Category: არქივი

  • ​შრი-ლანკაში ნებისმიერი სამოსით სახის დაფარვა აიკრძალა

    შრი-ლანკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში  ნებისმიერი სამოსით სახის დაფარვა აიკრძალა. გადაწყვეტილებას ხელი შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაითრიპალა სირისენამ მოაწერა. აკრძალვის მიზეზად განმარტებულია, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სამართალდამცავებს საეჭვო  პიროვნებების იდენტიფიცირება მარტივად უნდა შეეძლოთ.

    21 აპრილს შრი-ლანკაზე მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი დაშავდა.

    ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ აიღო”.აფეთქებების კვლავ განმეორების რისკის გამო, კუნძულზე ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაშია.

  • “საპატრიარქომ მომატყუა”-მამა გიორგი მამალაძის ოჯახი აქციებს განაახლებს

    მამა გიორგი მამალაძის ოჯახი აქციების განახლებას აანონსებს. პარასკევს 17:00 საათზე დეკანოზის ოჯახი და ახლობლები საპატრიარქოსთან აქციას გამართავენ. 

    მსჯავრდებული მამალაძის ძმა  აცხადებს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა. თორნიკე მამალაძის თქმით, მამა გიორგის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    „ამ კვირაში ოჯახის წევრები ვგეგმავთ ისევ და ისევ ამჯერად საპატრიარქოსთან აქციის გამართვას ჩემი უდანაშაულო პარალიზებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგანაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არაერთი ექსპერტი საუბრობს ამაზე. აქამდეც გვქონდა იმედი, რომ საპატრიარქო გადადგამდა ნაბიჯს, მაგრამ მათ პირდაპირი მნიშვნელობით მომატყუეს, რადგანაც მეუბნებოდნენ, რომ უკვე გადაწყვეტილია ჩემი ძმის გათავისუფლება და მე შემეძლო კარავი ამეღო და წამოვსულიყავი სახლში, მაგრამ დავინახეთ, რომ მათ მოიტყუეს. ისინი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

  • შსს-მ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

    შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 ვაზნა ამოიღეს.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • თავდაცვის მინისტრმა ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა.იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

    ლევან იზორიამ მუხათგვერდიდან ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

  • კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

    კახეთში, ილტოს ხეობაში მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, ავარიის დროს ადგილზე მამაკაცი  დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

    თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტოიოტა”-ს მარკის ავტომანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა.

    დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

  • თბილისში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

    თბილისში, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდისა და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

    კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

    მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

    თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს“, – აცხადებენ შსს-ში.

  • გურჯაანის რაიონში მამამ შვილი მოკლა

    გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა. შვილის მკვლელობისთვის  დაკავებულია 69 წლის მამაკაცი.

    40 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით  გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

    საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

  • რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

    რუსთავის ავტობანზე ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მგზავრი კი დაშავდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,33 წლის მამაკაცი კლინიკა “პინეოს” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა.  

    თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის ადგილზე გარდაცვლილის ახლობლებსა და ექიმებს შორის შელაპარაკება მოხდა, შედეგად ერთ-ერთი ექიმი მსუბუქად დაშავდა.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიბანის, ბარალეთისა და ფოცხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV მიკრორაიონისა და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძისა და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წავკისის, ამაღლების, ავთანდილისა და ბოლო აღმართის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი წავკისის, ტაბახმელისა (ნაწილობრივ) და შინდისის მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანისა და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:40 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩისა და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისისა და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“

  • როგორ ცხოვრობს მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე “ზუმბა“ ამერიკაში

    მუსიკოს ზაზა კორინთელი, იგივე “ზუმბა” უკვე 4 წელია, რაც სამშობლოდან წავიდა. P.S. მას კალიფორნიაში სან-ხოსეში ესტუმრა. მუსიკოსს სამშობლოს დატოვება არ უნდოდა, თუმცა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. აქ მისთვის უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ ჩანდა. ამერიკაში საცხოვრებლად “ზუმბა” 2015 წელს წავიდა. მისმა ბენდმა ამერიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ბენდი უკან, საქართველოში დაბრუნდა, ზუმბა კი ამერიკაში დარჩა. 

    ზუმბა სანხოსეში იქაურ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. სანხოსეში ბევრი ქართველი ემიგრანტი მეგობარიც ყავს. ისინი ერთად ხშირად იკრიბებიან. ამბობს, რომ კალიფორნიაში არცერთი უსაქმური ქართველი არ უნახავს. 

    “ზუმბას” მისი იქაური ბენდის წევრებთან ერთად ორსაათიანი რეპერტუარი აქვს დამუშავებული. მუსიკოსის თქმით, პროექტი ჩასაწერად აქვს გამზადებული ალბომის სახით, თუმცა როგორც ამბობს, ამისთვის ფინანსებია საჭირო.

    მღერიან კლუბებში, ქუჩებში. ამბობს რომ თუ მუსიკოსი ხარ ყველგან უნდა იმღერო. თავის ბენდთან ერთად 30 მდე კონცერტი უკვე ქონდა, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში და ფილადელფიაში. 

    “მე ვარ ქართული წარმოშობის დედამიწელი. აქ მე არასდროს არ მიგრძვნია თავი რომ მე ვარ ჩამოსული. მე ვარ აქაური. უფრო მეტსაც ვიზამ ჩემი ქვეყნისთვის აქედან, ვიდრე მე რომ იქ დავრჩენილიყავი და მეწვალა, ლოკალურ ჭაობში ჩავრჩენილიყავინ. თუმცა მოვა დრო ალბათ ჩემი მუსიკალური პროექტებით, ფესტივალებით გაგახარებთ. ჩამოვალ, მაგრამ არა მარტო. დიდი ჯარით.  “ – ამბობს ზუმბა