ლეგენდარული ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

Written by

in

ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 20 მაისს დილით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ნიკის გარდაცვალებით სპორტულმა სამყარომ ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი დაკარგა. იგი ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი იყო 1975, 1977, 1984 წლებში. კარიერის პიკში მყოფი 1976 წელს უმძიმეს ავარიაში მოჰყვა, რამაც მუდმივი ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ავარიის შედეგად მან სახე და ფილტვები დაიზიანა.

ნიკი ლაუდა 2012 წლიდან ფორმულა 1-ის მერსედესის გუნდის შეფი იყო. იგი ასევე ფლობდა ავიაკომპანიას და იყო სატელევიზიო ექსპერტი.

შარშან აგვისტოს მას ფილტვის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთეს და იგი რეაბილიტაციას გადიოდა. რამდენიმე კვირის წინ მას თირკმელების პრობლემაც შეექმნა, თუმცა შვეიცარიაში აქტიურად მკურნალობდა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ყველასათვის მოულოდნელი იყო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *