Category: არქივი

  • მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია

    მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია. საკითხთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  იმსჯელეს. გადაწყდა, რომ საკვალიფიკაციო  გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. 

    ტესტური გამოცდა 8 ივნისს ჩატარდება, ხოლო წერითი – 15 ივნისს. 

    საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია  შესაძლებელია 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

  • “სუსში მისვლას არ ვაპირებ”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საგამოძიებო უწყებაში ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა ის მისვლას არ აპირებს.

    მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მოდულის შენობაში მისვლა მისთვის დისკომფორტია, რადგან იქ მისი შვილის მკვლელები სხედან, ამიტომ დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე 5-ჯერ გამოკითხეს. ამბობს, რომ მაშინ მისთვის მტკივნეულ თემებზე მოუწია საუბარი. ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაბარება ამჯერად მიუნხენში სოციალურ ქსელში განხორციელებულ ლაივჩართვას უკავშირდება. ამბობს, რომ ემიგრანტებთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რათა შვილის საქმე საერთაშორისო უფლებადამცველებისთვის გაეცნო.

    „არ ვარ სუსში წამსვლელი, ყოველ ჯერზე ჩემი იქ მისვლა სიკვდილზე მეტია, ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეები იქ სხედან. თუ რამე სიბინძურე არსებობს, ყველაფრს ჩამს წინააღმდეგ ახორციელებენ, ცდილობენ, გამანადგურონ, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი

  • თელავში მამაკაცი დაჭრეს

    თელავში, 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.როგორც თვითმხილველები  ამბობენ, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების  თქმით, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • “აირჩიეთ ან ივანიშვილის მორიგი უცნობი შნირი,ან მთელს მსოფლიოში ცნობილი პიროვნება”-სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ტურისტებთან ერთად იმყოფება.

    სააკაშვილი ზუგდიდელებს მოუწოდებს,ქალაქის მერად სანდა რულოვსი აირჩიონ, რადგან მას მთელი მსოფლიო იცნობს.

    “აი,რატომაა სანდრა ზუგდიდის შანსი.გზად მიმავალმა ტურისტებმა იცნეს და ავტობუსი გააჩერეს… აირჩიეთ-ან ივანიშვილის მორიგი უცნობი შნირი,ან მთელს მსოფლიოში ცნობილი პიროვნება, რომელიც ზუგდიდს და სამეგრელოს დასვავს მსოფლიო რუკაზე.მეგრელებს ეს არ შეეშლებათ…”-წერს სააკაშვილი.

  • ტრისტან წითელაშვილი 9 მაისს ვაკის პარკში მისვლას იარაღით აპირებს

    ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ 9 მაისს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე პატივის მისაგებად ცეცხლსასროლი იარაღით აპირებს მისვლას. ამის მიზეზად, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული წითელაშვილი, მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას ასახელებს. მისი განცხადებით, მას თავს არაერთხელ დაესხნენ თავს, ამიტომ  წითელაშვილი არ გამორიცხავს თავდაცვისთვის მას იარაღი დასჭირდეს.

    “ყოველთვის იარაღით დავდივარ, სამხედრო მაღალჩინოსანი ვარ, შესაბამისად, კანონი მე ამის საშუალებას მაძლევს”, –აცხადებს წითელაშვილი.

    ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მას ბრალად 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედებოდა.

  • მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

    პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.ინფორმაციას ამის შესახებ  საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.ქალაქი ხონი სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც პრემიერი ბახტაძე ესწრება. 

    „ჩემთვის არის განსაკუთრებით ემოციური დღე. პირველ რიგში მსურს, მოგილოცოთ გიორგობა, ამ ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩემთვის ყოველი ჩამსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს“ — განაცხადა ბახტაძემ.

  • ბათუმიდან ორი ხე ივანიშვილის დენროლოგიურ პარკში წაიღეს (ვიდეო)

    ბათუმიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ორი ძირი ქაფურის ხე წაიღეს, წერს “Batumelebi”. ხეები ჯერ რკინიგზაზე გადაიტანეს, შემდეგ ცენტრალური მაგისტრალიდან ზღვის სანაპიროზე მდგარ ბარჟაზე. რკინიგზაზე ხის გადასატანად ჩახსნეს სარკინიგზო ხაზებიც, რომელიც მალევე აღადგინეს.დილის ხუთი საათიდან ექვს საათამდე თამარ მეფის გამზირზე, ბათუმის შემოსასვლელთან, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. რკინიგზის გადაკვეთის შემდეგ, ხე ნახევარი საათის განმავლობაში გაჭედილი იყო,  მის გასატარებლად კი ელექტროენერგიის ბოძის მოთხრა გახდა საჭირო.

  • 12 მაისის წილხვდომილობის დღედ სწრაფად გამოსაცხადებლად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

    8 მაისს წილხვდომილობის დღის სწრაფი წესით გამოსაცხადებლად საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

    რიგგარეშე სხდომაზე სწრაფი წესით ასამოქმედებელ კანონპროექტებს განიხილავენ. მათ შორის  შორისაა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც წილხვდომილობის დღედ 12 მაისი გამოცხადდება.

    12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება და შესაბამისად ისედაც უქმე დღეა. შესაბამისი ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობამ მიმართა. გადაწყვეტილება კი წილხვდომილობის დღის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გასული წლის დეკემბერში მიიღო.

    “მომავალ 2019 წელს სრულდება 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან. საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება. იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის შანსს ღვთის მიერ გარდამოვლენილი მადლის განახლებას. წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის კურთხევა, გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. მადლის განახლება გახდება გვირგვინი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი აღმავლობის პროცესებისა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, მოგზაურობაში, რომელიც მომავალ წელს ოცდამეათეჯერ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სამღვდელოებასა და მრევლისაგან შემდგარი ჯგუფები ყველა ეპარქიიდან“, – აღნიშნულია სინოდის 2018 წლის განჩინებაში.

  • გუგული მაღრაძეს კლუბები და ელექტრონული მუსიკა არ მოსწონს

    უმრავლესობის დეპუტატს გუგული მაღრაძეს კლუბები და ელექტრონული მუსიკა არ მოსწონს.ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში ისაუბრა.

    “ელექტრონული მუსიკა არ მიყვარს, ვერაფერი გავუგე. საქართველოში კლუბში არ ვყოფილვარ, უცხოეთში ვყოფილვარ, მაგრამ იქაც დიდხანს ვერ ვძლებ. 1 საათის მერე იმდენი ხმაურია და რაღაც ის არის რომ ვერ ვძლებ. ახლა კი არა, ახალგაზრდაც რომ ვიყავი მაშინაც არ მიყვარდა. ”-განაცხადა გუგული მაღრაძემ გადაცემა “პირად ნივთებში”

  • რა ხდებოდა ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში.ტრაგედიის კადრები, რომელიც მგზავრმა გადაიღო

    მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავი ცეცხლმოკიდებული დაეშვა, რა ხდებოდა ტრაგედიის ეპიცენტრში ერთ-ერთმა მგზავრმა ასახა. ვიდეო ცეცხლმოდებულ თვითმფრინავშია გადაღებული, სადაც ხალხი პანიკაშია. კადრები ტვიტერზე გავრცელდა.

    “აეროფლოტის” თვითმფრინავი მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით მოსკოვის დროით, დაახლოებით, 18 საათზე აფრინდა, თუმცა პილოტებმა ტექნიკური პრობლემის გამო რამდენიმე წუთში უკან დაბრუნება მოითხოვეს. მალე მასთან კონტაქტი საერთოდ გაწყდა.

    პილოტმა აეროპორტში დაშვება, მეორე ცდაზე,28 წუთში,რადიოკავშირისა და ავიადისპეჩერების დახმარების გარეშე გადაწყვიტა, დაშვების დროს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

    ცეცხლმოკიდებულ თვითმრინავში, რომელიც შერემეტევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ბოლო ინფორმაციით 41 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 40 მგზავრი და 1 ეკიპაცის წევრია. ბორტზე მყოფი მგზავრებიდან 37 გადარჩა.