Category: არქივი
-
ბოლო ინფორმაციით შერემეტევოში ავიაკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა
ცეცხლმოკიდებულ თვითმრინავში, რომელიც შერემეტევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ბოლო ინფორმაციით 41 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 40 მგზავრი და 1 ეკიპაცის წევრია. საგამოძიებო ორგანოები და ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაზუსტებით ამბობს, რომ ბორტზე მყოფი ადამიანიდან 37 გადარჩა.ერთ–ერთი გადარჩენილი მგზავრი ამბობს, რომ სტიუარდესების მადლობელია და მათი წყალობით გადარჩა. ისინი მგზავრებს ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან გასვლაში ეხმარებოდნენ. კომპანია “აეროფლოტის“ წარმომადგენლის განცხადებით, რომელსაც დამწვარი თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100-95ეკუთვნის , რეისს გამოცდილი პილოტი ხელმძღვანელობდა.
გადარჩენილი მგზავრების განცხადებით თვითმფრინავს მეხი დაეცა და მათ “თეთრი სინათლის ელვა“ დაინახეს. თვითმფრინავი მოსკოვი–მურმანსკის რეისს ასრულებდა. თუმცა აფრენიდან მალევე უკან, მოსკოვში დაბრუნდა, რადგან მგზავრებმა თვითმფრინავის ფრთაზე ცეცხლი შენიშნეს და ეკიპაჟს შეატყობინებს. ავარიული დაშვების შემდეგ თვითმფრინაში მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა თვითმფრინავის უკანა მხარე მთლიანად დაიწვა.
-
მუშამ,რომელსაც ხელფასი არ გადაუხადეს ზესტაფონში დაგებული ქვაფენილი აყარა(ვიდეო)
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მისი კომენტარის მიხედვით ზესტაფონელი მუშაა გადაღებული, რომელმაც მისივე ხელით დაგებული ქვაფენილი აყარა.
“გინახავთ გამწარებული მუშა, რომელიც გაკეთებულს ანგრევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი არ გადაუხადეს?!
ეს ყველაფერი ხდება ზესტაფონის ცენტრში, დემონსტრაციულად და “ქართული ოცნების” ოფისის წინ.
გაფლანგული 200 000 ლარზე მეტი და 8 თვის განმავლობაში დაუსრულებელი სამუშაოები.“– წერს ლევან ხაბეიშვილი.
-
შერემეტევოს აეროპორტში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის 13 მგზავრი დაიღუპა
მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის Sukhoi Superjet 100 (SSJ-100)–ის ავარიული დაფრენისას 13 ადამიანი დაიღუპა. დანარჩენი მგზავრების ბედი უცნობია. მანამდე ოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღპულის და ოთხი დაშავებულის შესახებ.თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა. თუმცა უკან, მოსკოვში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მგზავრმა ფრთასთან ცეცხლი შენიშნა და ეკიპაჟს შეატყობინა. ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი შერემეტევოს აეროპორტი დაფრინდა, თუმცა სანამ ხანძარი ჩააქრეს, თვითმფრინავის უკანა მხარე მთლიანად დაიწვა. -
ვისოლი იყიდება. გახდება თუ არა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოში მონოპოლისტი
P.S.-ის ინფორმაციით, კომპანია „ვისოლი“ იყიდება და მის ყიდვას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და მასთან დაკავშირებული ქართველი პარტნიორები აპირებენ. მოლაპარაკებებს “ვისოლთან” როსნეფტის შვილობილი კომპანია, ოფშორში დარეგისტრირებული „პეტროკასი“ აწარმოებს. ის საქართველოში უკვე ფლობს სიდიდით მეორე ავტოგასამართ ქსელს, გალფს, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში.კომპანია “პეტროკასის” 49% ის შეძენის შესახებ როსნეფტმა თავის აქციონერებს ჯერ კიდევ 2014 წელს აუწყა. მაშინ “პეტროკასის” მფლობელმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა რუსულ ენერგოგიგანტს თავისი წილის ნახევარი თითქმის 140 მლნ. დოლარად დაუთმო. საქართველოში “პერტოკასის” და როსნეფტის აღზევებას კი სწორედ კრემლის გავლენებს და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას უკავშირებენ.როსნეფტი რომ საქართველოს ენერგომარწუხებში მოქცევას ცდილობს, კარგად იციან “ჰაბ ჯორჯიაშიც,” სადაც ფიქრობენ, რომ პეტროკასი და როსნეფტი სწორედ ხელისუფლებასთან და არაფორმალურ მმართველთან არიან გარიგებულები. ამის დასტურად კი სომხეთის ბაზარი მოჰყავთ, სადაც საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი სწორედ “როსნეფტია.”ამჯერად კი როსნეფტი მონოპოლისტი უკვე საქართველოში ხდება. ყოველწლიურად საქართველოში 1 მლრდ. 800 მლნ. ლარის საწვავი შემოდის, საიდანაც 27%, ანუ 500 მლნ. ლარი სწორედ რუსეთზე მოდის. ანუ ასეთია როსნეფტთან დაკავშირებული ბაზრის სიდიდით მეორე მოთამაშე გალფისა და ასევე რუსული წარმომავლობის ლუკოილის წილი. ბაზრის უმსხვილესი კომპანიის, ვისოლის რუსული როსნეფტის ხელში გადასვლის შემდეგ კი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები უკვე საცალო ბაზრის სულ მცირე 40%ს გააკონტროლებენ. მათ ხელში გადავა მთელს საქართველოში მდებარე 180-მდე ახალი ბენზინგასამართი სადგური.“ვისოლის” დამფუძნებელი კომპანიის გაყიდვას არ გამორიცხავს, თუმცა ინფორმაციას ვისოლისა და “როსნეფტის” შვილობილი “პეტროკასის” სამომავლო გარიგების შესახებ, ჭორს უწოდებს.
-
საგანგაშო სტატისტიკა: “ყაზტრანსგაზ თბილისმა“ ერთ თვეში 7 ათასზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრა
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” მონაცემებით, გასულ თვეს მათ 7 ათასზე მეტი ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს.მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ისინი მანამდე ბინის მეპატრონეებმა კუსტარულად ქსელზე ხელახლა დააერთეს. ყველაზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი სამგორის რაიონში დაფიქსირდა.წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი წყნეთში იყო.“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ღიაკამერიანი გაზდანადგარების კუსტარული მონტაჟი აკრძალულია. -
“დავით გარეჯი ჩვენია“–ანტისაოკუპაციო მოძრაობა გარეჯში ჩავიდა
“დავით გარეჯი ჩვენია“ – ამ ლოზუნგით ანტისაოკუპაციო მოძრაობა და სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში ჩავიდნენ. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება პრობლემას ვერ აგვარებს და ამ ტერიტორიაზე პერიოდულად პატრულირებას გეგმავენ. მანამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:“მოგეხსენებათ, პრობლემის წამოჭრის მომენტიდან ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში. დღეისათვის დავით-გარეჯის დასაცავად გააქტიურდა სამოქალაქო საზოგადოების არაერთი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც საკითხის გადაწვეტის სხვადახვა მიდგომა აქვთ. შესაბამისად გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.კონფლიქტის მეორე მხარე საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, განსაკუთრებით კი 2006 წელს. დღეს საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა აზერბაიჯანთან პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ესკალაციის მიზანი სოკართან კავშირის გაწყვეტა და ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების დაბრუნება იყოს, რაც ჩვენს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც შეუქმნის საფრთხეს.ვაცნობიერებთ რა, რომ არ უნდა გავხდეთ ბრმა იარაღი ორი მეგობრის კონფლიქტით დაინტერესებული გარე თუ შიდა ძალების ხელში, ვაცხადებთ:• ჩვენ არა მხოლოდ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობრივ ან დისკრიმინაციულ განცხადებას თუ მოქმედებას, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავების საფუძველი შეიძლება გახდეს, არამედ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურს ასეთი პროვოკაციების აღსაკვეთად.• ამ პრობლემის მოგვარება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობაა და მათ აქვთ ამისათვის ყველა ბერკეტი. ამ დღეების განმავლობაში მთავრობის გაჟღერებული (და უფრო მეტად არ(!) გაჟღერებული) პოზიცია ჩვენს და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების უნდობლობას იწვევს. მოვითხოვთ მთავრობის პასუხს თუ ვინ არის ჩართული მოლაპარაკებებში და რა სტადიაზეა პროცესი.• ისევე, როგორც ატოცში, კოდაში თუ ხურვალეთში ჩვენ ვმოქმედებთ პოლიციასთან შეთანხმებით, დავით-გარეჯში პატრულირება განხორციელდება იქ დისლოცირებულ მესაზღვრეებთან ერთად.• მოვითხოვთ შეიქმნას საკითხის შემსწავლელი და შესათანხმებელი ორმხრივი ახალი კომისია, რომელშიც სპეციალისტებთან ერთად შევა ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირი/მოძრაობის წარმომადგენელი.• და მთავარი – ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ გულისხმობს მხოლოდ მწვავე დაპირპისპირების განეიტრალებას, არამედ ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადწყვეტას, რომ მომავალში დავით-გარეჯი ვეღარ გახდეს რომელიმე შიდა თუ გარე პოლიტიკური ძალების სპეკულაციის და საერთაშორისო კონფლიქტის საბაბი.• სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი აქტივობა არამც და არამც არ იქნება აგრესიის შემცველი ქართველი ან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმართ.“ – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში. -
გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის 5 სოფელი დაიტბორა
გადაუდებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დატბორა.დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი.სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.„სახლში შემომივარდა წყალი და თუკი რამე მაქვს გაკეთებული დატბორა. ახლა მაშველები მოვიდნენ. გუშინ და გუშინწინ მარტო მე გამოვიტანე,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლამარა ჭულუხაძემ.სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ლაგოდეხის მერის თქმით, რომ წყალმოვარდნა იმდენად ძლიერი იყო, რომ მასთან გამკლავება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ ზარალის დათვლას კომისია უახლოეს ხანებში დაიწყებს.„სამი დღის განმავლობაში კოკისპირული წვიმის შედეგად მოსული უხვი ნალექის გამო ვერ მოხდა სანიაღვრე არხების მიერ და სხვა მცირე მდინარეების მიერ მოსული წყლის გატარების უზრუნველყოფა. შესაბამისად, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა ზოგიერთ სოფელში. ამ ეტაპისთვის მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს პირველადი სამუშაოები, ხდება პირველის სართულებიდან წყლის ამოტუმბვა,“-განაცხადა ლაგოდეხის მერმა. -
მკვლელობა იყალთოში. მეზობელმა 44 წლის მამაკაცი მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის გელა გერმანაშვილი მოკლეს.გერმანიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, როცა მასთან თანასოფლელი და მეზობელი მივიდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა.რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.მამაკაცი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. -
შუახნის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
აჭარაში 51 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი ბიჭებზე სექსუალური ძალადობიდ ბრალდებით დააკავეს. მამაკაცი დანაშაულში ერთ-ერთი სკოლის მანდატურმა ამხილა. მანდატურმა ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა, რომ სკოლის ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭს უცნობი მამაკაცი საეჭვოდ ესაუბრებოდა. მოგივანებით 12 წლის მოსწავლემ ადმინისტრაციას მიმართა რომ 51 წლის მამაკაცი მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ტრანსპორტში შეხვედრისას მას უცნაურად ეხებოდა. მანდატურის შეტყობინების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ 12 წლის მოზარდი არ იყო ერთადერთი, ვისთანაც მამაკაცი სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.
დოკუმენტებით დადგინდა, რომ 51 წლის მამაკაცის მხრიდან საკუთარ ნათესავ ბიჭზე ადგილი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა.
იმის გამო, რომ ბრალდებული ფსიქიკურად აშლილია, დროებით მის წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მას 18 თვის გატარება იძულებით ხონის ფსიქიატრიულში მოუწევს. ამის შემდგეგ კი თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იქნება, საქმის წარმოებას პროკურატურა ისევ გააგრძელებს.
დაკავებულის ოჯახები მომხდარს უარყოფენ და ცდილობენ დაამტკიცონ რომ მას არასრულწლოვან ბიჭებზე ძალადობა არც კი უცდია.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი მომხდარის შემდეგ სკოლაში არ დადიოდა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო, საქმეში სოციალური მუშაკები ჩართეს და 12 წლის ბავშვზე ფსიქოლოგები მუშაობენ.