Category: არქივი

  • ჭიათურაში მოშიმშილე მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ჭიათურაში  მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ის მოშიმშილე იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ექიმებს მიმართეს.

    შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.

    დღეს აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

    ჭიათურაში დაკეტილია მაღაზიები, ოფისები, ბაზრობები. პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა.

    გუშინ “ჯორჯიან მანგანეზსა და მოშიმშილე მაღაროელებს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა ხელფასების მომატებაზე კვლავ უარი განაცხადა და ძალაში დატოვა მათ მიერ გაჟღერებული წინადადება, რომელიც საწყის ეტაპზე ხელფასების 15%-ით ზრდას, ხოლო ეტაპობრივად, ჯამში 25%-იან ზრდას ითვალისწინებს.

  • მშობიარობის შემდგომი გართულებით ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

    ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. კოლეგის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას „მედიაცეტრი მთავარი“ ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა გოგონამ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.

    “ჩვენს საყვარელ ნინის, გული ერთ-ერთ სამშობიარო სახლში გაუჩერდა. ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, დღეს, დილით სიცოცხლე შეწყვიტა. მას მშობიარობის შემდგომი გართულებებით გული გაუჩერდა. ნინიმ ბარბარე 21 მაისს გააჩინა და მას შემდეგ სიცოცხლეს ებრძოდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში მოხდა. მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო, ნინი ჯაფარიძე კლინიკაში რჩებოდა. “მედიაცენტრი მთავარი” სამშობიარო სახლისგან, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, ელოდება დამატებით ინფორმაციას. ნინი, ჩვენი ყველას საყვარელი გოგო დღეს დილით წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი ახალი სიცოცხლე კი მის ნაცვლად გააგრძელებს სიცოცხლეს. პატარა ბარბარეს, ყველასთვის საყვარელი ნინი ზეციური სასუფევლიდან ყოველთვის დაიფარავს”, – წერს  მედიაცენტრ მთავარის” დამფუძნებელი, ეკა გულუა.

  • წელიწად-ნახევარი გავიდა და კვლავ არ ვიცით რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი – ომბუდსმენი

    “წელიწად-ნახევარი გავიდა და კვლავ არ ვიცით რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

    450-გვერდიანი ანგარიში ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგენა. ანგარიშში მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა განხილული.

    „უკვე წელიწადნახევარი გავიდა გარდაცვალების მომენტიდან, სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევიდან და ჩვენ კვლავ არ ვიცით გამოძიების პასუხები, რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მღელვარებას და პროტესტის გრძნობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო იყო საკმარისი იმისთვის, რომ გარკვეული შედეგები და პასუხები არსებობდეს გამოძიების მხრიდან,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი წელიწადნახევრის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

  • “დიდ ქვაზე შეხტა და ფეხი დაუცურდა”-რა გახდა 16 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი

    სკოლა “ალბიონი” მათი მე-11 კლასელი მოსწავლის გარდაცვალებას გლოვობს.

    16 წლის სოფია ნიკოლეიშვილი ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს. 

    როგორ მოხდა უბედური შემთხვევა, ამის შესახებ სკოლის დირექტორი ყვება, ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ გოგონას ფეხი ხავსიან ქვაზე აუსრიალდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. მაშველების მისვლამდე მისი გადარჩენა სკოლის ფიზკულტურის  მასწავლებელმა სცადა, თუმცა მდინარე იმდენად ძლიერად მოედინებოდა, რომ მასწავლებელი ქვებს მიაჯახა.

    დირექტორის თქმით, ექსკურსიაზე კლასი განათლების სამინისტროდან მიღებული ყველა რეკომენდაციის დაცვით გაემგზავრა.

    „გვაქვს მითითება განათლების სამინისტროდან, სადაც წერია, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, ანუ ტექდათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი აქვე დავძენ,რომ ეს ტრანსპორტი სკოლისაა და მას ერთი თვით ადრე გავატარეთ ტექდათვალიერება. უნდა ჰქონდეს ბავშვების აღმნიშვნელი ნიშანი და ექიმი. მე გავაყოლე ფიზკულტურის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, დამრიგებელი და ექიმი. 17 მოსწავლე იყო სულ, რომ შეუდგნენ აღმართს სადაც მდინარე ჩამოდის, ჩანჩქერს ქვევით, ეს გოგონა შეხტა დიდ ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა. ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი იშოვა, მოიბა წელზე და გადაეშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი სწრაფი დინება იყო, რომ მიაჯახა ერთ ქვას, მეორე ქვას და იძულებულები იყვნენ ამოეწიათ უკან,“-ამბობს ჯავახიშვილი.

  • უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი სიმაღლიდან გადმოვარდა

    უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი სიმაღლიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

    7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი.

    „კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

    როგორც ცნობილია,  7 წლის მოსწავლე დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. 

  • ჭიათურაში სასწავლო პროცესი შეწყდა – სკოლის მოსწავლეები მაღაროელების აქციას შეუერთდნენ

    მაღაროელების მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში გრძელდება, პროტესტი დღითიდღე იზრდება. 

    დღეს აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

    გაფიცული მეშახტეები ამბობენ, რომ პროტესტი ქალაქის ქუჩებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

    უკვე მე-13 დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან. დღეს ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულებს კონკრეტული პირობები შესთავაზეს, თუმცა გაფიცულები მათ წინადადებას  არ დათანხმდნენ და პროტესტი გრძელდება. 

  • ქუჩები,სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

    თბილისში სამ ქუჩაზე 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები მოძრავებს. ესენია ჭავჭავაძის გამზირი, ვეკუას  და ხიზანიშვილის ქუჩა. 

    დედაქალაქში 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროებაზე კომპანია „სისტრას“ კვლევის წინასწარ ინფორმაციაშია საუბარი. სწორედ ამ კვლევებშია დასახელებული ეს  სამი ქუჩა,სადაც  ახალი დიდი ავტობუსები იმოძრავებს. 

    მერიამ ამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის სმაუსაოების დაწყება უკვე დააანონსა,  მაისის ბოლოს იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

    „ჭავჭავაძის გამზირის, ო. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩების ხელახალი დაგეგმვა უნდა მოხდეს ე. წ. ,,სრული ქუჩის“ (complete street) პრინციპით, როდესაც ქუჩის რესურსის გადანაწილება ხდება მდგრადი ტრანსპორტის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლიანად გადაადგილების ყველა სახეობას შორის. ამ პრიორიტეტების შესაბამისად, საჭიროა გაუმჯობესდეს საქვეითო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტი, მათ შორის უსაფრთხო საქვეითო გადასასვლელების გათვალისწინებით. საჭიროა, მოეწყოს უსაფრთხო და კომფორტული ველობილიკი, გამოიყოს ავტობუსის განცალკევებული სამოძრაო ზოლები.

    მნიშვნელოვანია, აღნიშნული პრიორიტეტიზაციის გათვალისწინებით, თითოეული გადაადგილებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევა და გადაადგილების სახეობების შორის კონფლიქტისა და უარყოფითი ზეგავლენის მაქსიმალური შემცირება. გადაწყვეტები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა შესაძლო სცენარებს და მათ შეფასებას.

    ყველა გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს გამზირზე/ქუჩებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის სამომავლო გაგრძელების შესაძლებლობებს – ველობილიკის და ავტობუსის განცალკევებული ზოლების და სამოძრაო ზოლების გაგრძელებას მიმდებარე ქუჩების/გამზირების მიმართულებით,“-აღნიშნულია გეგმაში.

  • ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია – „სამართლიანობისთვის” შექმნა

    ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია, შექმნა, სახელწოდებით „სამართლიანობისთვის”. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    ბესელიას თქმით, იდეოლოგიით პარტია ცენტრისტული იქნება და ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით წავა.

    მასთან ერთად პარტიაში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან. ბესელია თანამშრომლობას არ გამორიცხავს “ქართული ოცნებიდან” წამოსულ სხვა წევრებთანაც.

  • მაშველებმა ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. 

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,“ – ნათქვამია განცხადებაში.