Category: არქივი
-
“მიშამ პირდაპირ პარლამენტში..”- რას წერს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინა ბოკუჩავაზე
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელ და სექსისტურ პოსტს აქვეყნებს.
თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში “დამამთავრებინა” ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო.
პოსტს ქალთა უფლებადამცველებისა და საზოგადოების მხრიდან მალევე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება.
“ქართულო ოცნებავ, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?”- წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია და მთავრობის წევრებს მიმართავს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

-
ცესკო ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ამგვარი ფორმების გამოყენება ოპოზიციის მხრიდან, რითაც დღეს საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.
ცესკო მიუკერძოებელ დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს დააკვირდნენ.
„დღეს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას. აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონდებლობასთან, აღიარებულ სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარებებას. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
-
“ორსულს რომ ვხედავ, წარმატების მოლოდინი მაქვს, საქართველოც ასე მინდა, დავინახო”-ლადო კახაძე
მე როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს -ეს განცხადება ლადო კახაძემ გააკეთა. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ლადო კახაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“მე მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველი პროფესიით. მე როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს და ჩემი საქართველო დღეს, აი, ამ ფორმით მინდა, დავინახო და მინდა, რომ შვას კეთილი მოლოდინი, კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლე სწორ არჩევანს გააკეთებს ”-განაცხადა კახაძემ “პალიტრას” ეთერში.
-
“მოტეხილ ხელში მირტყამდა” – არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს
თემურ ასლამაზიშვილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ასლამაზიშვილი ოქტომბერში ქურდობისთვის დააკავეს. ის და მისი ადვოკატი ამტკიცებენ რომ სამართალდამცავებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ თუ ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.
არასრულწლოვანი ამ ფაქტზე ჟურნალისტებთან საუბრბოს და ასახელებს იმ პოლიციის თანამშრომლების სახელებსა და გვარებს რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
“გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო. შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხვა, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე.
“შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავი სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, აკაკი უგრეხელიძე, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტხეილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატირებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო,“ – განაცხადა ასლამაზიშვილმა.
ადვოკატებმა დღეს საღამოს საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს, რათა ძალადობის ფაქტი გააპროტესტონ.
-
RYANAIR სავარაუდოდ, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით იფრენს
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით სავარაუდოდ მალე იფრენს -განცხადება ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.
ჩოგოვაძის თქმით, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება.
“დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
-
ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს
ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, უკანონო ფაქტს ასახავს ბეჭდების გაცემის შესახებ.
ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ ბეჭდები არ არის დალუქულ მდგომარეობაში და კომისიის თავმჯდომარეების სახლებში ინახება. ოპოზიცია ასევე მოითხოვს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის საკითხის განხილვას.
-
ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ პარტიას ქმნის -ელისო კილაძე
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.
“გიორგი ქობულია, შოთა შალელაშვილი, ბიძინა გეგიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ზაზა ხუციშვილი გიორგი კვირიკაშვილის ახალი პოლიტიკური პარტია?! სისხამ დილა მშვიდობისა, წილხვედრო“, – წერს კილაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

-
ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა
ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პილოტმა დროულად შეძლო ვერტმფრენიდან გამოსვლა,ხოლო იქვე ნავზე მყოფმა ხალხმა მას დახმარება აღმოუჩინა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მაშველებმა მდინარიდან ვერტმფრენი ამოიყვანეს.
-
იტალიის ქალაქ ტურინის მერს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს
იტალიის ქალაქ ტურინის მერს კიარა აპენდინოს ქაღალდის კონვერტით ტყვია გაუგზავნეს. ამის შესახები ტურინის მერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ამბობს რომ მან არ იცის ვინ გაუგზავნა კონვერტი და რა იყო მისი მიზანი, ასევე ამბობს რომ კონვერტით გაგზავნილი ტყვია ნიშნავს იმას რომ ვიღაც ცდილობს მის დაშინებას თუმცა მას ვერ შეაშინებს და ისევ განაგრძობს მერის მოვალეობების შესრულებას.