Category: არქივი

  • ზუგდიდში მარკეტის დამყაჩაღებელი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.

    დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში დააკავა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

  • დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან აქტივისტებმა საქართველოს დროშა ააფრიალეს

    დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა ფრიალებს. ის  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაიტანეს, რომლებიც გარეჯაში თბილისიდან და საგარეჯოდან ჩავიდნენ.

    „ერთმანეთს ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ არ დაისაკუთრონ ეს ჩვენი ადგილები და ტერიტორიები. სადაო არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენია, მაგრამ თვითონ გვედავებიან,“ – ამბობს მოქალაქე.

    მოქალაქეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა და რის გამოც, უნიკალური ქრისტიანული ძეგლების ნახვის და ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ქართველ მომლოცველებს, ტურისტებს და სასულიერო პირებსაც აეკრძალათ.

    „საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, საპარლამენტო დელეგაცია იქნება ეს თუ საპრეზიდენტო მხარე იქნება, ყველამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი და იმ პროცესებში არ უნდა გადაიზარდოს, რაც დღესდღეოსობით კავკასიაში სუფევს და მითუმეტეს, ეს ყველაფერი რუსეთს აძლევს ხელს და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსახლეობაც უნდა ვიყოთ ისე, რომ ეს ყველაფერი არ მივიდეს იმ ზომამდე, რაც გამოიწვევს უკვე ესკალაციას ამ ყველაფრის,“ – აცხადებს ერთ–ერთი აქტივისტი.

    დავით გარეჯის უდაბნოში დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისიდან და საგარეჯოდან ჩასულმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთ ტაძართან ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს.

    აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს არც ქართველმა და არც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.

  • “ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”-რას წერს სააკაშვილი ნინი ქარსელაძის კონცერტზე

    მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ყვარლის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტის შესახებ წერს. 

    “25 ათას მაცხოვრებლიან რაიონში ჩემი გახსნილი საავადმყოფოს რეანიმაცია დახურეს “უსახსრობის” გამო ,ადამიანები ეღუპებათ და სამაგიეროდ,შეხედეთ,ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”

    ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალსოფლის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6249 ლარი დაიხარჯება.

  • ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

    ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში  ემბრიონი იპოვეს. ამის შესახებ პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა.

    ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საავადმყოფოში  საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • “არა საარჩევნო პლაკატებს!”- ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პოსტერებისთვის განკუთვნილი თანხით 24 ნერგი დარგო

    “არა საარჩევნო პოსტერებს”- ამ ლოზუნგით დღეს  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პოსტერებისთვის განკუთვნილი თანხით ოქროყანაში 24 ნერგი დარგო.  იოსელიანის თქმით, ის  მაქსიმალურად ცდილობს ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს და სწორედ ამ მოტივით  ამბობს უარს საარჩევნო პლაკატების ბეჭდვაზე. მაჟორიტარის თქმით, დანაზოგი ფული მთლიანად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას  მოხმარდება.

    “არა საარჩევნო პლაკატებს! პლაკატების ნაცვლად, გამწვანება. მე და ჩემმა გუნდმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტი, რომელიც წინასაარჩევნო პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს – სჯობს მთაწმინდის, ვერის, სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს”-აცხადებს  ლევან იოსელიანი.

    ლევან იოსელიანი მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

    პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

  • შსს აღდგომის დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვების და მარშრუტების სიას აქვეყნებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს მარშრუტებს და შეზღუდვებს, რომლებიც  28–29 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე დაწესდება: 
    • საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

    • კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

    • მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

    • თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

    საპატრულო პოლიცია ასევე მოსახლეობას აცნობებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება.

  • აღდგომის ღამეს მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ   საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასოდ იმოძრავებს. დადგენილია 8 მარშრუტი საიდანაც მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტს შესთავაზებენ.

    27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე  მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.  გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები.

    28 აპრილს, დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს, 80 ერთეულამდე. მერიის  ინფორმაციით ამ მარშრუტებზე მგზავრობა უფასო იქნება.

  • ლიბიიდან დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურებს საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს

    ლიბიიდან დაბრუნებულმა ორმა ქართველმა მეზღვაურმა, რომლებსაც ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების გამო, ლიბიის ტერიტორიას არ ატოვებინებდნენ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ხმაურით გადმოკვეთეს.
    ერთ-ერთი მეზღვაურის განცხადებით, თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტზე, ქართულ მხარეს მესაზღვრეები საზღვრის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. მათი ინფორმაციით, მესაზღვრემ მათ პასპორტს ფოტო გადაუღო და მისი გამოკითხვაზე გადაყვანა სურდათ.
    სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ მეზღვაურების ახლობლები და ოჯახის წევრები. ისინი დეტალურად არ ყვებიან თუ რამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მეზღვაურებს საბაჟოს გადმოკვეთის საშუალება მხოლოდ მხოლოდ მათი პროტესტის შემდეგ მისცეს.
    ახლობლების უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა არცერთი ოფიციალური პირი, მათ შორის არც საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს წარმომადგენლებიც
    რამდენიმე თვის წინ, ლიბიაში გემზე გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის  დატოვებას რამდენიმე თვე ვერ ახერხებდნენ. მეზღვაურები მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდნენ.
    რაულ ტაკიძემ და მნუჩარ კეკლიძემ ქვეყანაში დაბრუნება დრეს, 26 აპრილს საღამოს შეძლეს.
    შს სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მეზღვაურები დაბარებულები არიან გამოკითხვაზე, სწორედ ამის გამო მოხდა შეყოვნება, რადგან მათ ამის შესახებ საზღვარზე აცნობეს აცნობეს.  

    წყარო: აჭარის ტელევიზია

  • დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

    დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ და აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სიწმინდეების იარაღით დაცვა და ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
    სასულიერო პირები ჩიჩხატურის მონასტერს იხსენებენ. წლების წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა პრეტენზია მის კუთვნილებაზე და დღემდე იქ შესვლას ქართველი მომლოცველები და ტურისტები ვერ ახერხებენ. სასულიერო პირებს ეშინიათ იგივე არ განმეორდეს.
    „ვცდილობდით, რომ დაგვეცვა მონასტერი, მაგრამ შემდეგ თბილისიდან ყველამ დარეკა, ვინც კი იყო მგონი, მაშინ მთავრობაში, გვთხოვდნენ, რომ ჩამოვსულიყავით, რომ არ გაგვერთულებინა სიტუაცია, არ გამოგვეწვია პროვოკაცია, არ გაგვეღიზიანებინა. ისეთი ლაპარაკი იყო, რაც დღეს მიმდინარეობს, როდესაც გუშინაც განაცხადეს, რომ ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი. სახლში ადამიანი შემოგივარდა და თურმე ის არ უნდა გააღიზიანო, შენ წყნარად უნდა იყო. ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი, ჩვენ მაშინ დავთანხმდით, ჩამოვედით, დადგა იქ პოსტი და როგორც მაშინ დადგა, იმის შემდეგ, აგერ უკვე 15 წელია, დგანან იქ და არავის აძლევენ უფლებას გადავიდნენ მეორე მხარეს და კოშკთან მისვლაც პრობლემაა,“ – ამბობს დავით გარეჯში მყოფი ერთ-ერთი სასულიერო პირი.
    დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. სასულიერო პირები შიშობენ, რომ  სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.
  • “არ ვაკეთებ კომენტარს“–ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის მინისტრთან კავშირების შესახებ

    „არ ვაკეთებ კომენტარს“- ასე პასუხობს ვანო ჩახარტიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, დაინიშნა თუ არა ნათია თურნავა ეკონომისტის მინისტრის პოსტზე მისი რეკომენდაციით. თუმცა ჩხარტიშვილი თურნავასთან მეგობრობას არ უარყოფს. 

    ბიზნესმენთან ინტერვიუს ჩაწერა, რომლის სახელი ბოლო დროს არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, ჟურნალისტებმა სამების ტაძართან სცადეს.

    თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი მთავარი რეკომენდატორი ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ვანო ჩხარტიშვილი იყო და მან მინისტრის პორტფელი სწორედ ჩხარტიშვილის ბიზნეს ინტერესების გასატარებლად ჩაიბარა.
    „არ ვაკეთებ კომენტარს. როცა გნებავთ მობრძანდით და მოგცემთ ინტერვიუს,“- განაცხადა ჩხარტიშვილმა.