„ივანიშვილი ვერ ინელებს მარცხს „რუსთავი2“-თან, არ მოეშვება, სანამ არის ხელისუფლებაში, გაბრაზებულია, ნაწყენია“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „კავაკასიის“ გადაცემა „ბარიერში“. ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აპირებდა „რუსთავი2“-თან ბრძოლის დაწყებას. „არ მითქვამს არსად, რასაც ახლა ვამბობ – მართალია, მე არ შევსწრებივარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ისეთ ადამიანებთან აქვს ნათქვამი, რომლებსაც აბსოლუტურად ვენდობი. ეს იყო ჯერ კიდევ ადრე, 2015-ში, თუ 2014 წელს, როცა „რუსთავი2“-ზე დაიწყო პროცესი, როცა კამათი იყო შიდა წრეში და ივანიშვილს ეუბნებოდნენ, ეს არ შეიძლებაო. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა ასეთი საინტერესო ფარაზა – მიშას არ ეკუთვნის დიდი ტელევიზია, „ტაბულა“ ხომ იყო მაშინ, გადიოდა და ქონდეთ ტაბულა, საკმარისიაო . ივანიშვილი წყვეტს, ვის რა ეკუთვნის. პოსტსაბჭოთა ბიზნესმენია , ის უყურებს ყველაფერს საკუთარ ჭრილში, მისთვს მთელი პოლიტიკური პროცესი არის მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლა. ორი ტიტანი ებრძვის ერთმანეთს – მისთვის ეს მართლა ასე არის, კი არ თამაშობს, მართალა ასე ფიქრობს , ვინც არ არის მისკენ, არის სააკაშვილისკენ. ნამდვილად მიაჩნია, რომ სანამ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის სააკაშვილი, ის ყოველთვის იქნება მოგებული. ის ფიქრობს, რომ ეს სამყარო ასეა მოწყობილი“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ბარიერში“.Category: არქივი
-
“ამას პირველად ვამბობ:ივანიშვილი ამბობდა, არ ეკუთვნის მიშას დიდი ტელევიზიაო“ –ზურაბიშვილი
„ივანიშვილი ვერ ინელებს მარცხს „რუსთავი2“-თან, არ მოეშვება, სანამ არის ხელისუფლებაში, გაბრაზებულია, ნაწყენია“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „კავაკასიის“ გადაცემა „ბარიერში“. ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აპირებდა „რუსთავი2“-თან ბრძოლის დაწყებას. „არ მითქვამს არსად, რასაც ახლა ვამბობ – მართალია, მე არ შევსწრებივარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ისეთ ადამიანებთან აქვს ნათქვამი, რომლებსაც აბსოლუტურად ვენდობი. ეს იყო ჯერ კიდევ ადრე, 2015-ში, თუ 2014 წელს, როცა „რუსთავი2“-ზე დაიწყო პროცესი, როცა კამათი იყო შიდა წრეში და ივანიშვილს ეუბნებოდნენ, ეს არ შეიძლებაო. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა ასეთი საინტერესო ფარაზა – მიშას არ ეკუთვნის დიდი ტელევიზია, „ტაბულა“ ხომ იყო მაშინ, გადიოდა და ქონდეთ ტაბულა, საკმარისიაო . ივანიშვილი წყვეტს, ვის რა ეკუთვნის. პოსტსაბჭოთა ბიზნესმენია , ის უყურებს ყველაფერს საკუთარ ჭრილში, მისთვს მთელი პოლიტიკური პროცესი არის მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლა. ორი ტიტანი ებრძვის ერთმანეთს – მისთვის ეს მართლა ასე არის, კი არ თამაშობს, მართალა ასე ფიქრობს , ვინც არ არის მისკენ, არის სააკაშვილისკენ. ნამდვილად მიაჩნია, რომ სანამ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის სააკაშვილი, ის ყოველთვის იქნება მოგებული. ის ფიქრობს, რომ ეს სამყარო ასეა მოწყობილი“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ბარიერში“. -
სასამართლომ დავით ბაგრატიონს ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფა დაავალა
სასამართლო დავა მეფე-დედოფალს შორის, ქონების გაყოფით დასრულდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის სარჩელი, რომლითაც ის ყოფილ მეუღლესთან ქონების გაყოფას ითხოვდა. სადავო სულ სამი მანქანა იყო, რომელიც დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონთან ქორწინების პერიოდში შეიძინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყველზე ძვირიანი ავტომობილი Porsche cayenne ორად გაყო. ამ მანქანის ნახევარი დღეიდან ანა ბაგრატიონის, მეორე ნახევარი კი დავით მუხრანელის საკუთრებაა. მანქანით რიგრიგობით ისარგებლებენ, ორად გაყოფენ თუ გაყიდიან და ფულს გაინაწილებენ, ეს ყოფილი ცოლ-ქმრის გადასაწყვეტია.
მეორე სადავო მანქანა Mercedes GL-ა. აღმოჩნდა, რომ ის მეფემ სასამართლო დავამდე გაყიდა, ამიტომ მოსამართლემ მას დააკისრა 15 ათასი ლარი ანა ბაგრატიონს გადაუხადოს. დავის შემდეგ მეფეს, ძვირადღირებული მანქანების კოლექციიდან მხოლოდ BMW X5 დარჩა.
ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლესთან, ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დაიწყო. ის სამივე ავტომობილის შუაზე გაყოფას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის. ის ყოფილი ცოლისთვის არაფრის მიცემას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
სამეფო ოჯახის სამართლებრივი დავა მხოლოდ ამ ერთი საქმით არ შემოიფარგლება. გრუზინსკები მოითხოვენ მუხრანელებს აეკრძალოთ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ძირითადი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ განიხილა, რაც მოსარჩელემ აპელაციაში გაასაჩივრა. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე მას შემდეგ რაც ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, რომ მასზე მეფე დავითმა იძალადა.
-
სასამართლომ დავით ბაგრატიონს ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფა დაავალა
სასამართლო დავა მეფე-დედოფალს შორის, ქონების გაყოფით დასრულდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის სარჩელი, რომლითაც ის ყოფილ მეუღლესთან ქონების გაყოფას ითხოვდა. სადავო სულ სამი მანქანა იყო, რომელიც დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონთან ქორწინების პერიოდში შეიძინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყველზე ძვირიანი ავტომობილი Porsche cayenne ორად გაყო. ამ მანქანის ნახევარი დღეიდან ანა ბაგრატიონის, მეორე ნახევარი კი დავით მუხრანელის საკუთრებაა. მანქანით რიგრიგობით ისარგებლებენ, ორად გაყოფენ თუ გაყიდიან და ფულს გაინაწილებენ, ეს ყოფილი ცოლ-ქმრის გადასაწყვეტია.
მეორე სადავო მანქანა Mercedes GL-ა. აღმოჩნდა, რომ ის მეფემ სასამართლო დავამდე გაყიდა, ამიტომ მოსამართლემ მას დააკისრა 15 ათასი ლარი ანა ბაგრატიონს გადაუხადოს. დავის შემდეგ მეფეს, ძვირადღირებული მანქანების კოლექციიდან მხოლოდ BMW X5 დარჩა.
ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლესთან, ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დაიწყო. ის სამივე ავტომობილის შუაზე გაყოფას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის. ის ყოფილი ცოლისთვის არაფრის მიცემას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
სამეფო ოჯახის სამართლებრივი დავა მხოლოდ ამ ერთი საქმით არ შემოიფარგლება. გრუზინსკები მოითხოვენ მუხრანელებს აეკრძალოთ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ძირითადი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ განიხილა, რაც მოსარჩელემ აპელაციაში გაასაჩივრა. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე მას შემდეგ რაც ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, რომ მასზე მეფე დავითმა იძალადა.
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ სუსში მივა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით სუსის მიერ დადანაშაულებული თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივა. პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მტკიცებულებებს მეორე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო კარავში ელოდება. ჯერჯერობით უცნობია, რა დამატებითი მტკიცებულებები აქვს უსაფრთხოების სამსახურს მძიმე ბრალდების დასადასტურებლად გარდა უკვე გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერისა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით თემირლან მაჩალიკაშვილი გოგაშვილის მკვლელობას მამის, კლიმენტი გოგაშვილის საფლავზე აპირებდა.
მაჩალიკაშვილი არ უარყოფს, რომ მას ძმიშვილთან შესაძლოა, ჰქონდა მსგავსი საუბარი, რადგან აინტერესებს ყველა, ვინც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას არასდროს არავისი ლიკვიდაცია დაუგეგმავს. ის მზად არის, პასუხი აგოს, თუ გამოძიება მის ბრალეულობას დაადასტურებს. ასევე მზად არის, პროტესტი გააგრძელოს ყველგან, მათ შორის ციხეშიც.
18 წლის შვილის მკვლელობის დღიდან სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლიც. მედიკო მაჩალიკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე თავდასხმის დაგეგმვას.
გამოძიების მიმართ უნდობლობის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე მივა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არაფერი დევს, რითიც შეიძლება დამტკიცდეს, რომ შვილმოკლული მამა თავდასხმას და საფლავის აფეთქებას გეგმავდა.
-
ძლიერი დაკვამლიანება მგზავრებით სავსე ავტობუსში
ძლიერი დაკვამლიანება მგზავრებით სავსე ავტობუსში – შემთხვევა თბილისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის მოხდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი სადენების გადახურება გახდა.
27 ნომერი ავტობუსის მძღოლის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებიდან მგზავრების ჩამოყვანა დაუყოვნებლივ განხორციელდა. მანვე მოახერხა, ცეცხლმაქრის გამოყენებით, ძლიერი დაკვამლიანების განეიტრალებაც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ავტობუსი შემთხვევის ადგილიდან, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გადაიყვანეს.
-
ხვალ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შსს საზოგადოებას აფრთხილებს
ხვალ 9 მაისის აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის – “თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
“თქვენ ხართ არაადამიანები..აუცილებლად გვამები უნდა გენახათ?”-სოსო გოგაშვილის შვილი
“თქვენ ხართ არაადამიანები“, – ამ სიტყვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის შვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
ნინი გოგაშვილი ხალხის იმ ნაწილს, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ტერორისტის თანამოაზრეებს უწოდებს.
„გამწარებულ მამას ეპატიება” – ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები. თქვენ არ გიყვართ თქვენი ოჯახი, თქვენ არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ!!!! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა ,,გამწარებულ მამას თავისი ფიქრები” და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით, უგულო ,,ადამიანებო”? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას, მაინც აპატიებდით?!!! თუ აუცილებლად გვამები უნდა გენახათ, ამას ელოდებით???“, – წერს სოციალურ ქსელში გოგაშვილი.
-
“თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს“–სუბარი რუსთავი 2–ზე
„სიტყვის თავისუფლება რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ – ასე მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში.სოზარ სუბარი „რუსთავი2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა. ის ტელევიზიის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს არის სამართლებრივი დავა. სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, რასაც ტელეეთერიდან გინებაც ადასტურებს.”თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, ან ვისაც აქვს სურვილი, მფლობელს, 9%-ის იქნება, თუ რამდენისაც არის, აუკრძალოს სასამართლოში ჩივილი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩვენ ეს ადამიანები არ ვართ. ასე შეიძლება იქცეოდა წინა ხელისუფლება, იმის წინაც, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ადამიანი ჩივის სასამართლოში, სასამართლოში გაირკვევა, სად არის სიმართლე და როგორ არის სიმართლე. სიტყვის თავისუფლება რომ გარანტირებულია, თქვენც კარგად ხედავთ, რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. არაუშავს. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა. -
ლარი რეკორდულად გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7384 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7384 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7248 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 1,36 თეთრით გაუფასურდა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0665 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0510 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.55 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4430 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5627 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 მაისიდან შევა ძალაში.
-
სუსმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი – ბახტაძე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი, -ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუს-ის მიერ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ – გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერაქტის ორგანიზება და რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაცია, მათ შორის,სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა. ამასთან, სუს-მა ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სუსის ინფორმაციით,ისინი ტერაქტის მომზადებაზე საუბრობენ.