Category: არქივი
-
“ძმას ვეღარ დავიბრუნებ” – დავით სარალიძის დის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
მარიამ სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და, საზოგადოებას მიმართავს. მარიამ სარალიძე მკვლელების დასჯას ითხოვს და ამისათვის ის საზოგადოების თანადგომას ითხოვს.“ძალიან ცუდია, როცა იაზრებ, რომ ის აღარ არის. სკოლიდან მოსვლისას სულ ვეძებ და მგონია, რომ მელოდება საჭმელი გავუკეთო.რეალურად, როდესაც უყურებ სხვის ტრაგედიას, შეიძლება უთანაგრძნო, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიგებ , რამხელაა ტკვილია მათთვის. ვითხოვ, რომ აღსრულდეს სამართალი, რადგან არ მინდა სხვებსაც დაემართოს ის, რაც ჩემს ოჯახს დაემართა.თუ მკვლელებს არ დასჯიან, საქართველოში გაჩნდება დაუცველობის განცდა. აქ არის საუბარი ჩვენს თანატოლებზე, მოზარდებზე, საქართველოს კი მენტალიტეტი ისე ჩამოუყალიბდება, რომ ამ ქვეყანაში არასდროს არავინ დაისჯება.დაუცველობის განცდის გამო, ამ ქვეყანაში დარჩენის სურვილი არავის გაუჩნდება. მინდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სხვაგან გავაგრძელო ცხოვრება, იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანაში თავს დაცულად არ ვგრძნობ.მინდა, მოგმართოთ მთელ საქართველოს, ჩემს თანატოლებს თუ ჩემზე უფროსებს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოჯახის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა. ჩემს ძმას ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენმა ოჯახმა არ განიცადოს ის ტკივილი , რაც ჩემმა ოჯახმა განიცადა და არ მოკვდნენ ახალგაზრდები”- განაცხადა მარიამ სარალიძემ ვიდეო მიმართვაში.
-
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.
9 წლის ბავშვი გასული წლის შემოდგომაზე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.
33 წლის იაგო ნებიერიძე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს,ცოტა ხანში კი მას ბრალი დაუმძიმდა და სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
-
ქართველი ბიჭი, რომელმაც უკრაინულ საბავშვო Voice-ში ჟიური აატირა
12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ საბავშვო Voice-ში ფურორი გამოიწვია. მან სიმღერა “All by myself” შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა. სცენაზე მისი ბიძაც გამოვიდა, რომელიც ბიჭუნას ჟიურისთან კომუნიკაციაში დაეხმარა, რადგან მან რუსული და უკრაინული არ იცის, სამაგიეროდ იცის ინგლისური. ჟიურიმ ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება მოსთხოვა, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია. -
იქნება თუ არა ლევან გოგიჩაიშვილი ბესელიას პარტიაში
ეკა ბესელიამ დღეს ახალი პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის“ შექმნა. როგორც მის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციიდანვე გახდა ცნობილია,პარტიაში იქნებიან უმრავლესობის ყოფილი დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბესელიას პარტიაში ასევე უნდა ყოფილიყვნენ “ქართული ოცნებიდან” ცოტა ხნის წინ წამოსული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი თანამოაზრეები ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. თუმცა როგორც გაირკვა ისინი ბესელიას ახლადდაფუძნებულ პარტიას არ შეუერთდნენ. მიზეზები უცნობია, ასევე არ არის ცნობილი შექმნიან თუ არა გოგიჩაიშვილი და შაქარიშვილი ცალკე პარტიას.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს. დამფუძნებლებს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ რა ფორმატით იქნება “დაიცავი საქართველო” 2020 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი.
-
F1 | მერსედესის დომინაცია გრძელდება – ჰამილტონი კვლავ შეუჩერებელია
26 მაისს მონაკოში ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ დომინირებდნენ მერსედესის პილოტები ლეუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი და სტარტზე 1-2 ადგილებიც მათ გაინაწილეს.
კვალიფიკაციის სენსაცია აღმოჩნდა ფერარის ახალგაზრდა პილოტის შარლ ლეკლერის წარუმატებლობა. ის კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე გამოეთიშა პოულისთვის ბრძოლას და მან სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო. ფერარის მეორე პილოტი სებასტიან ფეტელი კვალიფიკაციაზე მე-4 პოზიციაზე გავიდა.
სტარტი მერსედესისთვის კვლავ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და 1-2 პოზიციას სწორედ ისინი ინაწილებდნენ და რბოლის ნახევარზე მეტი ასე გრძელდებოდა. თავის მხრივ, შარლ ლეკლერი ცდილობდა უკანა ეშელონებიდან თავის დაძვრენას და მონაკოს ვიწრო ტრეკზე არაერთი ძალიან ლამაზი გადასწრება გვაჩუქა. თუმცა 11 ადგილისთვის ბრძოლაში მან საკმაოდ უცნაურ ადგილას სცადა გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის გადასწრება და ამ ბრძოლაში მან მარჯვენა უკანა საბურავი გამოსდო გარე ბარიერს, რის გამოც ჯერ პიტ სტოპზე შესვლა მოუწია, შემდეგ კი საბოლოოდ მოუწია ბოლიდის გაჩერება.
როგორც ყოველთვის, მონაკოს გრან პრიზე არაერთი შეჯახება და კონტაქტი იყო ბოლიდებს შორის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ახალგაზრდა ჯიოვინაცი რობერტ კუბიცას უკნიდან გამოედო და საბოლოოდ მოასრიალა ეს უკანასკნელი. ამის გამო ტრეკზე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა და მრბოლელებს შორის სხვაობაც განულდა. ამ დროს ვალტერი ბოტასმა პიტ სტოპზე შესვლა გადაწყვიტა და ამის გამო მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
საბოლოო ჯამში, იმის მიუხედავად, რომ ლეუის ჰამილტონი ბორბლების ცვეთას 30-ე წრიდან უჩიოდა იგი პიტ სტოპზე აღარ შესულა და მაქს ფერსტაპენის შეტევებს რბოლის ბოლომდე გაუძლო, რბოლის მიწურულს, 77-ე წრეზე ჰოლანდიელს ნერვებმა უმტყუვნა და არაერთი წარუმატებელი შეტევის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელი გადასწრების შესრულება მოინდომა, რაც საბოლოოდ შეცდომა აღმოჩნდა და მან პოზიციის გაუმჯობესების ნაცვლად გაიუარესა და 2 პოზიცია დაკარგა.
საბოლოო შედეგი ასეთია:
- ლეუის ჰამილტონი
- სებასტიან ფეტელი
- ვალტერი ბოტასი
- მაქს ფერსტაპენი
- პიერ გასლი
- კარლოს საინცი
- დანილ კვიატი
- ალექსანდრ ალბონი
- დანიელ რიკიარდო
- რომან გროჟანი
-
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის პირველივე ეტაპზე დამარცხდა
სამწუხაროდ, ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურნირი როლან გაროსი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარმატებით არ წარიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ეტაპზე არგენტინელ ხუან ლონდეროსთან სამ სეტში 6:4, 6:1, 6:3 დამარცხდა. ხუან ლონდერო ATP რეიტინგში 78 ადგილზე იმყოფება, თუმცა ბოლო პერიოდში იგი სენსაციებით გამოირჩევა. მან 19 მაისს შვეიცარიაში გერმანელი ზვერევი 2 სეტში 6:4, 6:4 დაამარცხდა.
ბასილაშვილსა და ლონდეროს შორის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა მესამე გეიმში ქართველმა საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმის მოგება ვერ შეძლო და ხუან ლონდერომ დაუბრეიკა, ამის შემდეგ კი მან საკუთარი ჩაწოდება არ დაკარგა. მეორე სეტში ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო, ნიკოოზმა პირველივე მოწოდება წააგო და თამაშში სადავეები დაკარგა. საბოლოოჯამში კი 6:1 დათმო სეტი. რაც შეეხება გადამწყვეტ სეტს, ქართველი ჩოგბურთელი ვერც აქ გამოირჩეოდა ჩვეული უძლიერესი ზუსტი დარტყმებით და საკუთარი მოწოდება ისევ დათმო, თუმცა მომდევნო გეიმში უმალ შეძლო სიტუაციის გამოსწორება და დაბრეიკება. თუმცა 3-5ზე საკუთარი მოწოდება ისევ წააგო და როლან გაროსს გამოეთიშა
-
პატრიარქის ფონდი გაქურდეს
პატრიარქის ფონდი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ნიუპოსტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფონდის წარმომადგენლები და ადგილზე მყოფი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის უცნობია რა არის წაღებული ფონდიდან.
-
ხმაური გორში- სეტყვით დაზარალებულებმა ავტობანის გადაკეტვა სცადეს
ამ წუთებში ხმაურია გორში, სეტყვით დაზარალებულები სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ. რამდენიმე წუთის წინ მათ სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს,პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს,რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სეტყვით დაზარალებულებმა მანამდე მათ გორის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ.
რამდენიმე დღის წინ სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.