Category: არქივი

  • მელია კიდე მიიღებს უზრდელობის და უტაქტობის გამო, პროვოკატორია ჩვეულებრივი – პაპუაშვილი

    „ნიკა მელია რაც არის და ვინც არის, არ იცით? კიდე მიიღებს უზრდელობის და უტაქტობის გამო, უზრდელი და პროვოკატორია ჩვეულებრივი,გამომიწვია ჩხუბში, პროვკატორია ჩევულებრივი“ – ასე პასუხობს ჯურნალისტების შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი ნიკა მელიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, დღეს დილით, პარლამენტის შესასვლელთან, სესიის დაწყებამდე ზაზა პაპუაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც პაპუაშვილი ამბობს, დაპირისპირება ნაწილობრივ ფიზიკური იყო, ნაწილობრივ – სიტყვიერი.

  • რონალდომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა

    ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 9,5 მილიონ ფუნტად შეფასებული ”Bugatti La Voiture Noire” შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას მარკა ავრცელებს.

    ავტომობილის მწარმოებლები ადასტურებენ, რომ რონალდომ მართლაც შეიძინა 2019 წელს ჟენევის ავტოშოუზე წარდგენილი უახლესი ბუგატი.

    ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, რომელიც ცნობილია როგორც ე.წ ”Super Car”-ების წარმოებით, აღნიშნული ბუგატი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოუშვა და იგი კომპანიის დაარსების 110 წლისთავს მიეძღვნა. მათი თქმით ეს მანქანა ”Bugatti Type 57 SC Atlantic”-ის გათანამედროვებული ვერსიაა.

  • წულუკიანის მოადგილედ სუს-ის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა

    პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეა წულუკიანის მოადგილედ სუს-ის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნა. პრემიერის  ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ალექსანდრე ტაბატაძე, სუს-ის ერთ ერთი ყველაზე მდიდარი მაღლაჩინოსანია. 

  • “ბევრი რამე შერჩა პაპუაშვილს”-მელია დაპირისპირების შესახებ

    “ბევრი რამე შერჩა ზაზა პაპუაშვილს, არ ვაპირებ დეპუტატადწოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას. ივანიშვილის კალთას ამოფარებულ პაპუაშვილს რა გაუკეთებია, ერთი სიკეთე მაინც გაუკეთებია“? – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

    შეგახსენებთ, რომ  პარლამენტის შესასვლელთან სესიის დაწყებამდე  დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

  • პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

    პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა,აქციაზე  88 ადამიანი დააკავეს.

    ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, პირველი შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის  ლიონში მოხდა, სადაც საპროტესტო აქციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეებმა პოლიციას საღებავები ესროლეს, პოლიციამ კი საპასუხოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    აქციის მონაწილეები ასევე მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ.

  • საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების წარმატება მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე

    საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის (IIHF World Championship Division II) B ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და მომავალ წელსაც იმავე დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ქართველებმა მეხიკოს Santa Fe Ice Rink-ზე სადაც დებიუტანტები იყვნენ, ორ მატჩში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

    ქართველმა ჰოკეისტებმა სულ 5 თამაში ჩაატარეს. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო მატჩი ისლანდიასთან, სადაც ქართველები 3:0 მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მეტოქეს 6:3 სძლიეს. საბოლოო ჯამში, 2-5 ბალანსით საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა, რაც დებიუტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. A ჯგუფის გამარჯვებული ისრაელის ნაკრები გახდა, რომლებმაც ამ გამარჯვებით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

  • “ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს”-სანდრო ბრეგაძე

    “ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს”– ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

    “ქართული მარში” ფართომასშტაბიან აქციებს 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აანონსებს.

    სანდრო ბრეგაძის თქმით, მას და მის თანამოაზრეებს აქვთ კონკრეტული  გეგმა, რათა გეიაღლუმი თბილისში არ გაიმართოს.

    „რაც არ უნდა მოხდეს და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს, ჩვენს ქვეყანაში გეიაღლუმი არ ჩატარდება.ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას გეიაღლუმთან დაკავშირებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იქნება მკაფიო და რადიკალური.

    ჩვენ უკვე გვაქვს მობილიზაცია, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს. არ იქნება არანაირი ძალადობა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ასი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ქუჩებს და არ მისცემს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომებიც აღლუმს უწევენ ორგანიზებას ჩაატარონ ღონისძიება“, – განაცხადა “ქართული მარშის” წარმომადგენელმა.

  • ლივერპულის ფანების სამარცხვინო ქმედება – ბარსელონას პოლიცია ფანებს დაუპირისპირდა

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დაწყებამდე ბარსელონაში ინგლისელმა ქომაგებმა არეულობა მოაწყვეს. ლივერპულის ათეულობით ქომაგი სამეფო მოედანზე შადრევანთან შეიკრიბნენ, სადაც ლუდის გამყიდველი შადრევანის აუზში ჩააგდეს, ჩინელი ტურისტი კი მასხრად აიგდეს.

    {{VIDEO}}
    {{VIDEO}}

    საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო და მათი დაშლა ძალის გამოყენებით მოხერხდა.

    {{VIDEO}}

  • თიბისი ბანკის სათავო ოფისში Payme-ს შეძენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

    თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

    განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

    ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

    2 მაისს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თიბისი ბანკის მიერ უზბეკეთის წამყვანი გადახდის პლატფორმის, Payme-ს შეძენის შესახებ.

    პრესკონფერენციას გაუძღვებიან თიბისი ბანკის და Payme-ს მენეჯმენტის წარმომადგენლები. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, (მე-3 სართული)

  • ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში გარკვეულ მონაკვეთზე ისევ იმოძრავებს

    რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ ელექტრომობილების მძღოლებთან შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები დღეს აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

    მათი განცხადებით, მოძრაობის ნებართვა ელექტრომობილების მძღოლებს დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის ჩათვლით მიეცათ. ელექტრომობილების მძღოლების თქმით, ეს ტერიტორია  მათთვის მისაღებია.

    ელექტრომობილების გადაადგილება დღეიდან მხოლოდ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აიკრძალება.

    ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრომობილების ბულვარში მოძრაობის  აკრძალვას საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებითა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით ხსნიდა. 

    ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.