Category: არქივი

  • “ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ”-ოხანაშვილი ბესელიას

    სხდომაზე დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გაწვევას შეეხებოდა.

    ანრი ოხანაშვილმა გააკრიტიკა გიგა ბოკერიას განცხადებები.

    „ბატონო გიგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი აქ მოსვლა განპირობებული იყო ერთი მთავარი არგუმენტით, რომ სამართლებრივ საკითხებში იყავით ძალიან სუსტად და აქეთ მოგვთხოვეთ თურმე, ჩვენ უნდა გვეთქვა და აგვეხსნა თქვენთვის, არაჯეროვანი შესრულება რას ნიშნავს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხართ ამ თვალსაზრისით, რომ ვერ ენდობით კომიტეტში თქვენს იმ წევრებს, რომლებსაც საკითხი უნდა წარმოედგინათ და მოხვედით აქ იმისთვის, რომ თქვენი სუბიექტური ინტერესი გაგეტარებინათ,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

    სხდომაზე იმყოფებოდა ასევე შალვა შავგულიძე, რომელმაც „ოცნების“ წევრების განცხადებები გააკრიტიკა.

    „გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, არის თუ არა მავანი პოლიტიკური პატიმარი და ა.შ. ეს მიუთითებს ზუსტად იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს იმ კლანთან,“ – აღნიშნა შავგულიძემ.

    ამაზე პასუხად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიმართა კითხვით შავგულიძეს, რომ დაეკონკრეტებინა, რას ფიქრობს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი.

    „რატომ განერვიულდით. პასუხი გაგვეცით, არის თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი. ქალბატონი ელენე თვლის, რომ პოლიტპატიმარია, ბატონი გიგა თვლის პოლიტპატიმარია, თქვენ როგორ თვლით,“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.

    დაპირისპირება ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორსაც მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიას კრიტიკასაც უპასუხა – „ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ ეს სკამი… გაჩუქებთ ამ სკამს, შეგიძლიათ წაიღოთ სახლში.“

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7811 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7802 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1129 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1102 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4594 ლარს შეადგენს, ხოლო უცვლელი დარჩა ბრიტანული ფუნტი და 3.5275 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 მაისიდან შევა ძალაში.

  • ტყიბულში მუშა ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა- მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

    ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

    ადგილზე მობილიზებულია იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სპეციალური ტექნიკა. მამაკაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის ორ თანამშრომელს საწყობში რელსები დაეცა

    ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი თანამშრომელი დაშავდა. ისინი საწყობში იმყოფებოდნენ რა დროსაც, რელსები დაეცათ. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

    ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში  საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით შეიყვანეს, მამაკაცი  რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ქუთაისში, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • 28 მაისს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

    28 მაისს, 13.00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია რაგბის მსოფლიო

    ჩემპიონატთან დაკავშირებით.

    მისამართი: შევარდენი, რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 112

    გთხოვთ, მობრძანდეთ.

  • “დაუსჯელობა კლავს!” – არასამთავრობოები სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მართავენ

    12 ჭრილობა, არც ერთი მკვლელი! ნუ წაახალისებ ძალადობას! ვინ მოკლა სარალიძე! დაუსჯელობა კლავს!- არასამთავრობო ორგანიზაციები  სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ. აქციაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე იმყოფება. 

    არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.

    სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 17:00 საათზე იწყება. არ არის გამორიცხული, რომ  განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.

    აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“,“ ახალგაზრდა იურისტები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.




  • გურამიშვილზე მაღაზია “სუფთა სახლში” ამწე შევარდა-დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

    თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ამწე მაღაზიაში შევარდა.

    დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორი ერთი მცირეწლოვანია. ისინი საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მძღოლის განცხადებით, ის დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი ის იყო რომ,  მუხრუჭებმა არ დაიჭირა.

  • “ხელი ჩაწიე”- დაპირისპირება კობერიძესა და საგანელიძეს შორის

    საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მოსმენა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურით წარიმართა.

    დავით ჭიჭინაძესთან დაპირისპირების შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელს კამათი  „ქართული ოცნებიდან“ წასულ ლევან კობერიძესთან მოუვიდა.

    ლევან კობერიძემ დავით საგანელიძეს განუცხადა, რომ საკმაოდ არაეფექტიანია საპარტნიორო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა. საგანელიძემ კობერიძეს მიმართა, რომ ხელი ჩაეწია, თავის მხრივ კობერიძემ უპასუხა, რომ საპარტნიორო ფონდის დირექტორი პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს და არა ჭკუის სასწავლებლად. 

    “იმისთვის ხარ აქ მოსული რომ 700 მილიონზე ილაპარაკო”-მიმართა კობერიძემ საგანელიძეს.