Category: არქივი

  • “მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ ქვეყნის პროტესტს”-რულოვსი

    სანდრა რულოვსი ამბობს რომ მას აქვს ინფორმაცია რომ ხელისუფლების კანდიდატი პირველივე ტურში დაამარცხა. 

    “აქ ვდგავართ 58-ე და 39-ე უბანთან. დაველოდებით მათ გამოცხადებულ შედეგებს. აქ არის ორი უბანი ერთ სკოლაში. უკანა მხარეს არის 38-ე უბანი, სადაც არის შესული არჩილ თალაკვაძე. ეს ნიშნავს, რომ იქ მაგარი გაყალბება მიმდინარეობს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს 91-ე ანაკლია 2 ხმით, 77-ე უბანი ონოღია 30 ხმით, ასევე ძალიან კარგი ხმები მოგვდის 31-ე უბანზე – ეს ანაკლიაა, დავითიანი გვაქვს მოგებული 50 ხმით და რუხი გვაქვს მოგებული 41 ხმით, მე-100 უბანი.

    ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არანაირად არ ვაჩუქებთ მეორე ტურის ან რაიმე სხვა განცხადებას არ შევეგუებით, ჩვენ ვიცით რასაც მაიმუნობენ, ვიცით,რ ომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული,უამრავი დადასტურებული ფაქტია მოსყიდვის, უამრავი ფაქტია ზეწოლის, ასევე ფარულობის დარღვევის, ძალიან ბევრი ფაქტია, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს. ასევე ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე , ბევრი იყო ნასვამი და პოლიცია არ აქტიურობდა.

    მე მინდა მივმართო პოლიციელებს, ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ გახსოვთ, როგორ კარგად გექცეოდნენ წინა მთავრობის დროს და ასე იქნება ისევ, თქვენ არ უნდა გახდეთ მონები. ვიცი თქვენი დამოკიდებულება და ყოველთვის არის თბილი და პატივისცემის დამოკიდებულება ჩვენთან.

    მესმის რომ იძულებულები ხართ, მაგრამ ვიცი,რომ არ დაუშვებთ პროვოკაციას, თქვენ უნდა იდგეთ ხალხის მხარეს. ეს არის განმუხური და განმუხურს მოვიგებთ, სხვა არჩევანი აქ არ არის, როგორც ანაკლიას.

    არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჯერ ჩუმად არიან და თათბირობენ,თუ გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას ამას არ შევეგუებით. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ რომ არ გვჭირდება.

    თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმისთვის და თითო სოფელში, თუ მე არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე. მე ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე არ მიცნობთ.ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას. კახათიც მოგებულია“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

  • “არჩილ თალაკვაძე ჩემი ასისტენტი იყო 2013 წლამდე. ახლა რას მაიმუნობს“–სანდრა რულოვსი

    “არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე. იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს,” – ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა გააკეთა.

    სანდრა რულოვსი არჩილ თალაკვაძის და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ ზუგდიდში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება. 

    “ის სულ, რომ ლაპარაკობს წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე და ის იყო ჩემი ასისტენტი. ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე გრანტებს, რომ ვპოულობდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი… სირცხვილია უბრალოდ, აქ რომ ცდილობს ჩემს წინაღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას, უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელია ერთად ვთანამშრომლობთ. რამდენი სარეკომენდაციო წერილი მივწერე ამ ბიჭისთვის, რამდენი არ გამიკეთებია, ხოდა ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა.

    „მე დღეს შევიკავე თავი. აქ იყო, მეც აქ ვიყავი ანაკლიაში, დავინახე ეზოში, შევიკავე თავი იმიტომ, რომ მშვიდად იდგა. ახლა, რას მაიმუნობს იქ, შიგნით და რას მავნებლობს, ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და ამას არ ვაპატიებ, არანაირად არ ვაპატიებ, იმან მაინც უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან.

    „ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც აქვს ცრემლები თვალში, როცა მაცილებენ, რომ აი, თქვენი იმედი გვაქვს, ბოლო იმედი თქვენ ხართ. ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

  • კომისიის წევრებმა ვერ გაარკვიეს მოაჭრან თუ არა გამოუყენებელ ბიულეტენს კუთხე

    ზუგდიდის მე-80 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში კომისიის წევრები არკვევდნენ, უნდა მოეჭრათ  თუ არა გამოუყენებელ ბიულეტენზე კუთხე. ფაქტის ამსახველი ვიდეო on.ge-მ გაავრცელა. 

  • არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა-ცესკო

    ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად შეძლეს.

    “ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

    არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში ჩატარდა, ასევე გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს გაიმართა საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

    არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

    საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

  • გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა

    ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა.

    ექიმების გადაწყვეტილებით,  კომისიის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის ამ დროისთვის როგორია კომისიის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი აზრით,ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება  შესაძლოა, უბანზე არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს.

    „ეს არის ქალაქი, სადაც წინა არჩევნებზე გახარია მოკლა, ისეთ ზეწოლას ახორციელებდა მასზე. ასე, რომ არ მიკვირს, რომ გულის შეტევები უვითარდებათ მათ შორის, ჩვენი კომისიის წევრებს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

    შეგახსენებთ, რომ უბანზე ვითარება დაძაბული იყო.  თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი პოლიციამ  ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

  • მოიგო სანდრამ..თქვენით გაგორდებით თუ დეგეხმაროთ?-ირინა სარიშვილი

    ირინა სარიშვილის პროგნოზით  ზუგდიდში სანდრა რულოვსმა მოიგო.

    “მოიგო სანდრამ ზუგდიდში! მოიგო პირწმინდად! ჰა, ეხლა თქვენით გაგორდებით თუ დეგეხმაროთ?“, – წერს სარიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

    ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ვიდეომასალას ტელეკომპანია  “რუსთავი 2”  ავრცელებს

    ადგილზე განთავსებულია ავტომობილები, ავტობუსები, სადაც იმყოფებიან სპეცდანიშნულების წარმომადგენლები.

    საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ.

  • სანდრა მოიგებს ბუს კვერცხებს – ხმაური საარჩევნო უბანთან

    „ოდიში ნიუსის“ ინფორმაციით, ზუგდიდის 81-ე უბანთან „კრიმინალური ავტორიტეტები“ გადაადგილდებოდნენ. მათი გადაადგილება მედიასაშუალებებმა დააფიქსირეს. ისინი უბნის შიდა ტერიტორიაზე მოძრაობენ და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ. აღნიშნული პირები  ჟურნალისტების შეკითხვებზე გაღიზიანდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

  • “არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური”- შავგულიძე

    შალვა შავგულიძის თქმით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის აქტივობა მაღალი არ ყოფილა და არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტური გაიმართოს.

    „არ არის ისეთი მაღალი აქტივობა დაფიქსირებული მთაწმინდის ოლქის მაგალითზე ვამბობ, არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური. დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ არ არის მაღალი აქტივობა, ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა დაუშვებელი მეთოდი წარმატების მისაღწევად არჩევნებში, მოსყიდვა, დაშინება, შავი პიარკამპანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველს პროტესტი გაუჩნდა ამის მიმართ. ეს გამოიხატა პასიური პროტესტის სახით და ისეთ მაღალი აქტივობა არ იყო ამომრჩევლის მთაწმინდის ოლქში, როგორიც იქნებოდა სასურველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს კარგი პოზიციები,. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და პროგნოზები ვთქვა, ახლა იწყება ხმის დათვლის ეტაპი,’ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    „ვნახეთ, რომ “ქართული ოცნება“ მიდის ყველაფერზე, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ყველაფერს კადრულობს, არაფერს არ უფრთხის. ამომრჩეველი უყურებს, ზონდერები როგორ ესხმიან თავს, როგორ იტყუებიან, ამ კოორდინატორებსაც რა დღეში აგდებენ, მოსყიდვა… ეს არის მათი პანიკა, რომელიც ნამდვილად მათ ვრ მოუტანს შედეგს. ყველა მთაწმინდელის ხმა იქნება დაცული, ვერაფერს გააყალბებენ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ნინო გოგუაძემაც გააკეთა.

    „პრინციპულია ის, რომ ამ ხელისუფლებამ შეიგნოს და გაიზიაროს ის, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა. ხელისუფლებას რომელსაც არ აქვს გეგმა ქვეყნის განვითარების და სიღარიბისგან გამოსაყვანად, მიდის ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ – აღნიშნა გოგუაძემ.

  • ხმაური ზუგდიდში.თინა ბოკუჩავას უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

    ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პოლიციის მოთხოვნას უბნის დატოვების შესახებ, თინა ბოკუჩავა არ დაემორჩილა, რასაც პოლიციის  მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა. 

    საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას განმარტებით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.