Category: არქივი
-
სექსუალური ძალადობა რუსთავში.პარკში ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება სცადეს
რუსთავის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება სცადა. “ინფო რუსთავის“ ინფორმაციით მას უცნობი მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს და მისი გაუპატიურება სცადა. გოგონა ამბოს, რომ წინააღმდეგობის გაწევის და ყვირილის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ყვირილის ხმა გაიგო პარკის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც დაინახა, რომ ახალგაზრდა გოგო მიწაზე იყო დავარდნილი და შველას ითხოვდა. ის გოგონას დაეხმარა და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა სახის და მარჯვენა ხელის არეში, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.” -
21–დან 26 მაისამდე თბილისის ცენტრში მოძრაობა იზღუდება.აკრძალვების და ალტერნატიული მარშრუტების სია
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას შეზღუდვების და ტრანსპორტის ახალი მარშრუტების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე:რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ 21 მაისის დილის 06:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით: პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ – ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე.შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე დროებით ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით.ზემოხსენებული მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.20 მაისს დილიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა პირველი რესპუბლიკის მოედანზეც.
რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.
-
იტალიაში ტბაში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნაცნობები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქალი, ტბაში იპოვეს. ქალი თავის დაბადების დღეზე გაუჩინარდა, ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ. თამარ ნეფარიძე რუსთავიდან იყო.
როგორც ცნობილია, იგი იტალიაში სამუშაოდ 5 წლის წინ წავიდა და მომვლელად მუშაობდა.
ტბაში დამხრჩვალი ქალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იტალიურ პრესაში გავრცელდა.
როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს საქართველოში,ამ ეტაპზე უცნობია.
-
“მხოლოდ წინსვლა,მხოლოდ შეტევა ივანიშვილის შუშის სასახლეზე“–სააკაშვილის ახალი ვიდეო არჩევნებთან დაკავშირებით
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე დღეს ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და თანამებრძოლებს ბრძლისკენ მოუწოდებს:
“სინამდვილეში გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება. ამაში ვარ დარწმუნებული.სინამდვილეში ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო.
ეს იცით რას მახსენებს ისტორიულად? 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ მე ვიყავი ახლადარჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაში. და რა მოხდა?აჭარაში სადაც ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებლები, სახელისუფლო ბერკეტების ნაწილი იყო ჩვენ ხელში, ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორც ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ მოგება საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. და ზუსტად ორ თვეში გამოვიდა იქ ხალხი და ასლან აბაშიძე დაამხო. აი ეს არის ისტორიის გაკვეთილები. ერთი ერთზე გავს ივანიშვილი აბაშიძეს. პრაქტიკულად მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მაშტაბით, მაგრამ ეს არ იმუშავებს.
მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ, ძალიან ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით. ჩვენი გამარჯვები არის ძალიან ახლოს. ამას ვამობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების გამოცდილებაც და მარცხის გამოცდილებაც. ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის და დანებებაზე ფიქრის დროც კი. მოდი, ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია ჩვენზე უფრო სწრაფად წინ წასვლა წავიდეს ის და გავყვებით ჩვენ. თუ არ უნდა სწრაფად წინ წასვლა, ჩვენ ნუ შეგვიშლის ხელს, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. ახლა არის ფრონტის ფართოდ გაშლის დრო.
მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა ივანიშვილის შუშის სასახლეზე. სანამ ივანიშვილის არაფოორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ნორმალურად ჩატარება არ გამოვა“–ამბობს სააკაშვილი.
-
“ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა”-ხაბეიშვილი
“ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა”-თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიის მხრიდან ბაღების საკვებით მომმარაგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს აფასებს.
“ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა ! არადა როცა ვაფრთხილებდი მაშინ “დიდკაცობდა” – მაგან რა იცისო, იტყუებაო, ფაქტი სახეზეა”-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ბაღებში საკვები დაგვიანებით მიდიოდა და იყო უხარისხო პროდუქტის მიწოდების ფაქტებიც.
ტენდერი ზაფხულამდე არ გამოცხადდება, შესაბამისად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ბაგა-ბაღებმა საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე თავად უნდა იზრუნონ.
-
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის,ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო. მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.


-
კლიპი რომელიც 51-ე სკოლის მოსწავლეების დაპირისპირების მიზეზი გახდა
51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხუბში მონაწილე მოზარდებს და თვითმხილველებს კი პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს.
„ჩხუბი არ მომხდარა? ჩვენ ისე დავიზარდეთ ჩხუბი არ მომხდარა? ჩხუბი იყო მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ ბავშვებმა ეს ცუდად მოირგეს. კლიპის გამო შეიძლება ბავშვზე ესეთი რაღაცის თქმა? ეს არის აბსოლუტურად სიცრუე. სწორის სახელია თქვენზე, ეს არის „ცრუსთავი“. ეს არ არის სიმართლე. სამწუხაროა რომ ყველა ტელევიზიას ეს რუსთავი გჯობნით. იყო შემთხვევა და იყო წაკინკლავება და არანაირი დაჭრა, არანაირი დანები. წაკინკლავდნენ ჩვეულებრივად. ახალგაზრდა ბიჭები არიან, თინეიჯერებს რა უნდათ, ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ რა“-აცხადებს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი.
კლიპის გამო დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლები. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ.
მშობლებისგან და მასწავლებლების განსხვავებით 51-ე სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ, რომ დაპირისპირება სწორედ ვიდეო შარჟს მოჰყვა.
„ჰიმნს მღეროდნენ ჩვეულებრივ, რაღაც ვიდეო შარჟი ჰქონდათ მომზადებული. ჩვეულებრივი ხუმრობა იყო. ისეთი სერიოზული არაფერი არ ყოფილა,“-ამბობენ ბავშვები.
გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს მანდატურის სამსახურის უფროსი. ამბობს მხოლოდ იმას რომ საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
დაპირისპირება მოზარდებს შორის დღის პირველ ნახევარში მოხდა, თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანები დანებით იყვნენ შეიარაღებული და დაპირისპირებაში ათობით ბიჭი მონაწილეობდა.
-
51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ქურდული სამყაროს გაშარჟებას მოჰყვა
51-ე სკოლაში რამდენიმე საათის წინ სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ჩხუბში მონაწილე მოზრდილებს და თვითმხილველებს პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს.
„ჩხუბი არ მომხდარა? ჩვენ ისე დავიზარდეთ ჩხუბი არ მომხდარა? ჩხუბი იყო მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ ბავშვებმა ეს ცუდად მოირგეს. კლიპის გამო შეიძლება ბავშვზე ესეთი რაღაცის თქმა? ეს არის აბსოლუტურად სიცრუე. სწორის სახელია თქვენზე, ეს არის „ცრუსთავი“. ეს არ არის სიმართლე. სამწუხაროა რომ ყველა ტელევიზიას ეს რუსთავი გჯობნით. იყო შემთხვევა და იყო წაკინკლავება და არანაირი დაჭრა, არანაირი დანები. წაკინკლავდნენ ჩვეულებრივად. ახალგაზრდა ბიჭები არიან, თინეიჯერებს რა უნდათ, ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ რა“-აცხადებს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი.
კლიპის გამო დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლები. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ.
მშობლებისგან და მასწავლებლების განსხვავებით 51-ე სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ, რომ დაპირისპირება სწორედ ვიდეო შარჟს მოჰყვა.
„ჰიმნს მღეროდნენ ჩვეულებრივ, რაღაც ვიდეო შარჟი ჰქონდათ მომზადებული. ჩვეულებრივი ხუმრობა იყო. ისეთი სერიოზული არაფერი არ ყოფილა,“-ამბობენ ბავშვები.
გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს მანდატურის სამსახურის უფროსი. ამბობს მხოლოდ იმას რომ საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
დაპირისპირება მოზარდებს შორის დღის პირველ ნახევარში მოხდა, თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანები დანებით იყვნენ შეიარაღებული და დაპირისპირებაში ათობით ბიჭი მონაწილეობდა.
-
ბაღების უხარისხო საკვებით მომარაგებისთვის მერიამ “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა
“საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო”-დედაქალაქის მერიამ ბაღების მომმარაგებელ კომპანია “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.
თბილისის მერის ილია ელოშვილის განმარტებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში “ნილი” ბაღებისთვის საკვების მიწოდებას ხშირად დაგვიანებით ახორციელებდა, ადგილი ჰქონდა უხარისხო პროდუქციის მიწოდებასაც.
ახალი ტენდერის გამოცხადებას მერია ზაფხულამდე არ გეგმავს. მანამდე კი იმისთვის, რომ ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდება არ შეფერხდეს და შესყიდვებს ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ელოშვილმა.