Category: არქივი

  • მიეცით ხალხს უფლება მოწიონ, დალიონ და მიირთვან წითელი ხორცი-ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრი

    ნორვეგიაში, ახლადარჩეულმა ჯანდაცვის მინისტრმა პოპულისტური განცხადებებით მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. მან განაცხადა, რომ მწეველი ადამიანები გარიყულები არიან და ადამიანებს რამდენიც უნდათ იმდენი უნდა დალიონ, მოწიონ და მიირთვან რაც გაუხარდებათ. პოლიტიკოსთან, რომელიც ანტიიმიგრაციული განწყობებით არის ცნობილი, ინტერვიუ ტელეკომპანია ბიბისიმ ჩაწერა.

    „ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოწიონ, მიირთვან და დალიონ იმდენი, რამდენიც გაუხარდებათ. “, – განაცხადა სილვი ლისტოგიმ.

    “მოწევა არ არის კარგი, ის ზიანის მომტანია, თუმცა ზრდასრულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა გააკეთოს.ხალხს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქტის მავნებლობის შესახებ. თამბაქოს სტრატეგიაც სწორედ ამას გულისხმობს, რომ უნდა დავეხმაროთ არ დაიწყონ ახალგაზრდებმა მოწევა, ხოლო მწეველების დიდმა ნაწილმა მაინც თავი დაანებონ მოწევას. თუმცა არჩევანი ადამიანებმა უნდა გააკეთონ. “-განაცხადა ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრმა.

    ლისტოგის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა კრიტიკა. კრიტიკოსებმა განაცხადეს რომ მოქმედ ჯანდაცვის მინისტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ შესაბამისი განათლება არ აქვს.

    ინტერვიუში ლისტოგიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ თავადაც ეწევა, თუმცა მწეველი არ არის.

  • “არ ვიზეიმებთ გენოციდს“– ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა უკვდავი პოლიკის პარალელურ აქციას გეგმავენ

    ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა 9 მაისს ლოკომოტივის სტადიონიდან ვაკის პარკამდე აქცია– მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს:
    “ხვალ, 9 მაისს რუსული დაფინანსებით და ორგანიზებით ე.წ. “უკვდავთა პოლკის” მსვლელობას აპირებენ. იმის გამო რომ უშიშროების სამსახური მოშლილია და იმის გამო, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზეღა არსებობს, სახელმწიფო უნდა დავიცვათ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ. ხვალ, 9 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან ვიკრიბებით რომ პარალელური მსვლელობა მოვაწყოთ. არანაირი, ცემა-ტყეპა და ძალადობა. უბრალოდ ვიკრიბებით რომ ბოლომდე ვერ წაიღოს ეს ქვეყანა რუსეთმა. გელოდებით ყველას ხვალ, 9 მაისს, 9 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან“ – წერს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
    ხვალინდელ აქციაზე მოქალაქეებს სამოქალაქო მოძრაობა ფეისბუქში შექმნილი ღონისძიების მეშვეობით იწვევს. ღონისძიების ტექსტში ნათქვამია:
    “საბჭოთა ოკუპაციას 1921-1937 წლებში შეეწირა 20,000 -ზე მეტი ქართველი, 1941-1945 წლებში საოკუპაციო არმიაში სამხედრო ბეგარის მოხდას 300.000-ზე მეტი. მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ბოროტებასთან მოუწიათ ბრძოლა, კიდევ უფრო უარესი ბოროტების არმიის რიგებში აღმოჩდნენ. 9 მაისი არის ხსოვნის და გლოვის დღე, რომლის თავის ინტერესებში გამოყენებას ცდილობს რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ორგანიზაცია “უკვდავი პოლკი”, რომელიც თავის ოფიციალურ გვერდზე არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული აქციით პუტინის ხელისუფლება ცდილობს შექმნას ყალბი განცდები და წარმოდგენები საბჭოთა ისტორიაზე, რომელიც მათი აზრით, რაიმე ფორმითა და დოზით საქართველოს ხალხებში სიამაყისა და მონატრების გრძნობებს უნდა აღძრავდეს. საბჭოთა ისტორია ეს არის საქართველოს ოკუპაციისა და ქართველთა გენოციდის ისტორია ხოლო საბჭოთა კავშირის დასრულება კი საქართველოს მორიგი გამარჯვების ისტორია. ეს მსვლელობა რუსეთის იმპერიის სამხედრო დიდების აღნიშვნაა და 9 მაისი უბრალოდ საბაბია. რუსეთშიც კი 1975 წლიდან აღინიშნება იმ ფორმით რაც ეხლა აქვს. ჩვენი აქცია არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი, ის ემსახურება ჩვენი სახელოვანი მებრძოლების და საბჭოთა მსხვერპლის გახსენებას და ყოველ წელს გაიმართება.“
  • “ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერია მფარველობს”-კვიციანი

    “ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერია მფარველობს”- ეს განცხადება  პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა  “ახალ თაობასთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
    ჟურნალისტის კითხვაზე  “ახლა ხომ ნაციონალები აღარ არიან ხელისუფლებაში?” კვიციანი პასუხობს:

    “ვინ გითხრათ, რომ არ არიან. პარლამენტს ნაციონალები აკონტროლებენ. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც გიგა ბოკერია მოისურვებს. ის არის პარლამენტში მთავარი. და არა მარტო პარლამენტში.  ვიღაცები ამტკიცებენ რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს მას(ბოკერიას), სინამდვილეში კი სხვაგვარად არის საქმე. თავად გიგა ბოკერიაა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მფარველი,” აცხადებს კვიციანი.

  • 9 მაისს ლანჩხუთში სტალინის ბიუსტს დადგამენ

    9 მაისს ლანჩხუთის მოქალაქეთა ნაწილი ცენტრში იოსებ სტალინის ბიუსტის დადგმას აპირებს. როგორც “გურიის მოამბე” წერს , ბიუსტის ავტორი იური სარჯელაძეა.

    “ერთი საათის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბიუსტის დადგმას აპირებენ. არ ვიცი, ეს ვისი იდეა იყო, ან ვინ არის ინიციატორი. ლანჩხუთის მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს”-განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალეკო სარიშვილმა.

    „დღეს ღამით გადავიტანთ და ხვალ 12 საათისთვის გავხსნით საზეიმო ვითარებაში. ის თაბაშირისგან არის დამზადებული, მეტის საშუალება არ გვქონდა, რომ უფრო უკეთესი მასალისგან დაგვემზადებინა. მისი კიდევ ერთხელ განადგურების აღარ მეშინია, რადგან საქმის კურსშია პოლიცია, მერია და ყველა. მით უფრო ტერიტორიას ვიდეოთვალი გააკონტროლებს და ჩვენს სტალინსაც დაიცავს“.- განაცხადა  ბიუსტის ავტორმა იური სარჯელაძემ. 

    საქართველოს კანონმდებლობით, ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის, მათ შორის ბიუსტებისა და ძეგლების, საჯარო გამოყენება და დადგმა აკრძალულია.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი გამოკითხვის ხვალისთვის გადადებას ითხოვს

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს არ გამოცხადდება. ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა,  რომ ისინი გამოკითხვის ხვალისთვის გადადებას მოითხოვენ. 

    “სუს-მა მოულოდნელად ჩანიშნა 15:00 საათზე გამოკითხვა. მათ კარგად იცოდნენ, როიმ ამ პერიოდში სააპელაციო სასამართლოში პროცესი მაქვს და ფიზიკურად ვერ მოვახერხებ უწყებაში მისვლას. ამიტომაც ვაპირებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომ გამოკითხვა ხვალისთვის გადადონ“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა

    შეგახსენებთ, რომ სუსმა  მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დღეს ისევ დაიბარა.

    ამ დროისთვის სუსში  დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ახლობელი, პანკისის მკვიდრი  ასლან მარგოშვილი. 

  • მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

    შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მაჩალიკაშვილი  15:00 საათზეა დაბარებული.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაიბარეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ისევ დაიბარეს.  მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე 15:00 საათზე  უნდა გამოცხადდეს.

  • 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა

    2 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. 

    შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება “შრომის კოდექსში” პარლამენტმა ცოტა ხნის წინ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა.

    დღესასწაულის  დაწესების მომხრე 96 დეპუტატი იყო.

    შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის  ხსენების დღეა.

    დღეიდან კი 12 მაისს მეორე დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება.

  • “მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის”-სოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილიმოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

    სოსო გოგაშვილის  კომენტარს სააგენტო  „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

    “ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება”, – განაცხადა გოგაშვილმა.

  • რუსთავში 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი უბედურ შემთხვევას არ უკავშირდება და მამაკაცის გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია.

    კორპუსის მაცხოვრებლების  ინფორმაციით, მამაკაცი  ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.