Category: არქივი
-
“პრანჭიაობა მაგრად გამოგდის“–ლევან ხაბეიშვილი კალაძეს ტყუილში ამხელს
საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძე ტყუილში დაადანაშაულა და მისი მხილება ვიდეომიმართვით გადაწყვიტა.საქმე ეხება თბილისში ბუშის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიას, რომლის გამწვანება მერიამ გასული წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა, კომპანიასთან ხელშეკრულება ნოემბრის ბოლოს გააფორმა და ბიუჯეტიდან 793 000 ლარიც გამოყო.“გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და მოვაწესრიგოთ. ასევე, შევცვალოთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება.“– განაცხადა კალაძემ. ტერიტორიის კეთილმოწყობის შესახებ მერიამ ვიდეორგოლიც დაამზადა. თუმცა, მას შემდეგ ხუთი თვე გავიდა და სამუშაოები ისევ არ დასრულებულა.ცოტა ხნის წინ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელშეკრულებო პირობები დარღვეულია, ტერიტორია ისევ მძიმე მდგომარეობაშია და აქ სამუშაოები დროულად არ დასრულებულა, რის გამოც მას კალაძემ მატყუარა უწოდა.დღეს კი ლევან ხაბეიშვილმა ვიდეოჩართვა გააკეთა და გადაწყვიტა კალაძისთვის დაემტკიცებინა, რომ მატყუარა თვითონ თბილისის მერია. მან წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლითაც სამუშაოების დასრულების ვადად 30 მარტია მითითებული. თუმცა კომპანიამ სამუშაოები არ დაასრულა. თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს, რადგან მათ ვალდებულებები არ შეასრულეს და თანხაც სრულად არ გადაურიცხეს, თუმცა ლევან ხაბეიშვილის აზრით ეს გამართლება არ არის.“აბა რას ვიტყუები კახი? აბა რა მოვიტყუე ბიჭო?კომპანიას გავეკიდო? კომპანია კი არ აგვირჩევია, შენ აგირჩიეთ მერად. იქაურობა გავერანებულია.მე რომ განცხადება გავაკეთე, მერე მივიდნენ და რაღაც სამუშაოები დაიწყეს.ფაქტები გაჩვენეთ მისივე განცხადებებით როგორ ტყუის კახი. ძალიან მძიმე მდგომერეობაში ხარ მართლა.პრანჭიაობა მაგრად გამოგდის, წალკოტი რომ უნდა ყოფილიყო აი ეს ხდება. არადა მერიის საიტზე დღემდე გიდევს ლამაზი ფოტოები რა უნდა ყოფილიყო აქ. “– ამბობს ხაბეიშვილი -
რიკოთის გვირაბში მოძრაობა 4 დღით იკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. -
უბედურ შემთხვევას გუდაურში უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა
გუდაურში, ლუდის ხეობაში უბედურ შემთხვევას ფილიპინელი ტურისტი ემსხვერპლა.
21 წლის ი.ნ. და ფილიპინების მოქალაქე პარაპლანით გუდაურიდან გადმოფრინდნენ, ლუდის ხეობაში მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. შემთხვევის შედეგად ფილიპინელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-
წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას პრეზიდენტი ჯვრით ხელში გაუძღვა
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა მსვლელობას, რომელიც დღეს, ნინოობის დღესასწაულზე, ფოკაში დაიწყო, წინ ჯვრით ხელში გამოუძღვა. პრეზიდენტი წუხელ ფარავნის ტბასთან ჩავიდა, დილით კი ფოკას მონასტერში წირვას დაესწრო. ამის შემდეგ დაიწყო მსვლელობა იმ მარშრუტით, რომლითაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა და ქრისტიანობა შემოიტანა.
მრევლის და სასულიერო პირების 42-დღიანი ლოცვითი მსვლელობა სვეტიცხოველში 12 ივლისს დასრულდება. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი მარშრუტის ბოლომდე მომლოცველთა რიგებში არ დარჩება.
მომლოცველების მსვლელობა ქართლის მიმართულებით გრძელდება, ისინი მტკვრის სანაპიროს მოუყვებიან.
სალომე ზურაბიშვილი, წმინდა ნინოს ჯვრით 42-დღიან ლოცვით მსვლელობას რამდენიმე საათით შეუერთდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ქვეყნის პრემიერი და მინისტრებიც.
-
ბესელიას პარტია სასამართლო კლანის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
სასამართლო კლანის წინააღმდეგ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას პოლიტიკური პარტია სამართლიანობისთვის იწყებს. ეს არის ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების პარტია, რომლის შექმნა მათ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები მოქალაქეებს სამომავლო გეგმებს და მიზნებს აცნობენ.პარტიის წევრების თქმით, სამართლიანობა არის მთავარი იდეა, რომლის გარშემო მათი გუნდი ერთიანდება.დეპუტატი, გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ ახალი პარტია შეძლებს ცვლილებების მოტანას პოლიტიკურ რეალობაში.„დღეს რუსთაველის მეტროსთანაც განვათავსეთ ჩვენი ერთი პუნქტი, სადაც ხელმოწერების შეგროვება იქნება შესაძლებელი. მაქსიმალურად ვაპირებთ შეხვედრებს მოქალაქეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს დღეს ხელისუფლება, რომ საზოგადოება იყოს ნიჰილისტურად განწყობილი, არანაირი იმედი არ ჰქონდეთ პოლიტიკური ცვლილებების. ეს, სხვათა შორის, მთაწმინდის არჩევნებზე იგრძნობა, რომ ხალხს, რაღაცნაირად იმედი დაკარგული აქვს იმისი, რომ რაიმე ცვლილებები შეიძლება, მოხდეს. ჩვენ შევძლებთ იმ ტალღის აწევას, რომელიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც დღეს შექმნა ქართულმა ოცნებამ და რომელიც, ჩემი აზრით, ამ ქვეყნის მომავლისთვის საზიანოა,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. -
რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ეძებენ
რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს მეათე დღეა, ეძებენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა, რის შემდეგაც, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ძებნა დაკარგული ახალგაზრდის პოვნამდე არ შეწყდება.
-
“დაგღუპავთ თქვენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 24 საათი გიზით სახლში“–ლაშა ამირეჯიბი ბიძინა ივანიშვილს
დაიცავი საქართველოს ერთ–ერთი დამფუძნებელი, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, ლაშა ამირეჯიბი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლის მცდელობაში ივანიშვილის გარემოცვას და პირადად ივანიშვილს ადანაშაულებს. ის ფეისბუქ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც უცა მამაცაშვილის და ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებზე საუბრობს:“პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ამავე დროს ძალიან მეცოდება ნათია თურნავა. არ არის ცუდი გოგო, ძაან ჭკვიანი გოგოა, დიდი ხანია მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში, სააკაშვილის პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც იყო. სამწუხაროდ მას სხვა საშუალება და სხვა უფლება არ აქვს რომ არ დაექვემდებაროს და არ დაადასტუროს ის ბრძანება რაც ზევით არის მოლაპარაკებული.
სანამ სილა არ გააწნეს ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა საქართველოს ხელისუფლებას იქამდე აზრზე ვერ მოვიდნენ. არის ახლა დიდი პანიკა. თურმე ვიღაც კაკაურიძე ყოფილა, რომელმაც გასცა ბრძანება. კაკაურიძეზე გადატეხეს ჯოხი. ეგეთი რამე არ არსებობოს. ეგეთი რამეები არ ხდება.ახლავე აგიხსნით რა ხდება.ვანო ჩხარტიშვილს ფოთში რამდენიმე ნავსადგომი აქვს. პარალელურად რომ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში პრაქტიკულად ვანო ჩხარტიშვილი და ვანოს ნაირი ადამიანები კარგავდნენ პრაქტიკულად ყველაფერს. ამ საქმეში არის ჩართული რა თქმა უნდა უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი.როცა ვლაპარაკობთ შიდა და გარე მტრებზე, ჩვენი ქვეყნის მტერი დღეს არის უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი. ამათი ინტერესის გარეშე დღეს საქართველოში არაფერი არ ხდება.არ მინდა დავიჯერო, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის ყურაშია, მაგრამ როცა მისი დეიდაშვილი არის საქმის კურსში და როცა ვანო ჩხარტიშვილი უზის 24 საათი ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სახლში, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა.არაერთხელ მივმართე მას და ახლაც მინდა ვუთხრა: სიტყვას გაძლევთ ვაჟკაცურს, რომ თქვენ დაგღუპავთ თქვენივე ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 24 საათი გიზით სახლში და რაღაც საინტერესო ფინანსურ იდეებს გაწვდით.ბატონი უჩა მამაცაშვილი ძალიან ხშირად დაფრინავს მოსკოვში. იქ ვანოსთან ერთად რაღაც ბიზნესიც აქვს. ამასწინადაც ყოფილან. ერთი–ორი კვირის წინ მითხრეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მის პარტნიორ რუსებს არ უნდათ ანაკლიის პორტის აშენება.ვინც ანაკლიის პორტს ეწინააღმდეგება ის არის პირდაპირი მტერი ჩვენი ქვეყნის, ვინც ხელს უშლის ანაკლიის პორტის აშენებას ის არის სააკაშვილზე, ბოკერიაზე, ახალაიებზე უფრო მეტი მტერი. არანაირი გარე მტრები არ არსებობენ. არიან შიდა მტრები და პირველი შიდა მტრები არიან ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი, რომლის ხელშია მთელი ბიზნესი. თუკი ეს ბრძანება გაიცა და თუკი ფოთის ღრმა წყლოვან პორტზეა ლაპარაკი და მისი აშენება უნდოდათ, ეს იყო მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ზევით ბიძინა ივანიშვილის ინტერესიც.“– ამბობს ამირეჯიბი. -
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. განმეორებითი წილისყრის დროს ისევე, როგორც პირველ ტურში, ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – 2 ხმა, ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა, ირმა ზოიძე – 1 ხმა, ნათია ზოიძე – 1 ხმა.
თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრითაც ვერ ირჩევს დირექტორს, ასეთ შემთხვევაში, ხელახლა ცხადდება კონკურსი.
მაუწყებლის დირექტორატს განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.
-
შსს–მ ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. -
მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა. განმცხადებელთა შორის არიან საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე.შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე კი 3 თვის განმავლობაში, 2018 წლის აპრილიდან ივლისამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2018 წლებში მას მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა.რაც შეეხება მამუკა ვასაძეს, ის 2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.