Category: არქივი

  • “არ დადის გირჩის ხმები არავის ჭკუაზე”-გირჩი ევროპული საქართველოს აქტივისტებს

    გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს აქტივისტებისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც ის იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც  გირჩი შავგულიძეს მხარს არ უჭერს.

    ჯაფარიძე პარტიის სტრუქტურასა და იმ ხედვაზე საუბრობს, რის გამოც გირჩი შავგულიძეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს. ჯაფარიძის თქმით, ევროპული საქართველოს კანდიდატი რეალურად ვერაფერს შეცვლის.

    “შავგულიძე არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა”-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

    იმისთვის რომ  შავგულიძეს გირჩის მხარდაჭერის შანსი ჰქონდეს, ჯაფარიძის აზრით, კანდიდატმა  მათ მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უნდა უპასუხოს და ასევე გირჩს მხარდაჭერა უნდა სთხოვოს. 

  • სიახლე ბათუმის სანაპიროზე-ეტლით მოსარგებლეებისთვის ფერადი ბილიკები დამონტაჟდა

    წელს ბათუმში ფერად ბილიკებს შეხვდებით. წითელი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი გადასასვლელი ხიდების მონტაჟი ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს. 

    პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხის სპეციალური ბილიკები არდაგანის ტბამდე,  ყველა სექტორში კეთდება.

    ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, კომფორტულად გადაადგილებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამონტაჟდა,  ასევე ბილიკით სარგებლობა პატარა ბავშვების საბავშვო ეტლებით გადასაყვანად არის მოსახერხებელი.

    ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად ბათუმის ბულვარმა წელს 128 933 ლარი დახარჯა, გასულ წელს კი 41 ათას 902 ლარი. 

    ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბულვარის პლაჟის სრული ადაპტაცია უახლოეს მომავალში მოხდება. 

  • გამოკითხულთა 30% საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს – NDI

    NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 30%  საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს.

    სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა დადებითად მხოლოდ 20%-მა შეაფასა.კვლევაში მონაწილეთა 38% ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მუშაობა დამაკმაყოფილებელია.

    NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

  • პარლამენტის თავმჯდომარის მუშაობას გამოკითხულთა 33% უარყოფითად აფასებს – NDI

    NDI-ის კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძის მუშაობას გამოკითხულთა 33% უარყოფითად აფასებს.

    კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას, 15% ამბობს, რომ კობახიძის მუშაობას დადებითად აფასებს. 

    კვლევაში მონაწილეთა 38% ამბობს, რომ პარლამენტის სპიკერის მუშაობა დამაკმაყოფილებელია.

    NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

  • გამოკითხულთა უმეტესობას, 39%-ს ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს – NDI-ის კვლევა

    NDI-ის  კვლევის მიხედვით გამოკითხულთა  უმრავლესობას   ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

    კვლევაში ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უარყოფითი შეფასება მიიღო.

    39% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება აქვს.

    NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

  • ხვალ რომ არჩევნები იყოს, 17% “ოცნებას” დაუჭერდა მხარს, 14% – ენმ-ს – NDI-ის კვლევები

    NDI-მ კვლევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე  მეტ ხმას 17%-ს  “ქართულ ოცნება”  მოაგროვებდა,  14%-ს  – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა”, 3%-ს  “ევროპული საქართველო” და ასევე  3%-ს  – “პატრიოტთა ალიანსი”.

    გამოკითხულთა უმრავლესობა – 27% აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს. 16%-მა ამბობს,  რომ არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 12%-მა კი პასუხის დაფიქსირებაზე  უარი განაცხადა.

    კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება

    არცერთი პარტია – 37%
    “ქართული ოცნება” – 21%
    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 15%
    “ევროპული საქართველო” – 4%
    “პატრიოტთა ალიანსი” – 3%

    6 %-მა არ იცის და ასევე 6% უარს აცხადებს პასუხზე.

    NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. ცდომილების ზღვარი  +/- 2.3 პროცენტია.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

  • პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

    პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო დღეს 9:00 საატზე დაიწყო. რეგისტრაციის გავლა 12 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

    ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად.

    სკოლებში პირველკლასელთა დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

    25 ივნისიდან კი მე-4  ეტაპი დაიწყება, რაც გამოთავისუფლებულ ადგილებზე სკოლებში რეგისტრაციას გულისხმობს.   ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

    რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ 1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, 2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

    სკოლები წელს 57 ათასამდე პირველკლასელს მიიღებს, თუმცა, მხოლოდ საჯარო სკოლებში 59 ათასამდე ადგილია. რაც შეეხება აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, როგორც დღეს მინისტრის მოადგილემ განმარტა, შესაძლოა მშობლებს სკოლებში ამ დუკუმენტაციის მიტანაც მოუწიოთ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება.

  • ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია- ვიტ ჯორჯიას განცხადება

    “ვიტ ჯორჯია” მატჩების გარიგების ბრალდებით 5 ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებით  განცხადებას აკეთებს, სადაც საფეხბურთო კლუბი   მსგავს ფაქტებს ემიჯება. კლუბში აცხადებენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე.

    “22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ – არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს.

    უაღრესად რთულია გადაიტანო ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ.

    ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება.

    მკაცრად ვემიჯნებით ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან,”- ნათქვამია ვიტ ჯორჯიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

    ვიტ ჯორჯია ბოდიშს უხდის გულშემატკივარს, ფეხბურთის მესვეურებსა და საზოგადოებას მომხდარი ფაქტის გამო.