Category: არქივი

  • ხორუმი ლონდონის ქუჩაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (ვიდეო)

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონში ქართული ცეკვების შემსწავლელი სტუდიის წევრები გაკვეთილზე ხორუმის ცეკვით მივიდნენ. ხორუმის ცეკვით გადაკვეთეს ზებრა გადასასვლელი აბი როუდზე. ვიდეოს სტუდიის ვებგვერდი აქვეყნებს. მოცეკვავეებს შორის არის ლონდონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნათია აბრამია.

  • ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს მისალოცი წერილი გამოაქვეყნა. მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

    “დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას.”

  • მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს–მამუკა ბახტაძე

    პრემიერმა ბახტაძემ დილით მერაბ კოსტავას საფლავი მთაწმინდის პანთეონში ყვავილებით შეამკო და საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
    „დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა.მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • “თუ გაბედავს მე შევხვდები” -მაჩალიკაშვილების ოჯახი სოსო გოგაშვილს პასუხობს


    სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ორი კვირის წინ შეხვედრა შეუთვალა.
    ამის შესახებ განცხადება მედიკო მარგოშვილმა შაბათის კურიერთან გააკეთა. მარგოშვილი თავს იკავებს, დაასახელოს იმ ადამიანის სახელი, ვისი პირითაც გოგაშვილმა ოჯახს შეხვედრა შეუთვალა.
    მარგოშვილის თქმით, გოგაშვილმა შეუთვალა, რომ თემირლანის მკვლელობის საქმეში ის უდანაშაულო იყო და შეეძლო ბიბლიასა და ყურანზე დაფიცება.
    „ორი კვირის უკან გოგაშვილმა გამომიგზანა კაცი ხეობაში… მიზანი იყო, რომ თემირლანთან არ იყო დამნაშავე, ყურანზეც დავიფიცებ, ჩვენებური ბიბლიითაც, რომ არ ვარ თემირლანის საქმეში გარეული. მე ამ კაცს ავუხსენი, მე არ ვამბობ, რომ იმ ღამეს იყო გოგაშვილი, გოგაშვილი იყო დილის 10:00 საათისთვის, მე რომ მეზობლის კარიდან გამოვედი და ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი, მომიახლოვდა და მითხრა ზუსტად. მე არავინ არ მარიგებს, ჩემთვის არავის უთქვია, რომ გოგაშვილი მეხსენებინა იმიტომ, რომ ეს კაცი მე თვითონ ამოვიცანი სურათიდან, ზუსტად ეს კაცი იყო იმ დილით მე რომ დამელაპარაკა… მე ვუთხარი იმ კაცს, ვინც მომიგზავნა, იქნებ, რაღაც სურათებში ვცდები, იქნებ, წელიწადნახევარი გავიდა, რაც ამ კაცს ვთხოვ, თუ დამნაშავეა, რაღა ახლა გაახსენდა, ჩამოსულიყო, იქ ოცნების სახლთანაც ვიყავით, რომ ჩამოსულიყო და დამენახვე მეთქი თუ არ ხარ დამნაშავე, არ ჩამოვიდა არც იქ, წელიწადნახევარი გავიდა, ვადანაშაულებთ ამ პიროვნებას,“ – განაცხადა მარგოშვილმა.
    მედიკო მარგოშვილის თქმით, შეხვედრის თარიღის დაგეგმვის შემდეგ გოგაშვილი ოჯახს არ შეხვდა.
    „თანახმა ვიყავი და ველოდებოდი ერთი კვირა, რომ პასუხი არ მივიღე, დავურეკე იმ კაცს, რატომ არ შემხვდა ეს პიროვნება, ჩვენი შეხვედრა გაუქმდაო, არ ვიცი, რის გულისთვის, ან რა მიზეზით. მაშინ მე იმ კაცს ვუთხარი, ახლა უფრო ზუსტად დავრწმუნდი, რომ ეს თვითონ არის დამნაშავე და იმაზე არ უნდა ჩემთან შეხვედრა,“ – განაცხადა მარგოშვილმა.
    მაჩალიკაშვილების ოჯახი ამბობს, რომ გოგაშვილი ვერ გაბედავს მათთან შეხვედრას.
    “თქვენ როგორ გგონიათ, მაგის კაცობა აქვს მაგას, შემხვდეს? ის არ გაბედავს, რომ შემხვდეს, უიარაღოდ, შიშველ კაცს. არ გაბედავს, რომ შემხვდეს. თუ გაბედავს, მე შევხვდები,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

    მაჩალიკაშვილების ოჯახი შაბათის კურიერში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ეთერში გავიდა სოსო გოგაშვილის ინტერვიუ. ინტერვიუში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებდა:

    „მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი.

    ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მიკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა გოგაშვილმა.

    სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.

  • “მაჩალიკაშვილს დაუდგა ნაციონალური მოძრაობა გვერდში, შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი” – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე

    „მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი,“ – ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
    იოსებ გოგაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მათთან დაკავშირებული პირები განაწყობდნენ.
    „ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მოკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს
    მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა გოგაშვილმა.
    სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.
    „ეს აწყობდა ოპოზიციურ პარტიას, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქართული ოცნების და მმართველობის იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი და შემდეგ აღმოვჩნდი გადავედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ის ამას იძახდა, კიდევ ვიმეორებ, მე დავრწმუნდი, იქამდე მე ეჭვი მეპარებოდა, ვამბობდი, რომ ალბათ ამას იყენებენ და აყვირებენ ამ ადამიანს, მაგრამ როდესაც იმან გადაწყვიტა, რომ ამოვეწყვიტეთ მთელი ოჯახი სასაფლაოზე, მთელი ოჯახი შვილებით და შვილიშვილებით და თან ეს წინასწარაც გააკეთა, აფიშირება გააკეთა და განცხადება, რომ ის ამოწყვეტს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გაანადგურებს, ამის შემდეგ მე ბოლომდე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასე. ამიტომ, მე მინდა, რომ ის ადამიანი დავარწმუნო, რომ ეს ასე არ ყოფილა,“ – განაცხადა გოგაშვილმა.
    მიუხედავად იმისა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან წელიწადნახევარი გავიდა, გოგაშვილი არ დაუკითხავს პროკურატურას.
    „ახლა იძიებენ ჯერ, სპეცრაზმელის მოქმედება ადეკვატური იყო თუ არ იყო ადეკვატური. იძიებენ, შეიძლება, უფრო ადრე რომ დამთავრებულიყო, კარგი იქნებოდა და წელიწადნახევარი მიმდინარეობს ეს გამოძიება და მე ხომ არ ვიცი, იქ რა პროცესი მიმდინარეობს, როგორი მტკიცებულებები აქვთ, როგორი დაკითხვებია, რამდენი ადამიანია დასაკითხი,“ – ამბობს გოგაშვილი.
    სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც პანკისის სპეცოპერაციასთან და არც მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის განზრახვის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს არ დაუკითხავთ.
    „ჯერ ჩვენება არ მიმიცია არაფერზე. გეგმა აქვს პროკურატურას თავისი, მიდიან თავის გეგმის მიხედვით, მე ვერანაირად ვერ ჩავერევი და ვერც შევაწუხებ ზედმეტად,“ – ამბობს გოგაშვილი.
    სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე დღეს პარტია ქართულ ოცნებაში მოღვაწეობს. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში ხელმძღვანელობს სამსახურს, რომელიც პარტიის თანამშრომლებს ამოწმებს.
    „სადამსჯელო დანაყოფი არ არის, რომელიც გამოავლენს და დასჯის ადამიანებს. ჩვეულებრივ, როგორც ყველა პარტიულ დანაყოფში, ასევე ჩვენთანაცაა. ეს სამსახური ჩემი იქ გადასვლის შემდეგ არ შექმნილა. სამსახური იქ არსებობდა და მე შევუერთდი ამ სამსახურს. გადავედი იქ, ფაქტობრივად, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. ეს ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, სადაც მე დავიწყე პოლიტიკაში ფეხის ადგმა და შევედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, დამსახურებული პენსია, არავინ იცის, ხვალ სად იქნება გოგაშვილი. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, გუნდთან ერთად გუნდის შიგნით სად ვიქნები,“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
    გოგაშვილმა კურიერთან ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.
    მისი თქმით, გუნდში მსჯელობდნენ, რომ პარტიული მიმართულებების გაძლიერება იყო საჭირო. სოსო გოგაშვილის განცხადებით, მისთვის არავის უთქვამს, რომ სუს-ი უნდა დაეტოვებინა. მისი შეფასებით, რაღაც ეტაპი მთავრდება და სხვა იწყება. ის უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რომელიმე პირი ძალოვან უწყებაში გადადის ან პირიქით იქიდან პარტიაში ინაცვლებს.

  • “ბიძინა ივანიშვილი ბოლოს ვნახე, დაახლოებით, ორი კვირის წინ” – სოსო გოგაშვილი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს ბოლოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ შეხვდა,- ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო.

    გოგაშვილის განცხადებით, ივანიშვილი  გასცემს პარტიაში დავალებებს, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები ასრულებენ.

    „პარტიის თავმჯდომარე ყველას თავის დავალებას აძლევს და ისინი დავალებებს ასრულებენ. მე არ მაქვს ისეთი პირდაპირი დაქვემდებარება, რომ უშუალოდ პირდაპირი დავალება მივიღო. ბოლოს ვნახე, დაახლოებით, ორი კვირის წინ,“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

  • რა ინფორმაცია მიიღო გვარამიამ მთავრობისგან – საგანგებო ბრიფინგი “რუსთავი 2-ში”

    “დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს სტრასბურგის მოსამართლის და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული ქმედების”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სულ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, სტრასბურგში ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია საქართველოს ხელისუფლებისგან ინსტრუქციებს იღებს იმისთვის რომ არხისთვის სტრასბურგის მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიება მოიხსნას.

    “ჩვენი ინფორმციით საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იგი იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე და მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმის პროექტის განხილვა სასამართლო კოლეგიის მიერ, პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს შენიშვნებით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ჭანტურიასგან, რაც არის სამოსამართლეო ეთიკის დარღვევა და ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს”-აცხადებს გვარამიამ და მოსამართლეს აცილებას უცხადებს. 

    შეგახსენებთ, რომ დღეს “რუსთავი 2”-ის ოფისში  პარტნიორთა კრება შედგა, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით ჩაინიშნა. კრებაზე 3 საკითხი განიხილეს, მათ შორის, ნიჟარაძის მოთხოვნა, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს.

  • რუსთავი2 სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის, ლადო ჭანტურიას მისი საქმიდან აცილებას ითხოვს

    საქართველოს წარმომადგენელმოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ნიკა გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე.

    „ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართელოს ხელისუფლების მხრიდან, როგორც იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით.“ –ამბობს გვარამია.

  • თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. მათივე თქმით, ბრალდებულმა 1994 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “ალფა პვპ”.

    დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “ალფა პვპ”. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ცდილობდა.

    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით”,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.