Category: არქივი

  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

    საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე მიმდინარე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.

    ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

    აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.

  • ყოფილი პირველი ლედი ტელეწამყვანი ხდება

    ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ტელეგადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ტელეარხ “მესამეზე“ გავრცელებული ანონსიდან ხდება ცნობილი.

    “მე პირადად სათქმელი მართლაც,  ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე მესამეზე ვისაუბრო”, –  მაკა ჩიჩუა მაყურებელს მიმართავს და ახალ გადაცემას აანონსებს.

    რა ფორმატის გადაცემას წაიყვანს ყოფილი პირველი ლედი და როდიდან ამ  ეტაპზე ცნობილი არ არის.

  • თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

    თბილისის ზღვაზე დაახლოებით 45 წლის  მამაკაცის ცხედარი  იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

    ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ნუცუბიძეზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა

    ნუცუბიძეზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

    გავრცელებული  ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და  ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა. სავარაუდოდ მას იარაღი გაუვარდა.

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

    აქციის მონაწილეების მოთხოვნები  შრომის უსაფრთხოებას შეეხება. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის ინსპექციას უპირობოდ უნდა შეეძლოს ყველა ობიექტის შემოწმება.

    ორგანიზატორები პრემიერს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. მათი  თქმით, სოციალურ კონტრაქტში ის საჭიროებებია ასახული, რომლებიც სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს გადაჭრის.

  • გახარიას დანიშვნა მისი არაფორმალური გავლენების გაძლიერებას ემსახურება – აბესაძე

    სტრუქტურულად არასწორი გადაწყვეტლება – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ეროვნული უსაფრთხიების საბჭოს მდივნად შს მინისტრს გიორგი გახარიას დანიშვნას. აბესაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ უშიშროების საბჭო თავიდანვე აქცია პოლიტიკური თამაშების სივრცედ. „პრეზიდენტთან კინკლაობის გამო ის ჯერ გააუქმეს, ახლა ისევ შექმნეს. პრინციპულად არასწორია მისი მდივანი იყოს ერთ-ერთი მინისტრი. არ შეიძლება გახარიას არაფორმალური გავლენების გაძლიერების პოლიტიკური ამოცანის გამო ასე არასწორად ყალიბდებოდეს უსაფრთხოების საბჭო. ეს არის სტრუქტურულად არასწორი გადაწყვეტლება და ემსახურება ნომინალური პრემიერის პირობებში გახარიას პოლიტუიკური არაფორმალური გავლენების გაძლიერებას“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე

  • “ეს ქალი აუცილებლდ დაასრულებს იმპიჩმენტით ” – ბოკუჩავა პრეზიდენტზე

    „ერთი-ერთში პუტინის ნარატვის გამეორებაა, პირდაპირ რუსული პროპაგანდის ტირაჟირება. საქრთველოს მიერ ომის დაწყებასთან ერთად, ეს არის ყველაზე სკანდალური განცხადება, რაც კი გაუკეთებია ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტს“ – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაბის“ წევრი თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რეკომნდებულად არ მიაჩნია საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო, საჭიროა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად შეფასდეს.
    „ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, – განუცხადა ამერკის ხმას“ სალომე ზურაბიშვილმა

  • პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომეს – კალაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

    „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა კონტექსტში გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

    „მე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ეს არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ჰქვია ევროპა, ნატო-სთან თანამშრომლობა. თქვენ იცით, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რაც მთავარია მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკებების შედეგად, მოლაპარაკების შედეგის პროდუქტი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ თემაზე, რაზეც მკითხეთ, საუბარი და განხილვა არ ყოფილა“, – განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. “ ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამერიკული ბაზების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტი  ფიქრობს, რომ ამერიკული ბაზების განთავსება საქართველოში სარისკოა, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს.

  • ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა

    თელავში ძლიერი წვიმა და სეტყვაა.  სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

    მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამ დროისთვის უცნობია მიყენებული ზარალის ოდენობა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისს, დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.