Category: არქივი

  • სეტყვა ყვარელში. დაზიანებულია 300 ჰექტარი ვენახი

    სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ სოფელ შილდაში, დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა. სეტყვას ძლიერი ქარი ერთვოდა. წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც თელავი – ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

  • რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას – ზელენსკის პასუხი პუტინს

    უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის  ინიციატივაა, ყველა უკრაინის მოქალაქისთვის  გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება და აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს.

    პუტინმა 27 აპრილს განცხადება გააკეთა ბეიჯინგში, რომელიც  უკრაინაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეხება.

    ფეისბუქზე საპასუხო პოსტშიკი ზელენსკიმ დაგმო ინიციატივა და დასცინა რუსეთის პრეზიდენტს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ფიქრობს, მისი თანამემამულეების უმრავლესობა შეთავაზებას დათანხმდეს.

    „უკრაინელები თავისუფალი ხალხია, თავისუფალ ქვეყანაში. მე ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას  ყველა ადამიანს, რომელიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯება, მაგრამ პირველ რიგში, რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან“ — თქვა მან. ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზა.

  • ბრაზილიაში მოდელი პოდიუმზე გავლისას დაეცა და შემდეგ გარდაიცვალა

    ბრაზილიაში 26 წლის კაცი მოდელი  ტალეს სოარესი პოდიუმზე გავლის დროს დაეცა რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას Associated Press- ი ავრცელებს.  მოდელი მონაწილეობას ბრენდ  Ocksa-ს მოდის ჩვენებაზე იღებდა, მან პოდიუმზე გავლისას შემთხვევით ფეხსაცმლის თასმას დააბიჯა და წაიქცა, თავიდან მაყურებებლებმა იფიქრეს რომ სოარესის წაქცევა მხოლოდ და მხოლოს შოუს ნაწილი იყო თუმცა შემდეგ  მოდელი კრუნჩხვებში ჩავარდა და პირიდან ქაფი გადმოუვიდა. როგორც მისი კოლგები ამბობენ სოარესი პოდიუმზე გასვლამდე  მას შიოდა და ნერვიულობდა. მოდელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა 

  • ჩვენი მოვალეობაა, რომ ყურადღებით გავეცნოთ და გავითვალისწინო ის რჩევები, რომელიც პატრიარქმა მოგვცა – უდუმაშვილი პატრიარქის ეპისტოლეზე

    „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განათლების სისტემაზე, ზოგადად განათლებაზე პატრიარქის შეხედულება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ დიახ, სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარება და სწორედ განათლების სისტემაში არის განსახორციელებელი ძირეული რეფორმები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული რაც შეეხება პატრიოტიზმის თემას და ზოგადად პატრიოტიზმის სულისკვეთების აღზრდას მომავალ თაობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო შვილებისა და მამების ურთიერთობა, ანუ თაობებს შორის ურთიერთობები, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ არა მხოლოდ შვილებმა უნდა გაითვალისწინონ უფროსი თაობის რჩევები, არამედ უფროსმა თაობამაც უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს ის არჩევანი, რომელიც ახალგაზრდა თაობას გააჩნია. ასე, რომ ძალიან ბევრი საინტერესო გზავნილი იყო პატრიარქის ეპისტოლეში, ჩვენი მოვალეობაა, რომ ყურადღებით გავეცნოთ და გავითვალისწინო ის რჩევები, რომელიც პატრიარქმა მოგვცა,“ –  ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა , თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით გააკეთა. ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ეპისტოლეში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო აქცენტი გაკეთებული, რომელიც გასათვალისწინებელია.

  • თბილისსში 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

    თბილისსში გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერტმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. შსს-ს ინორმაციით შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება ხოლო  მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის და 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • პუტინი განიხილავს რომ რუსეთის პასპორტის აღება უკრაინის ყველა მოქალაქეს შეეძლოს

    ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ უკრაინის ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს რუსეთის მოქალაქეობის მიღება. ამ   ინფორმაციას   BBC ავრცელებსპუტინი იმ სქემის გაგრძელების საკითხს განიხილავს, რომელიც მსგავს შესაძლებლობას იძლევა. წინა კვირას  რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლიც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს სამი თვის განმავლობაში რუსეთის პასპორტებს სთავაზობს.

  • სალომე ზურაბიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

    „ქრისტე აღდგა! მინდა ყველას, სრულიად საქართველოს, ყველას, თითო ოჯახში მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარულის, ბედნიერების და მინდა, რომ ყველა ოჯახში იყოს სიხარული,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და ყველა მოქალაქეს ბედნიერება უსურვა.

  • მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს,ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით- კახა კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს აღდგომის დღესასწაული მიულოცა,  მართლმადიდებლებს სიყვარული და სიკეთე უსურვა. კალაძემ ბრწყინვალე აღდგომა ქართველ ემიგრანტებსაც მიულოცა.

    „მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად, რაც მინდა ვისურვო არის ის, რომ ყველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

    მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც

    „ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

  • კონფლიქტის ზონაში მოქალაქეები წინაპრების საფლავზე შიშით გადიან

    შიდა ქართლში  ათასობით მოქალაქისთვის უკვე 10 წელია წინაპრების სასაფლაოებზე საკუთარი რისკის ფასად გადიან. სოფელ კირბალში ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა პირდაპირ სოფლის სასაფლაოზე გაავლეს. რამდენიმე საფლავი მავთულხლართების მიღმაც კი მოხვდა, შესაბამისად, საფლავზე გასვლაც, თუნდაც აღდგომის დღეებში, აქაურებისთვის ხიფათის შემცველია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც საფლავზე მისული ჭირისუფალი რუს ოკუპანტებს გაუტაცებიათ, თუმცა მათივე თქმით, დღესასწაულებზე, როდესაც საფლავებზე ხალხი ერთად მიდის, ოკუპანტები დაკავებებისგან იკავებენ თავს.

    „ხშირად ვერ ამოვდივარ ამ სასაფლაოზე, ჩემი მეუღლეა დაღუპული, გვეშინია. ვერც ვასუფთავებთ ვერაფერი. ბიჭები რომ ამოდიან, დახვდებიან და მიჰყავთ ხოლმე, გადაჰყავთ იქით, თავიანთ მხარეზე. ცხინვალში წაიყვანენ და იქ მერე 800 ლარი ვის აქვს? სთხოვენ,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

  • მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას აღნიშნავს

    მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინველე დღესასწაულს აღნიშნავს, ამ დღეს ნაწამები ძე ღვთისა მკვდრეთით აღსდგა და მორწმუნეეებს უდიდესი სასწაულით მოევლინა. ამ დღეს ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავს, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში მთელი ღამის განმავლობაში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობდა. ქრისტეს აღდგომა საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს წუხელ პირველად ტრადიციულად პატრიარქმა მიულოცა და მიულოცა. დღეიდან მართლმადიდებლური სამყარო “ბრწყინვალე შვიდეულს” აღნიშნავს.