Category: არქივი

  • 22 მაისს თიბისის ახალი ბიზნესსაკომუნიკაციო პლატფორმის – B COM-ის პრეზენტაცია გაიმართება

    22 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“

    თიბისის ახალი ბიზნესსაკომუნიკაციო პლატფორმის – B COM-ის პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: კოსტავას 14, სასტუმრო „რუმსი

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში 14:07 საათზე   მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

    მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელში, სოფელ ზემო ლათაში დაფიქსირდა და ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ტოჩინოშინის მე-9 გამარჯვება!! – მიზნამდე მხოლოდ 1 მოგება დარჩა (ვიდეო)

    ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მეტსახელად ”ტოჩინოშინი” ნაცუ ბაშოზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. მეათე სატურნირო დღეს მას 9 გამარჯვება და 1 მარცხი დაუგროვდა. 

    დღეს ქართველი გოლიათი კომუსუბი მიტაკეუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. მიტაკეუმი ბოლო პერიოდში ტოჩინოშინისთვის სასურველ მეტოქედ ჩამოყალიბდა, ბოლო 5 შეხვედრიდან ქართველმა რიკიშიმ მიტაკეუმის 5-ივე მოუგო.

    ლევან გორგაძე სატურნირო რეიტინგის სათავეშია და პირველ ადგილს იოკუძუნა კაკურიუსთან და მე-8 მაეგაშირა ასანოიამასთან ინაწილებს. სამივე მებრძოლს 9 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ.

    ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება, ახალგაზრდა სუმოისტს ქართველი ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს. აბისთან დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში ლევანი ოძეკის წოდებას დაიბრუნებს.

    მეორე ქართველი თეიმურაზ ჯუღელი ერთი რანგით დაბალ დივიზიონში, ჯურიოში მე-3 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდა და ტოჩინოშინის მსგავსად, მანად იორიკირის ილეთით იმარჯვა. ქართველ სუმოისტს 7-3 ბალანსი აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ერთი მოგება რჩება. ამის მიღწევა გაგაგამარუს უკვე შემდეგ ბრძოლაში, მე-11 ნომერ კირიბაიამასთან შეუძლია.

  • ”არავის არ შერჩება ქართული ფეხბურთისთვის ზიანის მიყენება” – ლევან კობიაშვილი

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბოლო დღეებში მომხდარ სკანდალზე პრესკონფერენცია გამართა.

    კობიაშვილის ასეთი აღშფოთებული ალბათ არავის უნახავს. მან მკაცრად გააფრთხილა ნებისმიერი ფეხბურთელი, რომ არ დაუშვებს მსგავს ქმედებებს და განაცხადა, რომ მისი მოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ამის აღმოსაფხვრელად იბრძვის.

    ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ისინი არასდროს შევეგუებით იმას, რის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. ,,ამ ადამიანებმა გაბედეს და შელახეს ქართული ფეხბურთის იმიჯი.”

    შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. სრულად ამ ფაქტის შესახებ.

  • ქვიარ აქტივისტმა გენინსპექციას პოლიციელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოთხოვნით მიმართა

    ქვიარ აქტივისტმა, ნიკა წიქარიშვილმა ერთ-ერთი პოლიციელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.
    წიქარიშვილი იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მას და მის მეგობარს ლგბტ დროშის გაშლის საშუალება არ მისცა.

    ინფორმაციას ფაქტის შესახებ თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.

    “იგი მოითხოვს, რომ სამართალდამცავებს დააკისრონ დისციპლინური პასუხისმგებლობა არაეთიკური ქცევის გამო. ნიკა წიქარიშვილის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა იცავს.

    2019 წლის 17 მაისს, ნიკა წიქარიშვილს თავისუფლების მოედანზე ერთერთი ტელევიზიისთვის უნდა მიეცა ინტერვიუ ლგბტ დროშის თანხლებით. თუმცა პოლიციელებმა იგი გვერდით გაიყვანეს, შემდეგ ხელები გადაუგრიხეს. ნიკამ მოახერხა და ვიდეო ჩაიწერა, თუმცა პოლიციელებმა მას ტელეფონი წაართვეს და ვიდეო წაშალეს,”-ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ლეგენდარული ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 20 მაისს დილით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

    ნიკის გარდაცვალებით სპორტულმა სამყარომ ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი დაკარგა. იგი ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი იყო 1975, 1977, 1984 წლებში. კარიერის პიკში მყოფი 1976 წელს უმძიმეს ავარიაში მოჰყვა, რამაც მუდმივი ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ავარიის შედეგად მან სახე და ფილტვები დაიზიანა.

    ნიკი ლაუდა 2012 წლიდან ფორმულა 1-ის მერსედესის გუნდის შეფი იყო. იგი ასევე ფლობდა ავიაკომპანიას და იყო სატელევიზიო ექსპერტი.

    შარშან აგვისტოს მას ფილტვის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთეს და იგი რეაბილიტაციას გადიოდა. რამდენიმე კვირის წინ მას თირკმელების პრობლემაც შეექმნა, თუმცა შვეიცარიაში აქტიურად მკურნალობდა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ყველასათვის მოულოდნელი იყო.

  • თბილისში უამინდობის გამო ხეები წაიქცა და სახლები დაიტბორა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 20 მაისის ღამით, დედაქალაქში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სახლები დაიტბორა და ხეები წაიქცა.

    უამინდობის გამო ზარალის შესახებ  უწყებაში 36 შეტყობინება შევიდა, მათი უმეტესობა შენობების დატბორვის შესახებ იტყობინებოდა.

    ასევე იყო ზარები, რომელიც  წაქცეულ ხეებს ეხებოდა.  წაქცეული ხეების ამსახველი ფოტოები სოციალურ სივრცეშიც გავრცელდა.

  • მტკვარში მამაკაცს ეძებენ

    მდინარე მტკვარში  მამაკაცს ეძებენ. 

    როგორც ცნობილი გახდა, მოქალაქემ თბილისში იუსტიციის სახლთან ახლოს, მტკვარში მამაკაცი შენიშნა და სამაშველო სამსახურს მიმართა. 

    სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარეზე მეორე დღეა მიმდინარეობს. 

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.