შესახებ ტელეკომპანიას პაციენტების ახლობლებმა განუცხადეს. “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სახელმწიფო კლინიკის ამ ქმედებას “გამაოგნებელს” უწოდებს და ამბობს, რომ თუ ინფექციურ საავადმყოფოს პრეტენზია ჰქონდა სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაშინ ამაზე საპასუხო განცხადებით უნდა ეპასუხა:

    “გამაოგნებელი ამბავი იყო ჩვენთვის როდესაც ეს კომენტარი მოვისმინეთ. არხზე გავიდა ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მიერ გადაღებული ფოტოები  იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ განყოფილებაში იყო. ასევე თან ახლდა ამ პციენტის ნათესავის ინტერვიუ, რომელსაც ეს ფოტოები გაუგზავნა. ჩვენ მოვყევით ფაქტი. იმის მაგივრად რომ კომენტარი გაეკეთებინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად თქვეს, რომ ვიდრე “მთავარი არხი” იქნება, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავცელებას საერთოდ შეწყვეტენ. წარმოუდგენელი ამბავია. ტელევიზია რომელიც ფაქტზე ყვება და შენ რევიზიას ახდენ და თან ბოიკოტს აცხადებ… სად წერია საერთოდ ვერ ვხვდები. მართლა წარმოუდგენელი ამბავი ხდება, ასეთი რამ პირველად გავიგე,”-ამბობს მელაძე.

  • სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

    სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

    სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე დღეს მიიღეს.

    სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

  • Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    კომპანია Google-ის თანამშრომელს შვეიცარიაში, ციურიხში კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვირუსი გამოვლინდა, კომპანიამ თანამშრომლებს იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობა აუკრძალა.

    „ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

    კომპანიის ოფისში ციურიხში არ დაიხურება.

    ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

    საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

    პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

    „ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

    საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს, ვირუსი არ დაუდგინდა

    კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს, ვირუსი არ დაუდგინდა

    კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს, ვირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ბავშვს ტემპერატურა სხვა რესპირაციული ვირუსითაა გამოწვეული.

    „მას ჰქონდა კონტაქტები ოჯახის წევრთან, მათ შორის შვილთან. ბავშვი იწვა იაშვილის კლინიკაში, ჩაუტარდა კვლევა და მას არ აქვს კორონავირუსული ინფექცია. დიდი ალბათობით, ის ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, სხვა რესპირაციული ვირუსით არის განპირობებული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ცნობისთვის, 31 წლის ქალს ვირუსი გუშინ დაუდგინდა. იგი იტალიიდან იყო ჩამოსული.

    დღეს კორონავირუსი საართველოში მესამე ადამიანს დაუდგინდა. მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.

  • კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი გარდაიცვალა

    კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი გარდაიცვალა

    ირანის პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

    მოჰამედ ალი რამზანი რასტაკი დღეს დილით გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, მას ირან-ერაყში ომის დროს მიყენებული ტრავმები ჰქონდა, რამაც დააჩქარა ვირუსის განვითარება.

    ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 45 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 593-ს აღწევს.

  • კორონავირუსის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

    აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ შტაბზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

    საზღვარი ამ დროის გადაწყვეტილებით ორი კვირით იკეტება. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანა გააკეთებს სპეციალურ კორიდორს, რომ ირანში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ.

  • ამირან გამყრელიძე კარანტინში მოთავსებულ ადამიანებს ბოდიშს უხდის

    ამირან გამყრელიძე კარანტინში მოთავსებულ ადამიანებს ბოდიშს უხდის

    მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

    მისი თქმით, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

    „მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, საიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის.