Category: არქივი

  • სახელმწიფომ ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია 7 მილიონი ლარით დააფინანსა

    თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს.საპარტნიორო ფონდმა კომპანია “გლობალ ბრენდი” 2017 წლის 6 მარტს დააარსა.

    მონიტორის ინფორმაციით,საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მეგობარია.

    საპარტნიორო ფონდის მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა საქართველოში.

    გასულ წელს აშშ-ში ღვინო ექსპორტზე 330 კომპანიამ თუ კერძო პირმა გაიტანა, თუმცა მათ რიცხვში ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით 7 მილიონით დაფინანსებული კომპანია.ამ დროისთვის, ლევან გაჩეჩილაძე აშშ-ის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებლად კიდევ 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითხოვს.

    ლევან გაჩეჩილაძე ამ დროისთვის კომპანიაში კონსულტანტის პოზიციას იკავებს. 2018 წელს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კერძო აუდიტორულ კომპანიას საპარტნიორო ფონდის პროექტები შეაფასებინა. აუდიტის მიხედვით, კომპანია გლობალ ბრენდი ყველაზე დაბალ, D კატეგორიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან მოგებას სრულად სავარაუდოდ ვერ ამოიღებს.

    პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალი საპარტნიორო ფონდის, ანუ სახელმწიფოსი იქნება.

  • კორონავირუსთან დაკავშირებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა

    ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა. 

    „გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით, აპარატურული მხარდაჭერით და ადამიანური რესურსით, რომ კვალიფიციურად მოხდეს პაციენტების მართვა. შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტიც და შემუშავებული გვაქვს სქემები იმ შემთხვევისთვის, თუ, ვთქვათ, თვითდინებით შემოვა ვირუსულ ინფექციაზე საეჭვო პაციენტი. ამ დროისთვის პაციენტების განსაკუთრებული მომართვიანობა არ ფიქსირდება. მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. სტაციონარში მოთავსებული პირების ახლობლებისთვის განსაზღვრულია მონახულების გარკვეული საათები. დარეგულირებულია საკვების და პირადი ნივთების მიწოდების საკითხიც“, – განაცხადა „გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელმა.

  • სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შედეგად  კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა  საერთო რაოდენობამ კი 26-ს მიაღწია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

    სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში  ქვეყანაში კორონავირუსის 476 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4 200-ს გადააჭარბა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების 3 057 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი, გამოჯანმრთელდა კი 45 ათასზე მეტი პაციენტი.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • ქართველმა ემიგრანტმა თავი მოიკლა, მიზეზი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება გახდა

    ათენის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში მოთავსებული ქართველი ემიგრანტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის მოკვლა სცადა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

    ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით,შუახნის ქალმა, რომელმაც მომწამვლელი ნივთიერება  თვითმკვლელობის მიზნით მიიღო, საბერძნეთში 10 წელზე მეტი ცხოვრობდა.

    არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება გახდა.

  • რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

    რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, VIII მიკრორაიონში მდებარე სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში 2 მამაკაცი  ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა.

    ახალგაზრდებმა მაღაზიის გამყიდველს,იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 1300 ლარი.

    ადგილობრივების თქმით, მძარცველები ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მიმალვა სცადეს.

    დევნა XX მიკრორაიონში გაგრძელდა, რასაც ქუჩაში ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით პოლიციამ ორივე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.

  • ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

    ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

    “როიტერსის” ინფორმაციით, ყველა პაციენტი ჩრდილოეთ იტალიიდან ჩამოვიდა.

    3 პაციენტიდან 1 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. სამივე მათგანი მილანში სწავლობს.

  • ამერიკაში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

    ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირებული ვაშინგტონში გარდაიცვალა.

    ვირუსის  პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ იორკშიც. ინფიცირებულია 30 წლის ქალი, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

    ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ვაშინგტონში, 29 თებერვალს დაფიქსირდა.

  • სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    “თელასის” ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში,  01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, მანჯგალაძის, რკინიგზის, მახალდიანის, დეპოს, ჭყონდიდელის, კავთისხევის, მელქისედეკ პირველის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის, მრევლიშვილის, გომბორის, ჯანელიძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საჭილაოს, თამარაშვილის, სააკაძის, ლიკანის, კამალოვის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, მეჯვრისხევის, ჩაქვის და წიკლაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ხეხილსანერგე მეურნეობის, საგუბარის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, გაბაშვილის, ირემაშვილის, ჩარგლის, ხვანჭკარის, მაღალაშვილის, ტყიბულის, ქუთათელაძის, ჟღენტის, ინტერნატის, წერონისის, სამღერეთის, ხუდადოვის და ფილიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ღვინის, თუმანიანის, ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, საიათნოვას, ბერიძის, თორეთის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, სავანელის, მესხის, გერგეთის, შხეფის, ასათიანის და წავკისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, ავჭალის სამხედრო დასახლების, ერისთავის, ლურჯქედის და ლაგურაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, შეშელიძის, ხევძმარის, ახმეტელის, გობრონიძის, კორინთას და ბრონშტეინის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ჩეხოვის, ისნის, მეტეხის, მაჭარის, სოლომონ ბრძენის, ფერიცვალების, რუისის, იორის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, წურწუმიას, მესხიშვილის, შავიშვილის, სართიჭალის, ბოროდინის, იზაშვილის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, გურჯაანის, მარტყოფის, ირბახის, სევანის, ნასაკირალის, მთავარანგელოზის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის, არბოშიკის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბეს და ლუსინიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

    ნუსხის სახეობა – ნაკადულის კალმახი,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

  • სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

    კორონავირუსის გავრცელების საფრთხის  გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების გამო მიიღეს.არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.

    არდადეგების პერიოდში,პროფილაქტიკის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.

  • გურიაში საქონელზე და ადამიანებზე მგლების თავდასხმები გახშირდა

    გურიაში, სოფელ კონჭათში ბოლო ათი დღის განმავლობაში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი არაერთხელ იმსხვერპლა. შინაური ცხოველების გატაცების გარდა მგლების ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც მოხდა. სოფელ კონჭათის მოსახლეობა ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში მგელი დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს მიდის და პირუტყვზე თავდასხმის ფაქტებიც გახშირდა.

    ბოლო 10 დღის განმავლობაში, გურიაში მონადირეთა ჯგუფმა სამი მგელი მოკლა. გარეული მტაცებლის თავდასხმას უკვე წლებია ადგილობრივები ამ ხერხით ებრძვიან. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მტაცებლები განსაკუთრებით მომრავლდნენ.

    სპეციალისტები ეჭვობენ, რომ გარეულ ცხოველებში მომატებული აგრესია შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. შემოწმება უკვე დაწყებული აქვთ ვეტერინარებს და ცოფის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

    მტაცებელის მოკვლას კანონმდებლობა არეგულირებს. არსებული საფრთხეების გამო მონადირეები სახელმწიფოსგან ლიცენზიების გაცემის გამარტივებას მოითხოვენ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა.