Category: არქივი

  • მანჰეტენის ცენტრში 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშა აღმართეს

    ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ფინანსურ  კვარტალში ბოულინგ გრინის სკვერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის დროშასთან ერთად საქართველოს დროშა აღმართეს. ვიდეოს ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ნინუკა ბორჩხაძე ფეისბუქზე აქვეყნებს.

    ეს ადგილი ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია, რადგან სწორედ აქ არის ნიუ იორკელი ბრინჯაოს ხარის 3200 კილოგრამიანი სკულპტურა. მასთან ფოტოს გადასაღებად ტურისტები მუდმივად რიგში დგანან. ხარი ნიუ იორკის და უოლ სტრიტის სიმბოლოა და ხანდახან იმაზეც კამათობენ, რომელი უფრო პოპულარულია – თავისუფლების ქანდაკება თუ ბრინჯაოს ხარი.

  • უბედური შემთხვევა კახეთში- ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლე ჩანჩქერში ჩავარდა

    ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდნილ 16 წლის გოგოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეძებს.გოგონა სკოლის ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

    შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.

    ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე – წყალში.

    ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება”-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • გადაყენების შესახებ მედიით გავიგე-ყოფილი მინისტრი

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი,ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ  მისი გადაყენების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით შეიტყო.

    „თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით გავიგე , მე მანამდე ვესაუბრე თორნიკე რიჟვაძეს სანამ განცხადება გაკეთდებოდა ,მერე კომუნიკაცია არ მქონია „ – განუცხადა შამილიშვილმა აჭარის ტელევიზიას.

    შეგახსენებთ, დღეს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში რუსული სიმბოლიკით მარში მოეწყო.

    მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.

    ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

    აჭარის  განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, რუსეთის დროშებით მსვლელობის შესახებ მან არაფერი იცოდა, თუმცა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია საპირისპიროს მოწმობს. ირკვევა რომ მარში და ნაციონალური სიმბოლიკის გამოყენება  სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.

    “26 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართება ნაციონალურ ტანსაცმელებში ქართველი და 18 უცხოური კოლექტივის მონაწილეობით”,- ნათქვამია აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ  ვებ გვერდზე 24 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც  მონაწილე  ქვეყნებს შორის რუსეთიცაა მითითებული.

  • საქართველოს ეროვნული ჰიმნი სიმბოლურად ზუსტად 05 საათსა და 10 წუთზე შესრულდა

    საქართველოს ეროვნული ჰიმნი სიმბოლურად,  05 საათსა და 10 წუთზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად შესრულდა.


    101 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ სწორედ ამ დროს  05 საათსა და 10 წუთზე გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება.


    მოქალაქეები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე მათთვის ბრძოლის და თავდადების სიმბოლოა. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მისულ დამთვალიერებლებს შორის რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

    „7 წელია საქართველოში ვცხოვრობ, მიყვარს ეს ქვეყანა და ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ ქვეყნის გამთლიანებას – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებას. ეს აუცილებელია და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ამოცანას თავს გაართმევს,“-განაცხადა მალკომ ტეილერმა.

  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულებული “ხორუმი” ლონდონის Abbey Road-ზე

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონის ცნობილ Abbey Road-ზე ქართული ცეკვა „ხორუმით“ აღნიშნეს, ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

    მოკლე ვიდეოში ნაჩვენებია როგორ ასრულებენ ქართულ „ხორუმს“ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე— „ები როუდის“ (Abbey Road) ზებრა გადასასვლელზე, სადაც მუსიკალურ ბენდ „ბითლზის“ ამავე სახელწოდების ალბომის გარეკანის ფოტოა გადაღებული.

  • “ასეთი სეტყვა არ ახსოვს ბაკურიანს”-ბორჯომსა და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა მოვიდა

    ცოტა ხნის წინ ძლიერი სეტყვა იყო დაბა ბაკურიანში.ადგილობრივების ინფორმაციით, ასეთი ძლიერი სეტყვა მათ 20 წელზე მეტია არ ახსოვთ.სეტყვის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    მოსახლეობის თქმით,   დაზიანდა ავტომობილები.  ბაკურიანის რწმუნებულის თქმით, სეტყვას სერიოზული ზარალი არ მიუყენებია და მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.

    ბაკურიანის გარდა დაისეტყვა  ქალაქი ბორჯომიც.

  • სააკაშვილმა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს პატივი მიაგო (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილი საკტარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს სადაც  მან სააკაშვილმა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს პატივი მიაგო.

  • „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    “კურიერის” ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს.

    ედიშერ მუშკუდიანსა და ოპერატორ ბაკურ ჩიხლაძეზე თავდასხმის გამო 2 პირია პასუხისგებაში მიცემული.

    „ვნანობ, ჩვენ რაც დავაშავეთ და გავაკეთეთ იმ პირის მიმართ, ვინც ახლა იმყოფება იმ მდგომარეობაში და ასევე ბოდიშს ვუხდით მას. ასევე, მთლიანად ტელეკომპანიას,“ – ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული, მურთაზ შალამერიძე.

    განმარტება გააკეთა თავდასხმაში კიდევ ერთმა, ბრალდებულმა პირმა, რომელმაც განმარტა რომ თავდასხმა აღელვების ნიადაგზე მოხდა.

    „მადლობას ვუხდი ყველას, რომ ჩემ მდგომარეობაში შევიდა, ეს ყველაფერი მოხდა აღელვების ნიადაგზე… თავს დამნაშავედ ვგრძნობ და წერილით მივმართე და პირადად მოვიხადე ყველას მაგივრად ბოდიში,“ – ამბობს კიდევ ერთი ბრალდებული.

    საქმის პროკურორების თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    „ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა პატიმრობა, მითითებული იქნა ის საფრთხეები, რასაც ჩვენ ვთვლით რომ სასამართლოს უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, თუმცა სასამართლომ მათ შეუფარდა გირაო 3000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. რაც ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კვლავ გადის მკურნალობას ედიშერ მუშკუდიანი, მისი მკურნალობის დასრულების შემდეგ, შესაბამისად, გამოთხოვილი იქნება ისტორია, ჩატარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გადაწყდება საბოლოოდ ამათი ბრალდება,“ – განაცხადა პროკურორმა, ირინა მჟავიამ.

    დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება და განმარტავს, რომ ბრალდებული პირები ნასვამები იყვნენ.

  • კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე ოჯახთან ერთად მივიდა(ფოტოები)

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე ოჯახთან ერთად მივიდა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

    “ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით.

    101 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე დავკარგეთ და მხოლოდ 70 წლის შემდეგ შევძელით მისი დაბრუნება ეროვნული მოძრაობის გმირების და ქართველი ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლის და მსხვერპლის შედეგად.

    დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა თაობამ, ჩვენი მშობლების თაობამ 28 წლის წინ აიღო.

    სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს დამოუკიდებულობა. დამოუკიდებლობა სწორედ თავისუფალი ნების და პასუხისმგებლობის ნაზავია.

    ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წინ გვიდევს დიდი გზა, რომელიც გადის დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიურ განვითარებაზე, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ გზით უნდა გავხდეთ და გავხდებით კიდეც ევროპის ნაწილი”,-განაცხადა კალაძემ.

  • ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ჭიათურაში მე-12 დღეა  მაღაროელები გაფიცულები არიან,მათი  ნაწილი კი უკვე 10 დღეა შიმშილობს.    

    ერთ-ერთი მოშიმშილე მუშა შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმის განცხადებით, პაციენტს  სისუსტე და ძლიერი თავბრუსხვევა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

    აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. გაფიცულ მუშებს სოლიდარობაგამოუცხადეს ზესტაფონის ფეროს ქარხნის თანამშრომლებმა.

    ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა გაფიცულებს  ხელფასის ეტაპობრივი, 25%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მუშები არ თანხმდებიან და ანაზღაურების 50%-ით მომატებას მოითხოვენ.