Category: არქივი

  • BBC-ის წამყვანი, რომელმაც პრინცი არჩი მაიმუნს შეადარა, სამსახურიდან გათავისუფლდა

    ტელეკომპანია ბიბისიმ 61 წლის წამყვანი დენი ბეიკერი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილი შვილი შიმპანზეს შეადარა, სამსახურიდან გაათავისუფლა.

    არხის თანამშრომელი სამეფო ბავშვის დაბადებას ტვიტერზე პოსტით გამოეხმაურა და ფოტო განათავსა, სადაც ქალი და კაცი მაიმუნთან ერთადაა ასახული.

    ფოტოს ახლადა სათაური”სამეფო ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს”.

    პოსტი, რომლის გამოც ის ბიბისიდან გათავისუფლდა, ამ დროისთვის ტვიტერზე აღარ იძებნება. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტი რასიზმსა და ქსენოფობიაში დაადანაშაულეს.

    მსგავსი შინაარსის ტვიტი მათს ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

    ბეიკერის თქმით, ის დანაშაულს მიხვდა, თუმცა მისი პოსტით მხოლოდ ხუმრობა სურდა. ბეიკერმა სამეფო ოჯახს და პრინც არჩის ბოდიში მოუხადა.

  • ვეტერანმა პუტინს ყირიმის ოკუპაციისთვის მადლობა გადაუხადა(ვიდეო)

    მოსკოვში ცხრა მაისის აღსანიშნავი აღლუმი გაიმართა. აღლუმში 13000 ადამიანი მონაწილეობდა. მას ტრადიციულად ესწრებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. ტრიბუნაზე ასვლამდე პუტინი ვეტერანებს გამოელაპარაკა. ერთ–ერთმა მათგანმა რუსეთის პრეზიდენტს ყირიმის ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა: “ამხანაგო მთავარსარდალო, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ოპერაციით ყირიმში. ყოჩაღ!“ –უთხრა ვეტერანმა პუტინს.

  • “კუბლაშვილი არის სუსის აგენტი”-ელისო კილაძე მაჩალიკაშვილის ადვოკატზე

    “კუბლაშვილი არის სუსის აგენტი”-ჟურნალისტი ელისო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს სუსის აგენტს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

    “არ მინდოდა პოლემიკაში შესვლა,მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს-მარიტა კუბლაშვილი დიახ,არის ქოცი და დიახ,არის სუსის აგენტი,მეტიც ის არის ქართული მარშის ადვოკატი და უჩივის რუსთავი 2-ს სისტემატურად დადის მოსკოვში !ის მუდმივად უარს ამბობს ვახას დაკითხვაზე სასამართლოში,გამუდმებით იცავს ირაკლი ზაქარეიშვილს და არ აძლევს სხვა ადვოკატებს საქმეში ჩართვის საშუალებას !სანამ საჯაროდ გამოვფენდი ამ თემას,ხუთი თვის უკან პირადში მაქვს მიწერილი !ნეტა როგორ ხდება რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატობის პარალელურად მარგოშვილის ადვოკატი იყო და საქმეში კიდევ ერთი კოლეგის ჩართვის მერე მარგოშვილმა ის ჩამოიცილა?არ ვაპირებ მისი ხსენება შევწყვიტო !! დიდი სკანდალი ელოდება წინ-ზვიადაურს მოკითხვა !”- წერს კილაძე.

    შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის გადადება ხვალისთვის ითხოვა, ამის მიზეზად კი მარიამ კუბლაშვილმა სხვა სასამართლო პროცესი დაასახელა.

  • “თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას”-ლევან ვასაძე მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას ავრცელებს

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე 17 მაისთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს,სადაც ის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას მასობრივი არეულობით ემუქრება.
    “ამას წინათ ვისმენდი ჩვენი უმწიფარი პრეზიდენტის გამოსვლას ევროპაში, სადაც ის დარცხვენით თავს იმართლებდა საკუთარი ერის ნებაზე არ ჩაატარებინოს მამათმავალთა აღლუმი თბილისში ივნისის თვეში, პრემიერმა საკუთარი ხალხი მარგინალებად მოიხსენია, ამავე პრეზიდენტმა აღნიშნა მინდა ღვთისმშობლის წილხვედრობა ვიზეიმოთო, აირჩიეთ პრემიერო ან ღვთისმშობლის წილხვედრობა იზეიმეთ ან ამ წილხვედრს უწოდეთ მარგინალური”

    “ამერიკის საელჩოს ლიბერასტებს ვურჩევ  აწი დაეტიონ თავიანთი საელჩოს პერიმეტრში..იცოდნენ თავიანთი ადგილი საქართველოში…აშშ-ს საელჩომ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა მივმართო მათ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას, რომელიც შესაძლოა, თქვენი ხელისუფლების დამხობით დასრულდეს და ამაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ”, – აცხადებს ლევან ვასაძე.

  • ოპერის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს

    ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში  ბალერინის ქანდაკებები დააზიანეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაზიანების ფაქტზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

    „გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნის დაზიანების ფაქტს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ბალერინების ქანდაკებების დაზიანებას.

    განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.

    მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას“,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

  • თბილისში მოზარდებმა ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს

    თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ორი მოზარდი გამთენიისას შეიჭრა და ძვირადღირებული ტექნიკის წაღება სცადა. ისინი შუშის ჩამტვრევას ქვით ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, სიგნალიზაცია ამოქმედდა. ისინი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაკავა.

    სამართალდამცველებმა მაღაზიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს, სადაც არასრულწლოვნების მაღაზიაში შეჭრის პროცესი ასახულია.

    „დილას, გამთენიას ორმა პატარა არასრულწლოვანმა მოზარდმა შემოამტვრია შუშა, შემოლეწა. მათ მცდელობა ჰქონდათ, რომ გაეტაცებინათ ექვსი ტელეფონი და სამი ლეპტოპი, რომელიც ძვირადღირებულია. საბედნიეროდ, კრიმინალურმა პოლიციამ ადგილზე აიყვანა. ჩამორთმეულია მოპარული ტექნიკა, რომელიც უნდა მოეპარათ,“ – განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა, ვასო პატაშურმა.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე წარსულშიც იგივე დანაშულისთვის იყო დაკავებული და მას პირობით მსჯავრი აქვს. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას არ აკეთებენ.

  • როენა “მამიდას” და “ფისოს” ბრალი წარუდგინეს

    პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

    ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს, აღკვეთი ღონისძიების საკითხს კი სასამართლო ხვალ განიხილავს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. – მეტსახელად „ფისო“.