Category: არქივი

  • ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმევა,სანამ სტრასბურგი არ გამოიტანს გადაწყვეტილებას-წულუკიანი რუსთავი2-ზე

    იუსტიციის მინისტრის  თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის  მიერ გამოყენებული შეჩერების გადაწყვეტილების მიხედვით,  ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით ვერანაირი ტრანზაქცია  ვერ განხორციელდება.

    “მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს “რუსთავი 2”-ის როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,“-აცხადებს თეა წულუკიანი.

  • ორშაბათიდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს, კალაძემ ავტობუსი თავად გაატარა

    ორშაბათიდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. 

    დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“  მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები პრემიერ მინისტრთან ერთად წარუდგინა.

    ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზეგაიმართა. კალაძემ  ერთ-ერთი ავტობუსი თავად გაატარა.

    მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

    ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

    თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

    თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

    მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

  • “შესაძლოა მეთქვას არ მახსოვს”-მაჩალიკაშვილი სუსის ბრალდებაზე განცხადებას აკეთებს

    შესაძლოა, მეთქვას არ მახსოვს,, ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე” – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “არ მახსოვს შესაძლოა, მეთქვას ეს სიტყვები, მაგრამ ერთი გაითვალისწინეთ, მე მინდა ვიცოდე და ამას აუცილებლად გავიგებ ვინ არის ჩემი მტერი, მინდა ვიცოდე მისი ცოცხალიც, მკვდარიც, შვილიც და შთამომავალიც, არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდე ვინ არის ჩემი მტერი.

    ძალით თუ არ მიმიყვანეს, მე სუს-ში ნებით არ ვარ მიმსვლელი, საქართველოში მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა მაინც წარმოიდგინოს ჩემ ადგილზე თავი და მიხვდებიან რატომ არ მივდივარ.

    რაც სამყარო დაარსდა თუ რამე ნაძირლობა მოხდა სუს-მა ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. ერთი წელია, მუშაობენ როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახაო, ყველა ამაზე მუშაობს, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
    მე მომიკლეს ჩემ სახლში ჩემი შვილი ჩემ თვალწინ, მაგრამ მე მაქვს ჩემი ღირსება, რომ დამიჭირონ ციხიდან ვიბრძოლებ! “, -აცხადებს მაჩალიკაშვილი.

    შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა  ტერაქტის ორგანიზება და რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაცია, მათ შორის,სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა. ამასთან, სუს-მა ასევე  მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სუსის ინფორმაციით,ისინი  ტერაქტის მომზადებაზე საუბრობენ.

  • ნინო ნიჟარაძის მხარე მზად არის, რუსთავი 2-ის საქმემ საერთშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლოს

    ნინო ნიჟარაძის დაცვის მხარე მზად არის, რუსთავი 2-ის  საქმემ საერთშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლოს.

    “ჩვენ თანახმა ვართ ნებისმიერი პოზიცია განვიხილოთ საქართველოს არბიტრაჟში უცხოეთის არბიტრაჟში და როგორც არ უნდა იყოს. ჩვენ თანახმა ვართ სრულად და ყოველმხრივ და ობიექტურდ ნებისმიერ ასპარეზზე და ნებისმიერ ტრიბუნაზე იქნას ეს საკითხი გამოკვლეული და თვითმიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს სასამართლო, საერთოდ არ წავიდოდით სასამართლოში ჩვენს წერილებზე პასუხი რომ გაეცა “რუსთავი 2″-ის ადმინისტრაციას და ჩაგვეთვალა რომ ეს პასუხები დამაკმაყოფილებელია,”-აცხადებს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი.

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“- კობახიძე

    “თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ” ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, დავა გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-ის საქმეზე გააკეთა.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  მის მიერ ტელეკომპანიის შესახებ პარლამენტში  გაკეთებულ განცხადებას ინტერპრეტაციები მოჰყვა. კობახიძე ამბობს რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალ სარჩელზე მან არაფერი იცოდა და ამის შესახებ ინფორმაცაი ტელევიზიით შეიტყო. 

    „როგორც ტელევიზიით გავიგე, სარჩელი შეტანილია ტელეკომპანიის წინააღმდეგ. როგორც ვიცი, ეს არის კერძო დავა, რომელიც წილებს უკავშირდება, დეტალურად არც მაქვს ინფორმაცია. აღნიშნული დავა, ბუნებრივია, გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.

    განცხადებას რაც შეეხება, ეს იყო ჩემი გამოსვლა ტელევიზიაში, რასაც შემდეგ მოჰყვა ინტერპრეტაციები. ძალიან მარტივი რამე ითქვა, გადაწყვეტილება მიიღო ცხრა მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში და საბოლოო ჯამში, ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყვის სტრასბურგიც. სტრასბურგი დაადასტურებს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელევიზიების ძალიან ფართო სპექტრი. ეს იყო ნათქვამი და ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი“, –განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • ქართული ოცნების მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემ ენმ-ის აქტივისტი სასტუმროდან გააძევა

    ქართული ოცნების მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემ ენმ-ს აქტივისტი სასტუმროდან გააძევა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.ვიდეოს ენმ-ს აქტივისტი ხათუნა ბერიძე აქვეყნებს.

    კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ქალს მოუწოდებს დატოვოს მისი  სასტუმრო. ვიდეოში ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და ამიტომ მას შეუძლია გააძევოს სტუმარი ტერიტორიიდან.

    დღეს, ხულოში მომხდარ ინცინდენტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

  • 12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დასამტკიცებლად პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიას გამართავს

    დღეს,  12 მაისი  ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ ოფიციალურად გამოცხადდება. ამისთვის დასამტკიცებლად პარლამენტი  დღეს საგანგებოდ, რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

    დღესასწაულის დაჩქარებული წესით დაწესების ინიციატივით პარლამენტს საპატრიარქომ მიმართა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გაახმოვანა.

    12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება და ისედაც უქმეა. 

  • “არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას” – მაჩალიკაშვილი სუს-ის ბრალდებებს ეხმაურება

    სუს-ის ბრალდებებს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის მიიჩნევს, რომ ტერორისტულ ქმედებებთან მისი დაკავშირებით სუს-ი მაჩალიკაშვილების ოჯახის განადგურებას ცდილობს. ასევე მაჩალიკაშვილი შვილის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი გზებით ბრძოლას არ წყვეტს და კარავში რჩება.

    “1 წელზე მეტი ხანი გავიდა ჩემს სახლში სუს-ის მიერ ტერირისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად. ეს ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა!
    მე 1 წელია სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში მეგონა რომ მარტო ვიყავი, თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია მე, ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?!

    9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?!

    მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას.” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 

  • “თქვენ დარჩებით ეულად და თქვენი სახელი ჩვენი ქვეყნის მოთხრასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, ეს ქვეყანა აშენდება უთქვენოდ” – კორძაია ივანიშვილს მიმართავს

    „კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული აქვს ვრცელი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც, ფაქტობრივად, თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ მედიაში ხელისუფლება შემოდის რეგულირების სახით. ჯერჯერობით, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტებს არ განუხილავთ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი ხანია მუშავდება და შესულია პარლამენტში და ძალიან სახიფათო ვრცელი ინიციატივაა, რაც ასევე ყურადსაღებია. როდესაც ხელისუფლება ლაპარაკს იწყებს მორალზე, ის პროფესიულად და კვალიფიციურად გაკოტრებულია და ამიტომ მათ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ მორალზე მიუთითონ საზოგადოებას. გველაპარაკონ კანონით და სამართლით და მერე ვნახოთ, ვის მხარეს იქნება სიმართლე… ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის თავისი იდეა იმდენად ჯიუტად აქვს გამჯდარი, პირველად რომ მოვიდა და თქვა, რომ მედიასაც დაალაგებს, ასწავლის ჟურნალისტებს და საერთოდ ექსპერტებს აღზრდის ამ ქვეყანაში, ყველა ამ მიმართულებით ის დამარცხდა და ახლა ის გაჯიუტებულია და იქნებ, ვინმემ ურჩიოს მას დროზე, რომ ეს გაჯიუტება მას საბოლოო მარცხამდე მიიყვანს, ეს გარდაუვალი იქნება. მე პირადად მასაც მინდა, მივმართო – ბატონო ბიძინა, აღმშენებლობის სახელით მოსული ადამიანის სიმბოლო იქნება მოთხრილი ხე, ეულად მცურავი წყალში. თქვენ დარჩებით ეულად და თქვენი სახელი ჩვენი ქვეყნის მოთხრასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, ეს ქვეყანა აშენდება, მაგრამ აშენდება უთქვენოდ,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

    კორძაია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მორალის ნაცვლად, კანონებით და სამართლის ენით ესაუბროს.