Category: არქივი

  • კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივერზერთან რევანშს ითხოვს

    ირლანდიელი მებრძოლი და UFC-ის ორი სხვადასხვა წონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ფლოიდს მატჩრევანშს ითხოვს.

    ენტონი ჯოშუას სენსაციური მარცხის შემდეგ კონორმა ტვიტერს მიაშურა და ფლოიდი კიდევ ერთხელ გამოიწვია: “დიდებული საკრივო შეხვედრა გამოვიდა და სურვილი მაქვს, კიდევ ერთით დავტკბე. მატჩ-რევანშში ვიწვევ ხუან-მანუელ მეივეზერს. კიდევ შევხვდებით მეგობარო”.

    შეგახსენებთ, 2017 წელს ფლოიდმა ირლანდიელი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და იმის შემდეგ არ წყდება ჭორები განმეორებითი შეხვედრის შესახებ.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ ფლოიდის მენეჯერმა საინტერესო განცხადება გააკეთა: ,,თუ კონორს რემატჩი სურს, მან იცის როგორ უნდა მოიქცეს. ფლოიდი ყოველთვის მზადაა მის დასასჯელად და ჭკუის სასწავლებლად. მაკგრეგორსა და დანა უაითს დიდ პატივს ვცემ, ასევე ფლოიდიც, ამიტომ მათთან ერთად საქმის კეთება სიამოვნება იქნება”.

  • ენტონი ჯოშუას სენსაციური მარცხი ენდი რუისთან

    მძიმეწონის დივიზიონის სამი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ენტონი ჯოშუა დღეს გამთენიისას სენსაციურად დამარცხდა აუტსაიდერ ენდი რუისთან. მექსიკელმა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

    იმის მიუხედავად, რომ ენტონი უპირატესობას ფლობდა და მესამე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნშიც ჩააგდო რუისი არ დანებდა, შესანიშნავად იბრძოლა და მეშვიდე რაუნდში ოთხჯერ დაანოკდაუნა და საბოლოოდ ბრძოლა მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტით შეაჩერა და გამარჯვება ენდი რუისს მიაკუთვნა.

    ენტონი დამარცხების შემდეგ ენტონი ღირსეულად მოიქცა – მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და მას ღირსეული მებრძოლი და ღირსეული ჩემპიონი უწოდა. ასევე მან განაცხადა, რომ ეს მარცხიც მისი თავგადასავალის ნაწილი იქნება და ის უფრო ძლიერი დაბრუნდება.

    სენსაციურ შედეგს არაერთი მებრძოლი გამოეხმაურა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ენტონის მთავარი კონკურენტის დეონტე უაილდერის განცხადება. მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა: ,, ის ნამდვლი ჩემპიონი არასდროს ყოფილა. მთელი მისი კარიერა ტყუილებზე და იღბალზე იყო აგებული. ფაქტები ფაქტებად რჩება და ეხლა უკვე იცით ვინ ვის გაურბოდა.” შეგახსენებთ, უაილდერი და ჯოშუა ერთმანეთს აბრალებენ, რომ ისინი ბრძოლას გაურბიან და ერთმანეთის ეშინიათ.

  • საბურთალოზე, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ. კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, “ბრაუნინგის” და “ტოზის” მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

  • ბახტაძე რაჭველებს სკოლების აშენებას დაპირდა

    “მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ახალ სკოლებს ავაშენებთ”,-ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, სოფელ გოგოლათში განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრმა რაჭველებს მიმართა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად ხორციელდება.

    „მე მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ულამაზესი კუთხის მიმართ და ძალიან მიხარია, რომ ის პროექტები, რომელიც შარშან დავიწყეთ მიმდინარეობს წარმატებით. მე ვიყავი ორივე მუნიციპალიტეტში: ონში და ამბროლაურში. ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და იმ მოსახლეობას, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი მამა-პაპისეული სახლები შესაძლებლობები შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ულამაზეს კუთხეში. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დასრულდა, რომელიც მოიცავს წყლის პრობლების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება მიმდინარე წელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას და ეს არის განათლება. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ“,-განაცხადა ბახტაძემ.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.

  • “გვსურს ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები”-ლესბოსელი აქტივისტის მიმართვა პატრიარქს

    ლესბოსელი აქტივისტი და უფლებადამცველი ნინო ბოლქვაძე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს.
    ბოლქვაძე ყურადღებას იმ მსგავსებებზე ამახვილებს, რაც ლგბტქ თემს დანარჩენ საზოგადოებასთან აქვს. ასევე ყვება ეკლესიის მიმართ საკუთარ  დამოკიდებულებაზე და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ არსებულ ზიზღზე.

    1977 წელს დავიბადე. ბავშვობაში ვერის პარკში მდებარე ქართულ ეკლასიას მამასთან ერთად რომ ჩავივლიდი ხოლმე კარი მუდამ დაკეტილი იყო და ზედ დიდი ბოქლომი ეკიდა. შემდგომში კარიც გაიღო და ჩვენ, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს, მოგვეცა იქ შესვლის უფლება.
    მერე რა რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა სარკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება.
    მსურს დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. იგივე ხორცისგან შევდგებით და იგივე ვნებები გვაქვს რაც ნებისიერ სხვას. იგივენაირად გვტკივა და გვიხარია. იგივენაირად ვტირით და განვიცდით. იგივენაირად გვიყვარს ჩვენი ახლობლები და ვცდილობთ გვიყვარდეს მოყვასი მაშინაც როდესაც მას ვძულვართ.
    ალბათ მკითხავთ, რა საჭიროა გარეთ გამოსვლა. მეტყვით რომ ჩვენი ცოდვის დემონასტრაციას ვახდენთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ და საზოგადოებაში ვნებათაღელვას ვიწვევთ. გეტყვით რომ საქართველოში ლგბტ ჯგუფის მიმართ წლების მანძილზე არსებულმა რეპრესიებმა განაპირობა ჩვენდამი შიში, ზიზღი და აგრესია. 2000 წლამდე ციხეში გვსვამდნენ. შემდეგ სენსაციასა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიები ჩვენ ეგზოტიცაციას და შედეგად მეტ მარგინალიზაციას იწვევდნენ.
    შეუძლებელია ცხოვრება როდესაც შენს ირგვლივ ადამიანებს ეზიზღები ან როდესაც შენი ეშინიათ. გვსურს ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები, მიხვდნენ რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს.
    გთხოვთ გაგვიგოთ და დაგვეხმაროთ ამ რთულ გზაზე”,-წერს ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

  • რუსეთში, ტროტილის საამქროში მომხდარი აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა

    რუსეთში,ქალაქ ძერჟინსკის ქარხანაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების უმეტესობა, 46 ადამიანი, ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეა, ხოლო 39 ქარხნის თანამშრომელი.

    აფეთქებები ტროტილის საამქროში გუშინ მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

    ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა, მიმდინარეობს ძიება.

  • შსს–მ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.
    შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
    ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
  • კორუფციული სკანდალი აჭარაში – მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    კორუფციული სკანდალი აჭარაში – მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება საღამოს თერთმეტი საათისთვის მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა, რასაც დაკავებულთა ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

    სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარეს 7 საათის განმავლობაში უსმენდა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ შესაძლო ბრალის დამძიმებაზეც საუბრობდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათი გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

    ბრალდებულებს პროცესზე სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცათ. ბათუმის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

    სამ დაკავებულს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

    საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტ „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.

  • ჩხოროწყუში “ხობის კოლხეთის“ ქალ ფეხბურთელებს მასპინძლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

    ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი არასრულწლოვან ქალთა ფეხბურთში ხობის “კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს “სამეგრელოს“ შორის სტუმრებისთვის მძიმე ტრავმებით დასრულდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება ხობის კოლხეთის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი და დაზარალებული მოთამაშეების საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები. როგორც ჩანს ფიზიკური ტრავმები სტუმარ გუნდს მასპინძელი გუნდის წევრებმა მიაყენეს:
    “ნამდვილი მებრძოლეეები ეს ფეხბურთი არ იყო ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე“– წერია ქალთა საფეხბურთო კლუბის გვერდზე.
    მანამდე კლუბის გვერდზევე ამ შეხვედრის შესახებ კიდევ ერთი სტატუსი გამოქვეყნდა:
    “გოგოებო მადლობა ძალიან დიდი რო დღეს ასე იბრძლოლეთ,მაგრამ ეს წაგება ჩვენი ბრალი არ იყო ჩვენ წაგვაგებინეს მსაჯებმაა.. მსაჯების დამოკიდებულება კი ქალთა ფეხბურთზე არის საშინელი! რადგან გოგოები ვართ არ აინტერესებთ!! რაც შეეხება მოთმაშეებს ერთმანეთის მიმართ რატო გვაქვს ესეთი აგრესია..ეს უბრალოდ თამაშიაა..“
    ფეხბურთის კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ლატარია ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია ცხოვრებაში არ უნახავს.
    “ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. ანა წულაია,მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა, მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“,- ამბობს მწვრთნელი.
    ამ მატჩის და მისი შედეგების შესახებ წერს ფეისბუქ მომხმარებელი ლელა კუჭავა
    “ყველა ის ადამიანი ვისაც ამ ბავშვების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ყველა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.გუშინდელი თამაში არ იყო ფეხბურთი, იყო ბრძოლა წესების გარეშე.ძალა ვისაც ერჩის სტადიონს გაერიდოს და ძალები რინგზე მოსინჯოს.სასწრაფოდ შეუწყდეს მწვრთნელს მისი საქმიანობა რადგან მოწინააღმდეგე გუნდის გოგონებისკენ დასარტყმელად იწეოდა, არანაირი უფლება არა აქვს მას ბავშვებს უხელმძღვანელოს..ტქვენ კი მაგრები ხართ ბავშვებო აუცილებლად მიაღწევთ კიდევ ბევრ წარმატებებს.არავის არ შერჩება შეურაცყოფა რადგან ამ ბავშვების უკან მთელი არმია დგას. P.S დაუზუსტებელი ინფორმაციით არის ვარაუდი გუშინდელ თამაშზე მოწინააღმდეგე გუნდის ყველა მოთამაშე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასწრაფო რეგირება მოახდინონ შესაბამისმა უწყებებმა რათა მსგავსი ფაქტები მეორედ აღარ განმეორდეს..#ფეხბურთისფედერაციაგძინავს?“– წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
    ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა რამე რეაქცია ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მომხდარ ინციდენტს.
  • “ბიძინა!ბიძინა!“–საჩხერის ჩიხურას თამაშზე მისულ ივანიშვილს შეძახილებით შეხვდნენ(ვიდეო)

    ქართული ოცნების ლიდერი საჩხერის ჩიხურას თამაშს დაესწრო, გულშემატკივრებს მიესალმა, გაესაუბრა, თამაშის ბოლომდე დარჩა და ჩიხურას გულშემატკივრობაში აქტიურად და ემოციურად ჩაერთო. 

    მაყურებლის ტრიბუნაზე ასულ ივანიშვილს გულშემატკივრები “გაუმარჯოს! და ბიძინა! ბიძინა!“–ს ძახილით შეხვდნენ.

    “არ დაიღალოთ, შეინახეთ ენერგია, მაგარ ჯანზე ხართ საჩხერლებო.“– მიმართა ივანიშვილმა გულშემატკივრებს.

    თამაშის შემდეგ ივანიშვილი ხალხს გამოელაპარაკა, რომელთაგან ზოგი ლოცავდა, ზოგი კი მხარდაჭერას უცხადებდა:
    “თქვენს გვერდში ვართ მთელი საქართველო“ –უთხრეს საჩხერელმა გულშემატკივრებმა ივანიშვილს.