Category: არქივი

  • “უნდა დაიბლოკოს ზურაბიშვილის ანგარიშები ფეისბუქსა და ტვიტერში”- გოცირიძე

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერში“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის გაზიარების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოსავალი მარტივია. მისი განცხადებით, უნდა დაიბლოკოს პრეზიდენტის ანგარიშები „ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში დაშვებული შეცდომების გამო სკანდალში გაეხვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა შსს-მ დაიწყო. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდებზე დაშვებული შეცდომების გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კიბერდანაშაულის მიმართულებით დაიწყოს.

    საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.

    ადმინისტრაციის განმარტების პარალელურად, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი უხერხული შეცდომა გამოჩნდა.ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.

    პრეზიდენტის გვერდზე ეწერა რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი ქართველი მხატვარი იყო.

  • “ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ”-სანდრა რულოვსი

    “ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ”-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ბრიფინგზე განაცხადა.

    რულოვსის თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების პირად ინფორმაციას გასცემს,  რათა შემდეგ მათზე რუსეთის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიება განხორციელდეს.

    “ჰააგის ტრიბუნალზე შეიძლება ჩვენი გენერლების, ჩვენი ჯარისკაცების დაკითხვა დადგეს. ისინი დამნაშავეები კი არ არიან, ისინი არიან გმირები და არ დავუშვებთ რომ ისინი დამნაშავედ აღიარონ”-განაცხადა რულოვსმა.

  • 2019 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი ქონება ივანიშვილმა იყიდა

    2019 წლის პირველ  კვარტალში სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი ქონება ივანიშვილმა იყიდა-ამის შესახებ ინფორმაციას BMG აქვეყნებს.

    2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის შედეგად 21,291,197 ლარის ღირებულების ქონება გაყიდა. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით ნაკლებია. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან ფაქტობრივად შესული თანხა (გადახდილი საფასური) 18,665,836 ლარს შეადგენს.

    ინფორმაცია BMG-მ  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა.  სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი გაყიდული ობიექტი აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა 40-ში მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა იყო, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

    აღნიშნული ტერიტორია 3,540,000 ლარად შპს “სანაპიროს ხედმა” შეიძინა, რომლის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი” ფლობს. პანამური კომპანიის მფლობელი კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

    ამავე კომპანიას ეკუთვნის კიდევ ერთი შპს „აბასთუმანი 2019“-, რომელიც 2019 წლის 19 მარტს არის რეგისტრირებული.

    “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი მაქსიმალური 2015 წელს იყო და 105,947,000 ლარს შეადგენდა. ყველაზე ნაკლები – 64,624,000 ლარის პრივატიზაცია კი 2017 წელს განხორციელდა. 2018 წელს საპრივატიზაციო შემოსავალი 88,714,889 ლარის ტოლი იყო.

    2019 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა გაცილებით უფრო მასშტაბურ – 170 მლნ ლარის პრივატიზების ტალღას გეგმავდა. ამ განცხადების მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტით, წელს სახელმწიფო ორჯერ ნაკლები – 70,000,000 ლარის პრივატიზებას გეგმავს.

  • „ოცნების“ მხარდამჭერები ბაჩანა შენგელიას დაუპირისპირდნენ

    ქართული ოცნების მხარდამჭერები ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის ამსახველ კადრებს  “რუსთავი 2” ავრცელებს.ბაჩანა შენგელია მისი გარდაცვლილი დედით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს. ინციდენტი სოფელ დარცელში მოხდა.

    შენეგელიას თქმით, ქართული ოცნების აქტივისტებმა დღეს მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყვეს, რომლის მიზანიც მისი და მისი ოჯახი დისკრედიტაციაა.

  • “პრეზიდენტის „ტვიტერზე“ და „ფეისბუქზე“ კიბერშეტევაში ეჭვმიტანილი თავად პრეზიდენტია”-ლევან ხაბეიშვილი

    ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეცდომების  გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    “სალომეს ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ კიბერშეტევას არ გამორიცხავენო, ანუ რომ კითხეს “შალომეს” მისი პასუხიდან ვერც ამათ გამოაქვთ აზრი და ამიტომაც არ გამორიცხავენ,ჩამოართვით ტელეფონი და შეუზღუდეთ ინტერნეტი ხომ ხედავთ – ქაჯია

    P.s პრეზიდენტის ტვიტერზე და ფბ – ზე კიბერშეტევაში ეჭვმიტანილი თავად პრეზიდენტია”-წერს ხაბეიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში დაშვებული შეცდომების გამო სკანდალში გაეხვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა შსს-მ დაიწყო. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ  გვერდებზე დაშვებული შეცდომების გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კიბერდანაშაულის მიმართულებით დაიწყოს.

    საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.

    ადმინისტრაციის განმარტების პარალელურად, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი უხერხული შეცდომა გამოჩნდა.ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.

    პრეზიდენტის გვერდზე ეწერა რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი ქართველი მხატვარი იყო.

  • ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

    28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 25 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, გარდაცვლილმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა,რომელშიც მისი ბრალეულობა იკვეთებოდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “არ მოიპარო 17 მაისი.“ ლგბტ თემი სუხიშვილებს მოუწოდებს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე არ იცეკვონ

    მოვუწოდებთ სუხიშვილებს უარი თქვას 17 მაისს, საპატრიარქოს გალა კონცერტში მონაწილეობაზე!
    ამ მოწოდებით ქართული ლგბტ თემი სუხიშვილების ანსამბლს მიმართავს, რომელიც 17 მაისს საპატრიარქოს მიერ შემოღებული “ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნავ კონცერტზე გამოსვლას გეგმავს.
    “17 მაისს, საპატრიარქოს დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, სამების ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები.
    17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ ამ დღეს “ოჯახის სიწმინდის დღე” დაარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.
    უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!
    მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!
    გააზიარეთ ეს ივენთი და გამოიყენეთ ჰეშთეგები: #ნუიქნებიგრინჩი #არმოიპარო #17მაისი“ – ნათქვამია ლგბტ თემის განცხადებაში.
    17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორის მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
    2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ.
    მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება, რაც ლგბტ თემის მხრიდან რაიმე აქციის გამართვას გამორიცხავს.
    წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც აფიშის მიხედვით ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილებიც მონაწილეობს. . ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.
    17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის არის გალა კონცერტიც ქართველი მომღერლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით.
  • ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს

    29 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ი.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (Lyrica – 56 აბი) გამოავლინეს.

    შინაფან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 261-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით.

  • პანკისის სახალხო კრება ხელისუფლებას მიმართავს

    პანკისის სახალხო კრება  საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიმართავს, მონაწილეობა მიიღონ პანკისის ხეობაში 21 აპრილს შექმნილი კრიზისის დაძლევაში. კრების წევრები მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო.

    “რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21აპრილის წინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება,ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

    ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში არსებობს და შიდა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხშირად ექცევა ქვეყნის მტრების ყურადღების და ინტერესის ქვეშ.

    შესაბამისად, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 21 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია.

    თავის მხრივ, სახალხო კრების თავდაპირველი შეკრების მიზანი იყო სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში არსებული სახალხო პროტესტის დარეგულირება და ასევე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უზრუნველყოფის მცდელობა. თუმცა, სამწუხაროდ ჰესების მშენებლობის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების გარეშე, სრულიად მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ხეობაში, რაც მოვლენების სპონტანურად განვითარებისა და ადგილობრივების ჭარბი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

    ამ უკმაყოფილების და შელახული ნდობის საფუძველს კი წლების განმავლობაში ჩვენს ხეობაში სოციალურ კონტროლსა და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქმნიდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან დემოკრატიულ კომუნიკაციას მოკლებული გადაწყვეტილებების გამო მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის.
    ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას.

    ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი. ასევე, გვჯერა რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას ხეობაში და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას.

    ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დროულად შეგვხდეს ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად ვიმუშავოთ შექმნილი სირთულეების დაძლევის და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება.

    ჩვენ ვითხოვთ ხეობაში სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას და გვესმის, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობის და დემოკრატიული კომუნიკაციის გარეშე.” -ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

  • მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინები აშენდება

    სამხედრო მოსამსახურეებისთვის  მახათას მთაზე ბინების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა. ბახტაძემ სამხედროებს  პროფესიული დღე მიულოცა და ახალი ინიციატივა გააჟღერა.

    პრემიერ მინისტრის თქმით,  საცხოვრებელ ფართებს მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები მიიღებენ.ინიციატივის მიხედვით, ბინის საფასურის 40 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.

    “დღეს ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას ახალი უბნის ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური პროექტი პირადად ჩემთვის.

    მე განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, ის რომ უკვე 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა სურვილი და გაწევრიანდება იმ ამხანაგობაში, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად აქ ავაშენებთ ამ ახალ უბანს ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება კიდევ ბევრი სხვა” – განაცხადა  ბახტაძემ.