“ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება გარყვნილების პროპაგანდა” – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

Written by

in

ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება გარყვნილების პროპაგანდა – ეს განცხადება, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ 17 მაისთან დაკავშირებით გააკეთა.  

„ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება გარყვნილების პროპაგანდა, რაც არ უდნა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ ის. საფრთხეები უნდა გაზომოს პოლიციამ, მე როგორ გავზომო საფრთხეები, ან ეკლესია როგორ გაზომავს ამ საფრთხეებს,“- განაცხადა დეკანოზმა.

საქართველოს საპატრიარქო  ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესმსვლელობით აღნიშნავს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისსაც გადაიხდის. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტით დასრულდება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *