Category: არქივი

  • ბათუმში გაზის ცენტრალური მილი დაზიანდა,ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა

    ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გაზის ცენტრალური მილი დაზიანდა, ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა.ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.ადგილობრივების განცხადებით, ჰაერში გაზის მძაფრი სუნი შეინიშნება.

    საშიშროების გამო ამ დროისთვის ადგილი გადაკეტილია და  სამართალდამცველები მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვას არ აძლევენ.

    ”კომპანიაში შეტყობინება​ დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოვიდა. მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. აბონენტები შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას სმს-ს შეტყობინებით მიიღებენ. სწრაფად დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. გაზი უკვე ჩაიკეტა თუმცა მილში დარჩენილი აირი იფრქვევა” – განაცხადა სოკარის წარმომადგენელმა ვახო ბერიშვილმა.

    ამ ეტაპზე მილის დაზიანების მიზეზები  უცნობია.

  • პუტინი საქართველოს მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაუგზავნა დსთ-ს წევრი სახელმწიფოებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

    პუტინმა ასევე მიულოცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სახემწიფო მეთაურებს და მოქალაქეებს. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები და მოქალაქეები.

    „ამ დიდი დღესასწაულის დღეს მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი თანამოქალაქეების სამაგალითო გმირობას, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და იხსნეს სამყარო ფაშისტური აგრესიისგან. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც მამაცურად ებრძოდნენ დამპყრობლებს ბრძოლის ველზე და შრომობდნენ ზურგში. ჩვენი საერთო ვალია, წმინდად შევინახოთ მათი გმირობის ხსოვნა და აურაცხელი მსხვერპლი, ვიზრუნოთ და ყურადღება მივაქციოთ ვეტერანებს“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

  • 9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე

    1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციიშ შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გამოცხადდა.უპი­რო­ბო კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის აქტს ხელი 1945 წლის 8 მა­ისს, ევ­რო­პის დრო­ით 22 სა­ათ­სა და 45 წუთ­ზე მო­ე­წე­რა. ამ დროს საბ­ჭო­თა დე­და­ქა­ლაქ­ში უკვე 9 მა­ი­სი იდგა, ამი­ტომ გა­მარ­ჯვე­ბის დღე პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში 9 მა­ისს აღი­ნიშ­ნე­ბა

    საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად,  გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.

    ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს

    მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა.

    ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება:
    • სომხეთის დროშა სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
    • აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
    • ბელარუსის დროშა ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
    • პოლონეთის დროშა პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან
    • ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ
    • საქართველოს დროშა საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
    • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში
    • გერმანიის დროშა გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
    • ისრაელის დროშა ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან
    • ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე
    • ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
    • მოლდოვის დროშა მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან
    • რუსეთის დროშა რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი)
    • სერბეთის დროშა სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
    • ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
    • თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
    • უკრაინის დროშა უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
    • გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
    • უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
    • იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
  • როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ახალდაბადებული ვაჟი-პირველი ფოტოები

    პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალდაბადებული ვაჟი საზოგადოების წინაშე  პირველად გამოჩნდა. ჰარიმ და მეგანმა მათი ვაჟი უინძორში, იმ ტაძარში წარადგინეს, სადაც მათი  ჯვრისწერის ცერემონიალი შედგა. მათ ჟურნალისტებს ფოტოების გადაღების უფლება მისცეს. 

    ახალშობილს  თეთრი ფერის ტანსაცმელი აცვია და  ხელში მამას უკავია.
    სამეფო ოჯახს ვაჟის სახელი ჯერ კიდევ არ დაუსახელებია.

    „ეს მართლაც საოცრებაა, ახლა მე ორი საუკეთესო მამაკაცი მყავს მსოფლიოში, უბედნიერესი ვარ“,-განაცხადა მეგან მარკლმა.

    ჟურნალისტმა შეკითხვა ახალშობილის ხასიათთან დაკავშირებითაც დასვა, რაზეც მეგანმა უპასუხა, რომ ის ძალიან მშვიდია.

  • სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ – ნათელაშვილი როენას დაკავებაზე

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი როენა ხუცურაულის იგივე “მამიდას” დაკავების ამბავს.

    “სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ და ამ ქალს თავი დაანებეთ,არავისთვის ვნება მაინც არ მოაქვს თქვენგან განსხვავებით” – წერს შალვა ნათელაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

    რამდნენიმე საათის წინ პროსტიტუციისთვის ხეშეწყობის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა მათ შორის როენა ხუცურაული, მეტსახელად “მამიდა”. გამოძიებამ დაადგინა რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე.

  • იზოლატორებში ადგილის არქონის გამო როენა “მამიდა” მანქანაში ჰყავთ დაკავებული

    როენა ხუცურაული წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ ეტაპზე ვერ გადაჰყავთ.”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, იზოლატორებში ადგილი არ არის, რის გამოც  როენა ხუცურაული ხელებზე ბორკილებდადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაში ჰყავთ.

    შეგახსენებთ რომ დააკავეს სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული  -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

    გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე.

  • თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა

    საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

    ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში 2019 წლის მაისში იგეგმება. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის რიგით მესამე ინვესტიცია.

    „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო BB- რეიტინგის მიღება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან. საქართველოში აღნიშნულ რეიტინგს სულ რამდენიმე კომპანია ფლობს, ხოლო საავტომობილო სფეროსთვის ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა მთელს რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელეთ 30,000,000 ლარის მოცულობით ობლიგაციების ემისია. აღნიშნული პროექტით პირველად გავედით ღია ფინანსურ ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაგვიხსნა შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც შეიძინეს „თეგეტა მოტორსი“-ს პირველი ობლიგაციები, ასევე დიდი მადლობა “თიბისი კაპიტალსა” და “ბიელსი”-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის. – აღნიშნა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

    „ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან – „თეგეტა მოტორსთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. აღნიშნული ობლიგაცია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისათვის,“ – აღნიშნა გიორგი თხელიძემ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

    ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 30,000,000 (ოცდაათი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი – 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, გამოშვებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს, 1,000 (ათასი) ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2022 წლის 30 აპრილს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე.

    „თეგეტა მოტორსი“ დღეს ლიდერია საქართველოში საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. „თეგეტა მოტორსი“, მის შვილობილებთან ერთად, წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებით, საპოხი მასალებით, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია კორპორაციულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ავტო-პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს. 2019 წლის მარტში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას BB- საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. „თეგეტა მოტორსი“ ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

    „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

  • მიხა პაპა დროებით საპატრიარქოში იცხოვრებს

    ხევსურეთის მკვიდრი მიხა არაბული, რომელიც საზოგადოებაში მიხა პაპას სახელითაა ცნობილი,დროებით საპატრიარქოში იცხოვრებს.

    მიხა პაპა კლინიკიდან ოპერაციამდე გამოწერეს, სწორედ ამას უკავშირდება მისი საპატრიარქოში ყოფნა.

    საპატრიარქოში მიხა პაპა  თავის ნათლიას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს  შეხვდა.

    მიხა არაბულს, რომელიც საზოგადოებაში  მიხა პაპას სახელითაა ცნობილი,აპრილში  ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხევსურეთიდან  მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც საქმეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო. მათი დახმარებით მიხა პაპა თბილისში  გადმოაფრინეს.

    ხევსურეთის მკვიდრი  77 წლის მიხა არაბული, საავადმყოფოში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა. 

    მიხა არაბულს ძველი, ხევსურული სახლი 20 წლის წინ დაენგრა, თუმცა  ერთადერთმა მაცხოვრებელმა  სოფელი  მაინც არ დატოვა. ის მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. მიხა პაპას შესახებ საზოგადოებამ “მთის ამბებიდან” შეიტყო, სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა საზოგადოების მობილიზება და ხევსურეთის მკვიდრისთვის  სახლის აშენება.

  • ბორჯღალოსნები ტესტ მატჩებისთვის ემზადებიან

    თიბისი რაგბის სერიები 2019-ის დაწყებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც ორი წლის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა და თიბისიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების აგვისტოს ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები ორ ტესტს სამშობლოში გამართავენ.

    სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები რუსეთს, მიხელ მესხის სტადიონზე, 27 აგვისტოს დაუპირისპირდება.

    ხოლო მეორე შეხვედრა შოტლანდიასთან დინამო არენაზე, 31 აგვისტოს გაიმართება.

    ეს ბორჯღალოსნების ბოლო ორი საშინაო მატჩია იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე. ერთად გავაცილოთ გავაცილოთ ბიჭები იაპონიაში, რაგბი ჩვენი თამაშია!

  • პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით როენა “მამიდა” დააკავეს

    პროსტიტუციისთვის ხეშეწყობის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა მათ შორის როენა ხუცურაული, მეტსახელად “მამიდა”

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

    ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი,  რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე,  ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

    გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

    აღსანიშნავია, რომ შსს-მ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი,  გ. ა. – მეტსახელად „ფისო“.