Category: არქივი

  • “ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ”-როს უილსონი სასამართლო რეფორმაზე

    ” ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ,”-  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განაცხადა.

    ამერიკელი დიპლომატის თქმით, ის  წუხს რომ  საერთაშორისო ორგანიზაციების  რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.

    „ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, – განაცხადა როს უილსონმა.

  • ფინანსთა მინისტრის ხმაურიანი მოსმენა კომიტეტში(ვიდეო)

    ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს  ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში. ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვანო მაჭავარიანს უსმენდენ. დეპუტატებს მინისტრთან შეკითხვები ქონდათ საბანკო რეგულაციებზე, დაგროვებით პენსიაზე, „ომეგას“ საქმეზე და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარობაზე.

  • “შსს დაგვპირდა, რომ „ღირსების მარში“ მშვიდობიანად ჩატარდება” – „თბილისი პრაიდი“

    “თბილისი პრაიდის”ცნობით, შსს-გან მიიღეს დაპირება, რომ უწყება უზრუნველყოფს 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეულისა და “ღირსების მარშის” მშვიდობიანად ჩატარებას.

    კვირეულის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს უკვე მეორე სამუშაო შეხვედრა გამართეს. მთავარი თემა იმ რისკების განსაზღვრა იყო, რაც შესაძლოა თან ახლდეს კვირეულის ჩატარებას.

    “ჩვენი გუნდი აპირებს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და როგორც ქვიარ თემს, ასევე მხარდამჭერებს მიაწოდოს ინფორმაცია მოვლენების განვითარების შესახებ.

    შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

    უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი.”-ნათქვამია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

    “თბილისის პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარშის” კვირეული 18 ივნისს დაიწყება.

  • “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე “ანათემას” გადასცა

    გირჩის რელიგიურმა ორგანიზაციამ “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე “ანათემას” გადასცა. “ანათემის” ტექსტს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

    “ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.

    ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

    სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.

    ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.

    ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

    იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.

    Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.

    ბახტაძეს მართლა ემართეთ.

    ბიძინას მიეტოვებინეთ.

    სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ.

    აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,”- წერია რელიგიური ორგანიზაციის სახელით ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.

    რელიგიური ორგანიზაცია გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს და მისი სრული სახელწოდებაა საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება.

  • ლევან იოსელიანი საკუთარი სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას, ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს

    სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი  და ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნო პლაკატების ბეჭდვას აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ რომ ის თანხა რაც  წინასაარჩევნოდ პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს აჯობებს რომ მთაწმინდის, ვერის სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს. 

    ლევან იოსელიანი საკუთარი კანდიდატურის სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას, ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს. იოსელიანი და ელისაშვილი სხვა კანდიდატებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებენ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ,  თავად შეარჩიონ ტერიტორია, რომელსაც ლევან იოსელიანი საკუთარი შტაბის წევრებთან ერთად  გაამწვანებს.

  • “კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ”- მაჭავარიანი „ომეგას“

    “კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ”-   ასე უპასუხა  ივანე მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის კითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე.

    „მგონია, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამდენი ხელშეწყობა, ასე შემხვედრი ნაბიჯები არავისთან გადაგვიდგამს. სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია. მე, როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება არბიტრის მიერ, ამას არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და მაგასაც ნახავთ ეს პროცესი სად მივა და ვინ მოიგებს. ამ დავაში სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო არის პირნათელი ისე, როგორც არასდროს. ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ხომ ვიცით, რომ კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ ამიტომაა რომ ამ ყველაფერს იგონებთ “,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

  • შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    შრი-ლანკაზე განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

    შრი-ლანკის მთავრობის განაცხადებით,  ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

    ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტების სერიას  320 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა.

  • “ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები”-მაჭავარიანი ბოკერიას

    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ევროპული საქართველოს დეპუტატს, გიგა ბოკერიას ურჩია ლეიბორისტულ პარტიაში გადასულიყო, რადგან შალვა ნათელაშვილის ფრაზებით საუბრობდა. 

    კამათი დეპუტატსა და მინისტრს შორის, ფინანსთა მინისტრის შედარებამ გამოიწვია. მაჭავარიანმა მისი და  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხედვებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.

    “ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, მე მყავს შვილი, ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. აი, სხვაობა გინდათ დავიყვანოთ ბატონი კობას და ჩემს მიდგომებს შორის: ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

    ფინანსთა მინისტრის მოსმენა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრი  “ევროპულმა საქართველომ” დაიბარა. 

  • ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებული ძიუდოისტი სასამართლომ გაათავისუფლა

    ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძიუდოისტი თავისუფალია.

    ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი  თორნიკე ნაგლიაშვილი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    თორნიკე ნაგლიაშვილი,  ძალადობის ბრალდებით  მარნეულში, 5 მარტს დააკავეს.

    ძიუდოისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 126   მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს  მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

    გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს  შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია.