სეტყვა ყვარელში. დაზიანებულია 300 ჰექტარი ვენახი

Written by

in

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ სოფელ შილდაში, დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა. სეტყვას ძლიერი ქარი ერთვოდა. წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც თელავი – ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *