Category: არქივი
-
შსს–მ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. -
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლისა და სულხანიშილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. “ტოიოტას” და “ნისანის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგ ერთ-ერთი მოცურდა და გაჩერებაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა მძღოლი ქალბატონი, რომელიც ტოიოტას მართავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
-
მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პლენარულ სხდომაზე დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს უყრიან.კომისიის შექმნას ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს. მათი შეფასებით, თუ ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის ობიექტურად გამოძიება.„ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ პარლამენტში აღმოჩნდება 50 წესიერი დეპუტატი, რომელიც დაუწე3რს მხარს კომისიის შექმნას და სწორედ ამ კომისიის მუშაობის შედეგად უნდა მოეფინოს ყველაფერს ნათელი. თუ კომისიის შექმნა ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ხელისუფლება არის დამნაშავე და მას არ აქვს სურვილი გამოიძიოს ეს საქმე და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელს აფარებს დამნაშავეებს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.საპარლამენტო უმრავლესობა კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯერ საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა და საქმის გამოძიება უნდა დაასრულონ.„სანამ არ ამოიწურება ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება, რა თქმა უნდა არ ვარ მომხრე, რომ ამ კუთხით შეიქმნას კომისია,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი. -
დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს – ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა
დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციელები ამბობენ, რომ საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა ხალხმრავლობის გამო გაძლიერებულია პატრულირება.სამონასტრო კომპლექსზე ნაწილობრივ მოხსნილია შეზღუდვა აღდგომის ტაძრისა და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ ბილიკებზე. თუმცა, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი.მასშტაბური მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.უკვე ცნობილია, რომ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას 9 ეპარქია მიიღებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამ აქციით სურთ ხელისუფლებას და აზერბაიჯანელ მეგობრებს აჩვენონ, რომ ქართული საზოგადოება დავით გარეჯს არ დათმობს.„მთავარი შემადგენელი ნაწილი დღევანდელი დღის არის ის, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებამდე მივიდეს ჩვენი ხმა იმასთან დაკავშირებით,რომ გარეჯს საქართველო ვერ დათმობს ამის უფლება არც მორალური არც ისტორიული ჩვენ არ გვაქვს,“-ამბობს მამა ზაზა. -
“მზად ვარ შუამავალი ვიყო საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე“ –სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს.“ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ კონტექსტში და თითოეულმა ჩვენგანმა ვკითხოთ ჩვენს თავს: მიხეილ სააკაშვილის, ჩემს დროს შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი რამ განვითარებულიყო საქართველოში? რა თქმა უნდა არა. რატომ არ იყო? ძალაიან მარტივი მიზეზების გამო. ჯერ ერთი საქართველოს ყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეაწმინდოს ქართველ ხალხს. როდესაც შენ გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება სხვას მოთხოვო რომ პატივი გცენ შენ?
ძალიან სპეციფიური ქვეყანაა ასევე ჩენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი აზერბაიჯანთან გვქონდა ძალიან მჭიდრო, ძმური, თანამშრომლობის ურთიერთობა იმიტომ რომ არაფერს არ ვთხოვდით ჩვენი ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას არაფრად არ აგდებენ, იმიტომ რომ ივანიშვილი თვითონ არაფრად აგდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.პრეზიდენტად უკანონოდ სრულიად დაასახელა ადამიანი რომელიც საერთოდ არავინ არ არის, მადამ გაუგებრობა. პრემიერ მინისტრად გვყავს ადამიანი რომელმაც საქართველოს რკინიგზა მილიარდიანი მოგებიდან მიიყვანა სამას მილიონ ზარალამდე, და ეს აზერბაიჯანელებმა ძლაიან კარგად იციან. მათ აქვთ ურთიერთობა რკინიგზაში და ისინი იხდიან აქ ფულებს. და რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი თვითონ თხოვენ ყველაფერზე აზერბაიჯანალებს ფულს, თხოვენ ატკატს და თხოვენ ფულს ჯიბეში. ეს ვიცი კარგად ინფორმირებული წყაროებიდან და როდესაც თხოვ მეზობელს ფულს ჯიბეში, არ უნდა გაგიკვირდეს რომ ის მეზობელი აკეთებს ყველაფერს იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს.რატომ არ გვქონდა აზერბაიჯანელებთან ადრე პრობლემები და რატომ გაგვიჩნდა ახლა? გასაღები უნდა ვეძებოთ საქართველოში.ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ ჩავერთო, იმიტომ რომ ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან. მე მზად ვარ შუამავალი ვიყო საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.“– ამბობს მიხეილ სააკაშვილი. -
“ზარდიაშვილი ადეიშვილის სადღეგრძელოს დასალევად მაგიდაზე ადიოდა.ამათ პირდაპირ სახრე უნდა ურტყა“–გიგი უგულავა
“როცა ზარდიაშვილი, ეს ვიგინდარა სუბიექტი საუბრობს შალვა შავგულიძესთან და მას მკვლელების მფარველს უწოდებს, მართლა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას მიაჩნია რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული.“ –ეს განცხადება გიგი უგულავამ დღეს საღამოს პალიტრა ტვ–ს ეთერში გააკეთა, იურიდიული კომიტეტის დაძაბული სხდომის შემდეგ, რომელზეც ევროპული საქართველოს ინიციატივას ხმაურით განიხილავდნენ. ოპოზიცია იუსტიციის საბჭოდან იმ არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითხოვდა, რომლებიც პარლამენტს ჰყავს წარდგენილი და რომლებსაც ე.წ. მოსამართლეთა კლანის მხარდამჭერებად მოიაზრებენ. თუმცა მმართველი გუნდი ამ წევრების უკან გაწვევას არ აპირებს. სხდომაზე მივიდა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა შავგულიძეც, რომელსაც უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.გიგი უგულავამ დღევანდელი სხდომა მწვავედ და ემოციურად შეაფასა.“ეგ სუბიექტი (ზარდიაშვილი)ადეიშვილის მისაღებში იჯდა, ყავას ადუღებდა, ეგ ნაძირალა ეგა. და დღეს გამოდის აქ და ბრტყელ ბრტყელ რაღაცეებს ამბობს. ვისზე ლაპარაკობს ეს ზარდიაშვილი საერთოდ. ეს შნირი ყველასი და ყველაფრის. ეს აღზევებული მდაბიო, რას ბედავს საერთოდ. საერთოდ რა ქვეყანას ვაშენებთ და რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.ზარდიაშვილი შალვა შავგულიძეს სასამართლოზე ელაპარაკება. რაღაცა საზღვარი ხო უნდა ქონდეს ყველაფერს. გამოვა კობახიძე და გაგაცვიფრებს უტიფრობით. მერე გამოვა მათიკაშვილი და ერთი ნაბიჯით გადაუსწრებს, მერე გამოვა ოხანაშვილი და კიდევ ორი ნაბიჯით გადაუსწრებს. ზარდიაშვილი გამოვა და ჯონსონივით გავარდება და გადაუსწრებს უტიფრობის ფსკერის არქონაში. რაზე უნდა ელაპარაკოთ ამ ხალხს? ესენი მართლა სახრეებით არიან გასაყრელი. პანჩურებით არიან გამოსაყრელი იქიდან. რას ვუყურებდით დღეს? ყვირილი, ჯღავილი, სახედაკარგული, გავეშებული. ამ ხალხით უნდა მართოს ივანიშვილმა ქვეყანა? ვინ არიან, რანაირი მოდგმაა, საიდან მოვიდნენ საერთოდ? ზარდიაშვილს როგორ უნდა ველაპარაკო?ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ერთადერთი კაცი ვიცი, მაგიდიდან რომ ჩამოათრევდი სკამზე ადიოდა ადეიშვილის სადღეგრძელოს დასალევად.ესენი ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რა ჯიშის ხალხი მოიყვანა. ამათ პირდაპირ დედა უნდა აგინო.გუშინწინ ადგნენ და ამ მონსტრების კორპორაციამ, იუსტიციის საბჭოს ხალხმა კი არ დაელოდნენ ცხრაში, იქნებ მოვიგოთ, მერე ზაფხულია და ხალხს ინებ დაავიწყდეს. გამოწვევა გააკეთეს–კაბელების საქმის მოსამართლე და გირგვლიანის საქმის მოსამართლე სამუდამოდ დანიშნეს.ხალხი აიღებს და ამათ გამოყრის რითაც მოხვდება ხელში.ამათ პირდაპირ უნდა აგინო, ამათ სახრე უნდა ურტყა ზარდიაშვილებს ერთად.ზარდიაშვლი შნირი იყო და შნირად დარჩა. უბრალოდ ეხლა ძალაუფლება მისცეს და მაშინ მარტო ყავას ადუღებდა. მურუსიძე მაშინ იყო შნირი და ახლა არის მთელი ბატონ პატრონი, ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება და ჩემი შვილის და თქვენი შვილის და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს ის ვიგინდარა“.–ამბობს უგულავა. -
“პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ”-საქართველოს პატრიარქი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.
მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!
მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.
მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს.
ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.
თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას.
ამასთან აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას”,-აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.
-
„რუსთავი 2 ამით არაფერს წააგებს,უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება“ – გვარამია მაღაროელებს
„რუსთავი 2 ამით არაფერს წააგებს,უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება“ -ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მოშიმშილე მარაროელებს ვიდეომიმართვით ეხმაურება.
გვარამიას თქმით, მაღაროელებმა უნდა აღიარონ რომ ბიძინა ივანიშვილის გამო შიმშილობენ.მისი განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ჭიათურაში აგრესიით ხვდებიან,ხოლო ამ პირობებში აქციების გაშუქება აღარ მოხდება., ძალიან უცნაური ვითარებაა, ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხვდებიან აგრესიით, ამიტომ უკან მომყავს ჯგუფები ჭიათურიდან. მათ არ მოსწონთ ჩემი პოზიცია, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ და სწორედ ამიტომ ერჩიან ჩემს თანამშრომლებს. არ გინდათ რომ გავაშუქოთ ჩვენი პრობლემები? ნუ გინდათ! ჩვენ არ მივიყვანთ საქმეს იქამდე რომ ჩემს ჟურნალისტებზე თავდასხმა გახორციელდეს. ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მათ შორის ქუთაისშიც, რაც ძალიან საეჭვოა. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და მგონია, რომ სწორადაც ვფიქრობ. ამიტომ, არასდროს ჩემი აზრის გამოხატვისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ჯერ ხმა მიეცით, მერე ,,რუსთავი 2-ს” ჯგუფები გამოუგდეთ, შემდეგ გვარამია აგინეთ, ეს თქვენი პრობლემაა, ,,რუსთავი 2-ს” ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება და მასზე რეაგირება არ იქნება..კარგად ბრძანდებოდეთ თუ დაგჭირდებათ რუსთავი 2 ჩვენ მოვალთ”- ამბობს გვარამია.
-
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობას ტოვებს
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზში” ადასტურებენ.
“ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია”, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მათი დიდი ნაწილი შიმშილობს.
ჯორჯიან მანგანეზმა პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10-პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა. წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 50%-იან ზრდას ითხოვენ.
-
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით,ტრანსპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.
ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:
- კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით;
- ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ;)
- მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ);
- პეტრიაშილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ
ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება:
- არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ);
- აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით;
- ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.
ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
დიდი ტევადობის ავტობუსები
ავტობუსები – N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ – პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.
ვაჟა ფშაველას გამზირიდან:
N21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს;
N88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ);N9 და N51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ;
ზემოთჩამოთვლილი ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.დროებით დამოკლდება N61 და N140 ავტობუსების მარშრუტები:
N61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით მიბრუნდება;
N140 ავტობუსი თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ასევე, ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ იგი გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.ანალოგიურად, N87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას იგი კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები
N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვარაზისხევის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ.
N66 ავტობუსი ვარაზისხევიდან ასევე, კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
უკუმიმართულებით იგი მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.N85 მარშრუტი N87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.