Category: არქივი

  • ბიბისიზე გადაცემას “პუტინი” წაიყვანს

    „ღამის შოუ ვლადიმირ პუტინთან ერთად“- ბიბისის მეორე არხზე კომედიური შოუ იწყება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის სამგანზომილებიანი გამოსახულება წაიყვანს.

    “პუტინი” ინტერვიუს ჩაწერს  და სხვადასხვა თემაზე ისაუბრებს.

    გავრცელებული ვიდეოდან ჩანს,  რომ 3D პუტინის პირველი სტუმარი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მრჩეველი ალისტერ კემფბელი იქნება.

  • ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

    ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა.

    ქვები გზის სავალ ნაწილზეა ჩამოცვენილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. ფაქტის ამსახველ ფოტომასალას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

  • მთავრობამ, მთელმა პროკურატურამ შეაწმინდეს ხელი ბოლომდე – მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა

    მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-სთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. ოჯახისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, დაკავებულის მამა პატიმრობას არ ელოდა. ის აცხადებს, რომ ყველამ ხელი მის შვილს “შეაწმინდა” და ეს ყველაფერი ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.

    „ყველას პირობითი აქვს, ხომ გადაამტერეს ერთმანეთს ეს ბავშვები, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. მთავრობამ, მთელმა პროკურატურამ შეაწმინდეს ხელი ბოლომდე და ესე გაგვიმეტეს“ – აცხადებს დაკავებულის მამა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს დაკავებული დ.ღ-ს ადვოკატიც.

    „ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების სავარაუდოდ, დაკავება და დაჭერა. პლუს იმას, რომ იმ განაჩენზე, თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. იქ როდესაც საუბარია, ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდაო, არ მისული პიროვნების ჩვენება საერთოდ არ აქვთ მოსამართლეებს გაზიარებული“ – აცხადებს ადვოკატი.

    ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს

  • ლარის კურსი კვლავ დაეცა

    22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7756 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7676 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
    მიმართებაში -0.80 თეთრი შეადგინა.

    ევროს კურსი 3.1001 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0848 ლარს შეადგენდა.  ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 მაისიდან შევა ძალაში

  • ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

    ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    მას ასევე  გამოაკლდება 6 თვე, რომელიც მან პატიმრობაში  უკვე გაატარა და შესაბამისად ეს ვადა  მოხდილად ჩაეთვლება. 

    ბრალდებული  დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

  • იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

    იტალიაში გადაბრუნდა  ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

    შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. დაღუპულია 40 წლის ქალი.ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა. 30-ზე მეტი მგზავრი  დაშავდა, 4 მათგანის მდგომარეობა  კი კრიტიკულად მძიმეა.

    საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ტურისტები სიენადან ფლორენციაში მიემგზავრებოდნენ.

  • რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება

    შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მოსკოვში გასტროლებზე მიემგზავრება. რუსთაველის დასი რუსი მაყურებლის წინაშე, სპექტაკლით “ვანო და ნიკო” წარსდგება. სპექტაკლები 8 და 9 ივნისს მოსსოვეტის სახელობის თეატრში გაიმართება.

    გასტროლები ჩეხოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შედგება. პიესის ავტორი და რეჟისორი რობერტ სტურუაა.

  • სადაც მე ვიქნები, ვნება არ იქნება-ლადო კახაძე

    “მე ფიცი მაქვს დადებული ექიმის და იქ, ერთ-ერთ პუნქტში ასე წერია: “არა ავნო რა”. მე ვცხოვრობ “არა ავნო რა” პრინციპით, სადაც მე ვიქნები, ვნება არ იქნება. სხვას ვერ გეტყვით, სხვაზე თავს ვერ დავდებ. ახლა, ერთი მანდატი შეცვლის თუ არა რამეს? შენების დროს, შეიძლება ერთი აგური რომ დაგაკლდეს, დიდი ვერაფერი იყოს, მაგრამ ერთი გაბზარული აგური რომ ჩაატანო, ის კედელი დაინგრევა. ერთ ხმას შეუძლია დაანგრიოს და ერთ ხმას შეუძლია, არა ავნოს პრინციპიდან უბრალოდ წაადგეს და ვიღაცამ გამოიყენოს თავის სასიკეთოდ კონსტრუქციისთვის. დესტრუქცია ჩემგან არ გამოვა, მე კონსტრუქტორთა რიცხვში ვდგავარ მთელი ჩემი ცხოვრება”,-განაცხადა მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ TV პირველის ეთერში.

  • ხაბეიშვილი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა, როგორ ვიხალისებდით?- კალაძე

    ხაბეიშვილი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა, როგორ ვიხალისებდით? – კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხების არამიზნობრიობას ეხებოდა. 

    „ხაბეიშვილი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა, როგორ ვიხალისებდით? შესყიდვა, რომელსაც ვახორციელებთ, მოიცავს 10 ქუჩას. სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ქალაქში იქნება კონკრეტული ხაზები, საავტობუსე ზოლები. როგორი ფომით და რა ფორმით უნდა გაკეთდეს, სწორედ ამისკეენ არის მიმართული ეს კვლევა“ – აცხადებს კალაძე 

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თანხები რომელიც თბილისის მერიამ ჭავჭავაძისა და ხიზანიშვილის ქუჩებზე პროექტების განხორციელებისთვის გამოყო, არამიზნობრივად იხარჯება. საუბარია 930 ათას ლარზე.

    “თუ თბილისის გენერალური გეგმა დაჯდა 3 მილიონ ლარამდე, მხოლოდ 3 ქუჩის დაგეგმარება სატრანსპორტო მიმართულებით, რატომ ჯდება 930 ათასი ლარი, ხომ არ გვაქვს საქმე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან?”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

  • სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ!-გვარამია

    სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! – “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის გაგუდვის ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარი სექსუალური განათლების არარსებობას დაუკავშირა. 

    “ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს, რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს! ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა. ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ, რომ სექსუალური განათლება არ მიმიღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე. სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.