












გოგიტა ბუხაიძის ფოტო













“საფრთხე უკვე რეალურია, ხელისუფლება სამწუხაროდ დუმს”- სამოქალაქო აქტივისტი გოგიტა ბუხაიძე დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობაზე აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ კონკრეტული მიწების მიტაცებას არ ეხება. ბუხაიძის აზრით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია.
“ეს ინფორმაცია ქვეყანამ გაიგო ბერების მეშვეობით და არა მესაზღვრეების მეშვეობით, მამა კირიონმა დარეკა საგარეო საქმეთა სამინისტროში”
ბუხაიძის თქმით, საქმე სერიოზულადაა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას საფრთხე ემუქრება,რადგან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის დასაკუთრებას 5 მაისს აპირებენ. სწორედ ამიტომ ის მოუწოდებს ყველას იბრძოლონ, დავით გარეჯის დასაცავად.
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმურა.
„სწორედ პუტინმა მოსთხოვა პოროშენკოს, არ მივეწვიე ინაუგურაციაზე 2014 წელს, დღეს კი მისი წარმომადგენლები ზელენსკისგან კატეგორიულად ითხოვენ, არათუ იმას, რომ მოქალაქეობა არ დამიბრუნონ, არამედ იმას, რომ არ შემიშვან უკრაინაში. ასეთი მოთხოვნა პუტინმა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას წაუყენა , არამედ თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამას განიხილავდა ის 2016 წელს პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრისას. ასე რომ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ახლადგამომცხვარო ტროლო.. ეს თქვენი საქმე არ არის, ჩვენ უკრაინელებთან თავად გავერკვევით“, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს.
„რაც შეეხება თავისუფლებას, შეგიძლიათ ეს დაიწყოთ არა რუსებისგან, არამედ ქართველებისგან ან ყოფილი ქართველებისგან. უსამართლობა იქნება, რომ უკრაინული პასპორტი არ დაუბრუნოთ ადამიანს, რომელიც ადრე იყო ქართველი, ახლა კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. მე ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს“ – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
პუტინმა ჟურნალისტებს შეახსენა რომ სააკაშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და ქვეყნიდან უკანონოდ გააძევეს, ამიტომ სწორი იქნებოდა ის დააბრუნონ უკრაინაში. პუტინის თქმით, სააკაშვილის დარღვეული უფლებები უნდა აღადგინონ, ისევე როგორც უკრაინის ბევრი სხვა მოქალაქის, რომლებიც იძულებული გახდნენ ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინათ და წასულიყვნენ უკრაინის დღევანდელი რეჟიმის დევნისგან თავის დასაღწევად.
პუტინმა ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა რომ უკრაინა მიანიჭებს თავისუფლებას და დაეხმარება ყველას, ვისაც მასთან ბრძოლის სურვილი ექნება.
“უკრაინა უარს არ იტყვის თავის მისიაზე, იყოს დემოკრატიის მაგალითი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და ამ მისიის ნაწილი გახდება დაცვის, თავშესაფრის და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ყველასთვის, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ თავშესაფარსა და დავეხმარებით ყველას, ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“ – განაცხადა უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.
უკრაინაში როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში ლუგანსკის რესპუბლიკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემის პირველი ცენტრი ამოქმედდა. როგორც საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ აცხადებს მეორე ცენტრი ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის“ მცხოვრებლებისთვის სამშაბათს გაიხსნება.
24 აპრილს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის პასპორტების გამარტივებულად გაცემის შესახებ უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მცხოვრებლებისთვის. პუტინმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაორმაგებული რაოდენობით იმყოფებიან. მამა კირიონის ინფორმაციით, გუშინდელი დღის შემდეგ საზღვარზე ახლა უკვე 20-მდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმყოფება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ მეზობელი ქვეყნის გეგმები საყურადღებოა და ქვეყნის კულტურული მემკვდირეობა საფრთხის წინაშე დგას. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებენ და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.
არქიმანდრიტმა კირიონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და იქ არც ტურისტებს და არც სასულიერო პირებს უშვებდნენ. მოვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აზერბაიჯანი დავით გარეჯის მონასტრის მიმდებრედ ჩაკეტილ პუნქტებს გახსნის. მესაზღვრეებმა გზა გახსნეს, თუმცა ბილიკს ისევ ავლებენ და მათი რაოდენობაც გაზრდილია.
რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი კოლონა “ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
რუსული მედიის ცნობით, 30 ბაიკერი სალონიკში მიემგზავრებოდა.
შსს აცხადებს, რომ მათ უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ. ამ მუხლის მიხედვით უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს: “როგორც ირკვევა, 5 მაისს, აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი მტკიცე პოზიცია.(იმედია ეს ასე არ მოხდება)არ დავიწყებ საუბარს იმ უსუსტეს რეაქციაზე, რომელიც დავინახეთ პოლიტიკოსების მხრიდან.ეს ისედაც ნათელია.თუ აზერბაიჯანელები გაბედავენ და განახორციელებენ თავის გეგმას, მზად არის საზოგადოება დადგეს ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად? მოსაფიქრებლად გვაქვს სულ რამდენიმე დღე. გულწრფელად გეტყვით – არ მაქვს არანაირი იმედი იმისა, რომ მთავრობა ღირსეულ პასუხს გასცემს აზერბაიჯანულ მხარეს. იმედია ვცდები. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დადგება დავიდ გარეჯშიც. მოვუწოდებ მთავრობას ღირსეული პასუხი გასცეს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანულ სახელმწიფოს. მოვუწოდებ საზოგადოებას მოემზადოს ჩვენი ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან ჩვენი მთავრობის იმედი არავის აქვს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ. ძალა ერთობაშია!ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს. მოპარულია 50 ათასი დოლარის ღირებულების ნაწილები. ძარცვის შესახებ მაღაზიის მეპატრონეებმა 1 საათის წინ გაიგეს, როგორც მეპატრონეები ამბობენ შიდა და გარე პერიმეტრზე
მაღაზიაში სათვალთვალო კამერების ელექტროსადენები გადაჭრილია შესაბამისად ვიდეო-ჩანაწერები არ არსებობს. მაღაზიას კერძო დაცვის სამსახური – “ტიგონისი” იცავს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.