Category: არქივი

  • ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 25% ხმას “ქართულ ოცნებას”, 18% კი ენმ-ს მისცემდა – “იპსოსი”-ს კვლევა

    ტელეკომპანია “რუსთავი 2” მისი დაკვეთით ჩატარებული  “იპსოსის” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

    კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, მმართველ პარტიას  “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” კი 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%.

    მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ “პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” , ორივეს 3% აქვს. 

    გამოკითხულთა 1% მისცემდა ხმას “თავისუფალი საქართველოს”. “რესპუბლიკური პარტია” ამ შემთხვევაში არავის დაუსახელებია.

    როგორც ყველა სხვა კვლევაში, ამჯერადაც მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან და ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ მოიქცევიან ისინი არჩევნების დღეს.

    გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. თითქმის ამდენივე, 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.

    კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
    შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

    IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.

  • მოსახლეობის 46%-ს ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს”, 40%-ს კი გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ აქვს – “იპსოსი”

    ტელეკომპანია “რუსთავი 2” საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

    შედეგების მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს. გამოკითხული მოსახლეობის 46%-ს ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს. 40%-ს კი  გაერთიანებული ოპოზიციაის მიმართ,  მესამე ადგილზეა  “ქართული ოცნება” – 38%-ით.

    32% “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი” – 25%, “თავისუფალი საქართველო” – 16%, “რესპუბლიკელები” – 12%.

    კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
    შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

    IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.

  • 20 მაისს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

    ორშაბათს, 20 მაისს თბილისში შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს. მიზეზი წინა დღეს გამართული არჩევნების შემდეგ სანიტარულ-სადეზინფენქციო სამუშაოების ჩატარებაა.

    ერთდღიანი დახურვა  იმ ბაღებს შეეხება, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. ესენი 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.

    ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 21 მაისიდან განახლდება. შეფერხება არ ეხება სკოლებს, სადაც ასევეა  განთავსებული საარჩევნო უბნები.

  • საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმას 29,2%, გაერთიანებული ოპოზიციას – 22% მისცემდა – “იპსოსის” კვლევის შედეგები

    ტელეკომპანია “რუსთავი 2” საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

    კვლევების მიხედვით, შეკითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

    “ქართული ოცნება” – ბიძინა ივანიშვილი 29,2%

    “გაერთიანებული ოპოზიცია” – 22%

    “ევროპული საქართველო” 10,4

    “ლეიბორისტული პარტია” – 4,9

    “პატრიოტთა ალიანსი” 4,7.

    ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას.

    კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით   IPSOS-მა  მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით  ჩაატარა. კვლევისთვის 
    შემთხვევითი შერჩევის მეთოდით  1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

    IPSOS 1975 წელს დაარსდა  და წარმომადგენლობა  87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას  16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.

  • “ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება გარყვნილების პროპაგანდა” – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

    ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება გარყვნილების პროპაგანდა – ეს განცხადება, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ 17 მაისთან დაკავშირებით გააკეთა.  

    „ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება გარყვნილების პროპაგანდა, რაც არ უდნა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ ის. საფრთხეები უნდა გაზომოს პოლიციამ, მე როგორ გავზომო საფრთხეები, ან ეკლესია როგორ გაზომავს ამ საფრთხეებს,“- განაცხადა დეკანოზმა.

    საქართველოს საპატრიარქო  ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესმსვლელობით აღნიშნავს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისსაც გადაიხდის. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტით დასრულდება.

  • ზაზა სარალიძე სასამართლოს მიმართავს

    2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სასამართლოს მიმართავს. სარალიძის მიმართვას მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „ბატონო მოსამართლენო, მოგმართავთ განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ ვარ ცნობილი მხარედ და არ მეძლევა სიტყვის თქმის უფლება. ძალიან ძნელია ჩემთვის, ვუსმინო როგორ ცდილობენ საქმის არასწორად წარმართვას და ხმა არ ამოვიღო. როგორ ცდილობენ საქმიდან უდანაშაულოდ გამოვიდეს ძირითადი დამნაშავე, უფრო მეტიც ძირითად სანდო მოწმედ წარმოაჩინონ.

    როდესაც დაიწყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, აქტიურად ვხვდებოდი ინციდენტში მონაწილე პირებს, ვიღებდი მაქსიმალურ ინფორმაციას, რათა დამედგინა მომხდარის დეტალები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი თვალი მედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის. ვინაიდან გამაჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებდა დამნაშავებს, რომლებმაც, დანამდვილებით ვიცი, რომ უშუალოდ მიაყენეს ჭრილობები ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილველი პირებისგან მიღებული ინფორმაციები ძალიან განსხვავდებოდა ამ პირთა მიერ თავიდანვე, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან.

    რა თქმა უნდა, ვინაიდან ვხედავდი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მქონდა პროტესტი ბრალდების მხარის მიმართ, რასაც ხშირად ვაჟღერებდი ტელევიზიით. თუმცა არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, როდესაც უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესზე ჩემი დაკითხვა, პროკურორებმა დამაიმედეს, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე მაინც დაიწყებდნენ სიმართლის თქმას და პროცესის მიმდინარეობის დროს გაირკვეოდა სრული სიმართლე.

    სამწუხაროდ, არსებითი განხილვის დროს არათუ გაღრმავდა ჩემი ეჭვები, არამედ 100%-ით დავრწმუნდი, რომ ბრალდების მხარეს ეს საქმე ისე აქვს გამოძიებული, რომ დაიფაროს სიმართლე და რეალური დამნაშავეები გადაურჩნენ სასჯელს. ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად განახორციელა ჩემი შვილის მკვლელობა!

    მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს, როგორ დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ. ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტობრივად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ. ჩემი თვალით ვხედავ, რომ სასამართლოში დაკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების დაჯერება ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. პროკურორი კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოდის და საზოგადოებას (რომელიც დახურული სხდომების მიმდინარეობას სამწუხაროდ, თვალს ვერ ადევნებს) ნაცარს აყრის სახეში და ატყუებს, თითქოს ბრალდების ვერსია მტკიცდება სასამართლოში.

    ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურა ცდილობდეს სიმართლის დადგენასა და -დამნაშავეების გამოაშკარავებას, ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული – ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა!

    რაც შეეხება ბრალდებულებს (გ.ჯ.და გ.ბ) პროკურატურა ცდილობს სხვა პირების (რომლებიც არ არიან დასჯილი) ნამოქმედარიც მათ მიაწეროს. მეორე მხრივ, თავად ბრალდებულები ცდილობენ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და საქმე თავდაცვით გაამართლონ. არა ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში). ჩემი მიზანია, ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად.

    მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით, ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელნი დარჩნენ!

    სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში. მაქვს იმედი, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ. მაქვს იმედი, რომ თქვენი განაჩენით არ გაიზიარებთ პროკურორების მიერ გამოგონილ ვერსიებს და გადადგამთ ნაბიჯს სამართლიანობისკენ.

    ვფიცავ ჩემი შვილის სულს, ბოლომდე ვიბრძოლებ და მივაღწევ იმას, რომ დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებსაც დიდი მონდომებით მფარველობენ და რომლებიც დღეს გარეთ თავისუფლად დადიან!

    გთხოვთ იყოთ პრინციპული, ობიექტური, მიუკერძოებლად შეაფასოთ ის მასალები და ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. გთხოვთ, როგორც მოსამართლემ, თქვენი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოთ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად.

    მე ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

  • ზუგდიდის საოლქო კომისიაში ვითარება დაიძაბა

    ზუგდიდის საოლქო კომისიაში ვითარება  ისევ დაიძაბა. სხდომაზე მისულ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე არ უშვებდნენ. ამ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. ხატია დეკანოიძე დაცვას მოუწოდებდა შეეშვათ საოლქო კომისიის სხდომაზე, რადგან მას შესაბამისი უფლებამოსილება აქვს. ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები სხდომაზე შეუშვეს.

    გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, მათ სხდომაზე კონკრეტული მტკიცებულებები მიიტანეს, საარჩევნო ყუთებთან დაკავშირებით. 

    „გადასატან ყუთთან რაც არის, ყველაფერი არის გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

    გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართავენ კომისიის თავმჯდომარეს, რომ მათ მიერ წარდგენილი საკითხი განსახილველად დღის წესრიგში ჩასვან. ეს საკითხი გადასატან სიებს ეხება.

  • “ეს ქუჩა სულ ჩაიშლება”- თბილისში მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

    თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა.ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ეკა ლომიძე ავრცელებს. მისი თქმით, გეოლოგების ექსპერტული დასკვნები რომელიც ამ მშენებლობისთვისაა გაცემული არაკომპეტენტურია და შესაძლოა მიმდინარე მშენებლობამ მთლიანი ტერიტორია ჩამოშალოს.

    როგორც ცნობილია, ჯიქიას ქუჩაზე მშენებლობას და საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი სამშენებლო კომპანია აწარმოებს.

    “დილით სიურპირიზი დამხვდა. მშენებლობის დროს მიწა ჩამოიშალა ქუჩაზე, რომელსაც პირდაპირი გაგებით ხმარობენ ე.წ. დეველოპერ-მშენებლები, სინამდვილეში კი გაქსუებული ოროსნები. ფაქტი ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ #27 მისამართზე მოხდა, სადაც მშენებლობას, საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი კომპანია ანკო და კომპაქტ + აწარმოებს. მიწა ანკოს ტერიტორიაზე ჩამოიშალა. ექსპერტის დასკვნა გვაქვს და ნებადართული გვქონდა აქ იმ დონის თხრა, როგორც გვჭირდებოდაო (რაც უფრო ღრმად გამოთხრიან და ამოთხრიან, მით მეტი სართულის ჩაკვეხების შანსი აქვთ) მაგრამ ექსპერტს გათვალისწინებული არ ჰქონდა მომიჯნავედ კომპაქტ + თუ მიიღებდა მშენებლობის ნებართვას და მისი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მძიმეწონიანი მანქანები თუ დააწვებოდნენ გზას, რომელიც ანკოს ტერიტორიის ზედა ნაწილში გადისო.

    ასეთი ექსპერტული დასკვნების საფუძველზე წარმოებული მშენებლობის იმედი ვისაც გაქვთ, გამოდით, დამენახეთ, რა გული გაქვთ? ანკოელმა ახლა თურმე ახლა აღმოაჩინა, რომ მიწა ნაშალია და საყრდენი რომ გამოეცალა, ზევიდან დაწოლას ვერ გაუძლებდა და ჩამოიშლებოდა.
    ეს ქუჩა სულ ჩაიშლება, ვერ გაუძლებს ქანები იმ აღვირახსნილობას, რომელიც აქ ხდება. მერამდენედ ვამბობ, მომისმენს ვინმე? ექსპერტ გეოლოგები და მჩხიბავები დასკვნებს კონკრეტული მშენებლობებისთვის გასცემენ, იმასაც კაბინეტებიდან, თორემ ერთიანობაში რა დაწოლა მიდის ამ ქანებზე არავინ ითვლის. ამის დასტურია, დღეს რაც მოხდა, ესეც. ხოდა, ჩემი საცხოვრებელი კორპუსის წინ და უკან უკან რაც ხდება, წესიერ ქვეყანაში ჯერ ერთი არ მოხდებოდა და თუ მოხდებოდა, ამის გამკეთებლებს პასუხს აგებინებდნენ, ჩვენთან ყველას ყველაფერი კიდია და მხოლოდ სეირობენ უკვე დატრიალებული კატასტროფებით. “-წერს ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში.

    მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია დააჯარიმა და ამ დროისთვის ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ სამუშაოები შეჩერებულია.

    “კომპანიას დაევალა გამაგრების პროექტის და დამატებით საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა”-აცხადებენ მერიაში.


  • ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ვარდების მოედანზე პარაკლისს იხდიან

    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  ამ წუთებში სასულიერო პირები ვარდების მოედანზე პარაკლისს იხდიან.

    საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 17:00 საათზე რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მრევლის მსვლელობა შედგება. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

    17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია  კონცერტიც.