Category: არქივი

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7470 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7424 ლარი იყო.  ლარი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა.

    ევროს კურსი 3.0643 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.

  • რუსთაველის გამზირზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

    რუსთაველის გამზირზე ქვეითად მოძრავ ახალგაზდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

    თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

    საწყის ეტაპზე ვენდუზე 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200 – ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის – ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით.

    Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას გაუწევენ.

    Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი.

    ვენდუ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები.

    მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

    ვენდუს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – vendoo.ge.

  • პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A-Studio ბათუმში კონცერტს გამართავს

    27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი გაიმართება. კონცერტი კლუბ UP2U-ში შედგება და მისი ორგანიზატორი ივენთკომპანია კლიკია. ბილეთების საფასური 40-60 ლარი იქნება  და მისი შეძენა მსმენელს tkt.ge-ზე შეეძლება. 

    ჯგუფის სოლისტი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, ქეთა თოფურიაა, რომელიც  პუტინის აქტიური მხარდამჭერია. 2018 წელს ის რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო აგიტაციაშიც აქტიურად  მონაწილეობდა და პუტინის მხარდასაჭერ კლიპშიც გამოჩნდა. მანამდე კი,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან  2 წელიწადში, თოფურიმ მონაწილეობა მიიღო  საბჭოთა კავშრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.ის სცენაზე რუსული სამხედრო ფორმით წარსდგა და  შეასრულა  სიმღერა “ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება”.

  • “გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს”-სამადაშვილი მელიას დაუპირისპირდა

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი  ყოფილ თანამოაზრეებს უპირისპირდება.  

    “შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე.

    სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ, უღირსი ხალხია.

    ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ – როგორ! თავისუფალი ხალხი ასეა და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვო ეს თავისუფლება“, – წერს სოციალურ ქსელში სამადაშვილი, თუმცა არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს.

    სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა სამადაშვილის სტატუსი მელიას განცხადების საპასუხოდ აღიქვა, თუმცა თავად სამადაშვილი  ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ნაციონალურ მოძრაობაში  დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

    გუშინ არჩევნების დასრულების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა   ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებმა წინდაუხედავი განცხადებები გააკეთეს.მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა.

  • “უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენაა” – რულოვსი მელიაზე

    გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ზე გუშინდელი ნიკა მელიას ინტერვიუ არ უნახავს. თუმცა მან იცის რის შესახებაც ილაპარაკა მელიამ. რულოვსის თქმით ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული, ვიდრე ინტერვიუების მოსმენაა.

    “არ მინახავს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენა, მარტო გამიგია, ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ქვეყანა”, – განაცხადა რულოვსმა.

    გუშინ საღამოს გადაცემა კვირის აქცენტებში  ნიკა მელია ჩარეთო მას შემდეგ, რაც გადაცემაში სანდრა რულოვსის ჩართვა დასრულდა. სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის წაგების შემთხვევაში ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და მთელ საქართველოს შემოივლის.

  • ბიჭმა კორპუსიდან კუ გადააგდო.დაწყებულია გამოძიება

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს,რომ პიროვნება  საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან კუს აგდებს.

    “გადავაგდებ რა ამის დედაც”-  ამბობს პირი ვიდეოში და  კუს ხელს უშვებს.  ვიდეოს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები ცხოველზე მოძალადის დასჯას მოითხოვენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

  • “ოცნებამ სახლში დარჩენილი ხალხის წყალობით მოიგო”- ცოტნე გამსახურდია

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია შუალედური არჩევნების შედეგებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით “ქართულმა ოცნებამ” სახლში დარჩენილი ხალხის წყალობით მოიგო. 

    “მოიგეს პარტიული აქტივით, 20 ლარად ნაყიდი ხმებით, მცირე “ჩაყრებით” და სახლში დარჩენილი ხალხით. ჯერ შედეგებიც არ ვიცი, მაგრამ ეს ვნახე ჩემს უბანში. კარგია. როდესაც გაუჭირდებათ, სიამოვნებით ვუყურებ, როგორ დაეხმარებათ ბიძინა და ბატონი დედის სხეულგამოვლილი“, – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

    19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდაზე დაინიშნება, სადაც ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის კანდიდატი დაუპირისპირდებიან.