Category: არქივი

  • “ძალიან სამწუხაროა, თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია”- თინა ხიდაშელი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ვლადიმერ  ჩაჩიბაიას განცხადებას უარყოფითად აფასებს და თავდაცვის უწყებისგან განმარტების გაკეთებას მოითხოვს. 

    “ძალიან სამწუხაროა თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია. მძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო და ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, იყო მხოლოდ სამოქალაქო ომი,”-აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

    საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის განცხადებაში, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები სამოქალაქო ომებად მოიხსენია.

    „28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინ, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • “თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება”-კალაძე

    “თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები 8-მეტრიანია და 53 მგზავრზე გათვლილი, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

    „ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით,  ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, wifi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi- სიგნალით დაფარვას”,- განაცხადა  კალაძემ.

    მერიის ინფორმაციით, მომწოდებელმა ეს ავტობუსები 8-თვიან პერიოდში უნდა შემოიყვანოს და ამისთვის, ხელშეკრულების პირობებით, თბილისის მუნიციპალიტეტი 64 მილიონ 790 ათას ლარს იხდის.

  • „28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო”- გენშტაბის უფროსის სკანდალური განცხადება

    საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის განცხადებაში, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები სამოქალაქო ომებად  მოიხსენია.

    ეს განცხადება ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინ  საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, მისი თქმით  საქართველომ  მხოლოდ ერთი  ომი გამოიარა რუსეთთან.

    „28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

  • “ეს არ არის უჩვეულო” -ზურაბიშვილი დავით გარეჯზე

    “არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა”-სალომე ზურაბიშვილი “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში” აცხადებს, რომ  დავით გარეჯის ირგვლივ არაფერი უჩვეულო და მტკივნეული არ ხდება. ზურაბიშვილისთვის  გასაკვირი აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ   აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა ცოტა ხნით ადრე  დავით გარეჯში პრეზიდენტის ვიზიტს დაუკავშირა.

    “ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს მე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე — გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ მე ადრეც ვმონაწილეობდი — რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ აგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტი მიიჩნევს რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი სწრაფად უნდა განხორციელდეს წინასწარი დათმობების გარეშე.

    “მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით.”-განაცხადა პრეზიდენტმა.

  • “არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად აღიქვან”-პრეზიდენტი ამერიკულ ბაზებზე

    “არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად აღიქვან”- ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამერიკული ბაზების განთავსება საქართველოში სარისკოა, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს.

    “არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა

    თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამი  ადამიანი  საავადმყოფში გადაიყვანეს.

    ავარია გუშინ დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

    ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • ვენესუელაში ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა ( ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს)

    კადრები, რომლებსაც  ვენესუელის ტელევიზია ავრცელებს,   ჩანს, როგორ გადაუარა ეროვნული გვარდიის ჯავშანტექიკამ მომიტინგეებს.
    ვენესუელაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

    30 აპრილს ხუან გუაიდომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო. მან მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამხედროები “დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ.
    გუაიდომ ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად აღიარა ევროპარლამენტმა.  პირველი ქვეყანა   რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.
    ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.  გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს აღიარებენ. 

    გუაიდოს ელჩმა აშშ-ში პრესკონფერენცია გამართა სადახ  განაცხადა, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს არის ოპერაცია, რომელიც ახლა დაიწყო და თქვენ ნახავთ სხვა მოვლენებს საათების და დღეების განმავლობაში. ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ესაა კონსტიტუციური კრიზისი, რომელსაც მართავს ვენესუელელი ხალხი”, – განაცხადა მან და ნიკოლას მადუროსაც მიმართა:  “თქვენი დრო წავიდა. ვენესუელა მზადაა ცვლილებებისთვის, თქვენ უნდა მისცეთ ვენესუელელ ხალხს დემოკრატიული სისტემის შექმნის შესაძლებლომა. ვერავინ შეაჩერებს ამ პროცესს”. 

    ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს
  • “არ ვარ საქმის კურსში” -ლაშა ჟვანია პრეზიდენტის სკანდალზე

    ვინ აზიარებს პოსტებს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე ამის  შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ მოქმედ უფროსს პასუხი არ აქვს.

    „ვერ გეტყვით, დღეს გადაბარების რეჟიმში გახლდით, არ ვარ საქმის კურსში. მე მოვისმინე პრეზიდენტის სპიკერის განცხადება, სხვა ამაზე დამატება არ შემიძლია. გადაბარების პროცესში ვიყავი და პრეზიდენტს ვახლდი, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ასევე, ვაზიანში თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ გადაცემა “არჩევანში”.

    ჟვანიამ არც ის იცის ვინ დაიკავებს მის ადგილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი თქმით, საქმე მის 3 მოადგილეს გადააბარა.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში დაშვებული შეცდომების გამო სკანდალში გაეხვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის ოფიციალურ  გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა შსს-მ დაიწყო. შესაძლოა, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდებზე დაშვებული შეცდომების გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კიბერდანაშაულის მიმართულებით დაიწყოს.

    საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.

    ადმინისტრაციის განმარტების პარალელურად, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი უხერხული შეცდომა გამოჩნდა.ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.

    პრეზიდენტის გვერდზე ეწერა რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი ქართველი მხატვარი იყო.

  • გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა.  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ დადგა, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო  არჩევნების შემდეგ შევიდა. ამ ცვლილებით ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო გაუქმდა.  მთავრობამ მის ნაცვლად ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შექმნა, რომლის ფუნქცია  უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია იქნება. ეს არის 8 წევრისგან შემდგარი სათათბირო ორგანო. მისი მუდმივი წევრები არიან შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველს ხდომას ხვალ, 12:00-ზე გამართავს.