Category: არქივი

  • ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

    ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.გაფიცულები “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისის წინ  არიან შეკრებილები და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეთანხმება  ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.

    მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

  • ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შედარებით მძიმეა კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა. გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით შეიყვანეს და მას ოპერაცია ესაჭიროება.

    ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

    სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი კერძო სახლის ეზოში შევარდა, სადაც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

  • ტაივანში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაკანონდა

    ტაივანში გეი ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა. ტაივანის პარლამენტი პირველია აზიის კონტინენტზე, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.

    2017 წელს, კუნძულის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირებს უფლება აქვთ კანონიერად იქორწინონ.

    ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს 2 წელი ჰქონდა ვადა (2019 წლის 24 მაისამდე), იმისთვის რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად დაემტკიცებინა.

    ლგბტქ თემის ათასობით წევრი და უფლებადამცველი საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობასთან ელოდებოდა.

  • “ჩვენ გვკლავენ,გვდევნიან,მაგრამ არ გვინდა დამალვა. ჩვენ არ ვართ ცოტა“–ლგბტქ თემი ვიდეომიმართვას ავრცელებს

    თბილისი პრაიდმა ფეისბუქ გვერდზე ლგბტქ თემის წარმომადგენლების ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სათაურით: “მოგვისმინეთ. თქვენთვის სათქმელი გვაქვს!“ მიმართვის მონაწილეები მათ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დამალვას და გაქცევას არ აპირებენ.

    “ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებში, გვაგდებენ ოჯახებიდან, ჩვენ გვკლავენ, გვდევნიან, მაგრამ არ ვგინდა გაქცევა. ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება. ჩვენ გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია, სოციალური უთანასწორობა. ჩვენ გვიყენებენ ამ და სხვა სოციალური პრობლემების გადასაფარად. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენც და არ დავთმობთ მას. ჩვენი ყოფა არ შემოიფარგლება იმით, რომ სახლში რაც გვინდა ის ვაკეთოთ, ის მოიცავს თავისუფლებას, რომ ვიყოთ საჯარო, ვიყოთ ისინი, ვინც ვართ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას. ყველა ჩაგრული ადამიანის თუ ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარულები. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას. ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის. ჩვენ არ ვართ ცოტა. ჩვენ ვიცავთ და ვაშენებთ ქვეყანას. ვზურნავთ გარემოზე. ვმსახურობთ და ვიხდით გადასახადებს. ჩვენ ვართ თქვენი შვილები, დები, მშობლები, ძმები, ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლები. ჩვენ ვართ თქვენ.“– ამბობენ ვიდეოს მონაწილეები

    17 მაისს, მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ. თბილისში ამ დღეს მსვლელობას მხოლოდ ოჯახის სიმტკიცის დღეს მიუძღვნიან. 17 მაისს დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც საღამოს სამების ეზოში, დავითიანის კონცერტით დასრულდება.

    უკვე რამდენიმე წელია ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები ძალადობის შიშით თბილისის ქუჩებში ვეღარ გამოდიან. თბილისი პრაიდი ღონისძიებების გამართვას ივნისში გეგმავს. 

  • 31 წლის ახალგაზრდას ოჯახი და პოლიცია მესამე დღეა ეძებს

    31 წლის ნიკა რუხაძეს ოჯახი მესამე დღეა ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 14 მაისს გავიდა და ამის შემდეგ აღარავის უნახავს. ის მამიდასთან ფონიჭალაში აპირებდა მისვლას, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.
    ოჯახისთვის ნიკას გაუჩინარების მიზეზები უცნობია, ახალგაზრდას უკვე პოლიციაც ეძებს.
    „14 მაისს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა სახლიდან, მიდიოდა მამიდასთან ფონიჭალის დასახლებაში და არ არის მისული იქამდე. მის მერე არ ჩანს, ტელეფონი გამორთული… ჩემმა მეორე ბიჭმა მითხრა, რომ დაველოდოთ, იქნებ გამოჩნდეს და მოვიდესო. ვუცადეთ, არ გამოჩნდა და განვაცხადეთ დღეს. ვთხოვ რომ მომაძებნინონ და მიშველონ, იქნებ უჭირს რამე“ – აცხადებს ნიკა რუხაძის დედა, ნატო რუხაძე.
  • “რუსმა ინვესტორებმა თბილისში ომი მოუგეს თურქებს და ემირატებს“–რუსული ტელეარხის სიუჟეტი საქართველოზე

    რუსულ ტელეარხ Россия 1 –ზე საქართველოს შესახებ მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომელიც საქართველოს რეალობას ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილავს. სიუჟეტის ავტორი, მაქსიმ კისილიოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში რუსულმა ენამ დაკარგული პოზიციები დაიბრუნა:
    “რუსული ენა, რომელიც ათი წლის წინ აქ კინაღამ დაიღუპა, მაინც გადარჩა. რუსული ენა უცხოურ ენებს შორის ამ მიწაზე კვლავ ყველაზე მოთხოვნადია. იქ, სადაც ორასი წელი ისე ცხოვრობდა, როგორც სახლში, ეკონომიკამ დააბრუნა. სამიდან ორი ტურისტი, რომელიც აქაურობას აწყდება ჩვენს ენაზე საუბრობს.“– ამბობს ჟურნალისტი.
    სიუჟეტის რესპოდენტია მოსკოველი ელენა, რომელიც უკვე სამი წელია ძველ თბილისში უძრავ ქონებას ყიდის რუსებზე, ანუ როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს “ ამჟამად უკვე მხოლოდ ჩვენებზე.“ ჟურნალისტის თქმით “რუსმა ინვესტორებმა ადვილად  მოუგეს ომი თბილისური ეზოებისთვის თურქეთს და ემირატებს. “
    ელენა ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მყიდველები რუსები არიან. ყველა სხვა დანარჩენმა ქვეყანამ პირველობა რუსეთს დაუთმო.
    სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ბაზარმა რეაგირება მოახდინა მოთხოვნაზე და რუსული მენიუ ახლა ყველა რესტორანშია.
    ჟურნალისტი მაქსიმ კისილიოვი რუსულენოვან გრიბოედოვის თეატრსაც ეწვია და მის სამხატვრო ხელმძღვანელთან ინტერვიუც ჩაწერა. გრიბოედოვის საფლავზეც ავიდა და მისი შემოქმედების, ცხოვრებისა და საქართველოსთან კავშირის შესახებაც ისაუბრა. ჟურნალისტი თბილისის ისტორიას რუსულ კონტექსტში მიმოიხილავს. იხსენებს ვორონცოვს, რომელიც მისი თქმით ყველაზე პოპულარული რუსია საქართველოში.
    სიუჟეტში საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოხვდა. მისი ნაწილი ქართულ ღვინოს დაეთმო, ნალილი კი ქართულ ჩაის, რომელიც რუსი ჟურნალისტის თქმით კავკასიური “ნამესტნიკების“ გარეშე საერთდ არ იარსებებდა.
    “რუსეთის არმიას მათ იმდენად დიდი რაოდენობით სჭირდებოდა ჩაი, რომ საზღვარგარეთ მისი ყიდვა მეტისმეტად ძვირი დაუჯდებოდათ და ამჯობინეს იმპერიის ნაწილი ჩაის პლანტაციად გადაექციათ.“– ამბობს ჟურნალისტი.
    რა თქმა უნდა, სიუჟეტში მოხვდა სტალინის სახლმუზეუმი გორში.

  • ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შეურაცხმყოფელი პოსტისთვის ბოდიში მოიხადა

    ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ მის მიერ დაწერილი პოსტისთვის ბოდიში მოიხადა. 

    “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას”, – წერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფეისბუქზე.

    თინა ბოკუჩავას შესახებ სექსისტური და შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტი მან დღეს განათავსა.

  • ანაკლიაში მანქანა სახლში შევარდა, დაშავებულია 7 ადამიანი

    ანაკლიაში ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავარიის  შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს  პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.

    ადგილობრივების ინფორმაციით,  დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

  • ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის ქალაქი-სანდრა რულოვსი

    “ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის ქალაქი”-სანდრა რულოვსმა განმუხურში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველს მიმართა.

    მე როცა მერი ვიქნები და ნამდვილად გავხდები, იმ ფეოდალების ბედით ნაკლებად დავინტერესდებით, დავინტერესდებით ზუსტად იმ ადამიანების ბედით, ვისზეც ახლა გესაუბრეთ… ბაჩანა შენგელიას, როგორც თქვენ, რომ ზუგდიდს ჰყავდეს ევროპული სტილის მმართველობის მერი, რომ ჰყავდეს მზრუნველი მერი, რომელსაც უყვარს და სჯერა საქართველოსი. რომელიც დაამთავრებს იმ იდეას და გამოაცოცხლებს ანაკლიას და ლაზიკას თქვენთვის, რომ თქვენ იქ დასაქმდეთ, თქვენ იქ იცხოვრებთ და ასეთი ქალაქი გახდება ზუგდიდი, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა მის შესახებ გაიგებს, მე ამაზე ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება მთელი საქართველოსთვის,“ – განაცხადა რულოვსმა.

  • თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს

    თიბისი კაპიტალი ანახლებს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეების მზარდმა დაინტერესებამ განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის შესახებ.

    კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები არ შემცირებულა, მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.

    ხელშესახები კლების არარსებობის მიუხედავად, სახეზეა ტრენდისგან გადახვევა: წლების მანძილზე გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია.

    2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის იანვართან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი, მცირე, 1%-ანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში 6% კლება ფიქსირდება, თუმცა ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.

    2019 წლის პირველ კვარტალში ახალი აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა. გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში გაცემული სესხებისა.

    როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში დენომინირებულ ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, რაც მოთხოვნის სტიმულირებას იწვევს.

    გაყიდვებით შეწონილი საშუალო გასაყიდი ფასი მეტწილად სტაბილურია და წინა კვატალთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადა. ამავდროულად, ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული ბინებისა – კლებადი.

    თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის კალკულაციის სენსიტიურობის ანალიზს სთავაზობს, ბინის ზომის და ფასის მიხედვით.